ბავშვობა..!! - 1 ოქტომბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 1 » ბავშვობა..!!
7:15 PM
ბავშვობა..!!

ბავშვეობაში დედა ჩიფსის ჭამას გვიკრძალავდა, მაგრამ ჩვენ ჩიფსებს ახლაც ვჭამთ.

ბავშვობაში მაკდონალდში მხოლოდ იმიტომ დავდიოდით, რომ იქედან ახალი კოლექციის სათამაშო წამოგვეღო.

ბავშვობაში ბაღი გვძულდა, მაგრამ სკოლაში შესვლისას ბაღში დაბრუნება ვინატრეთ.


ბავშვობა


როცა ბავშვობაში დედა გვიყვიროდა ჩვენ კუთხეში ვჯდებოდით, ახლანდელი ბავშვები კი კომპიუტერს მიუსხდებიან და თამაშებს რთავენ.

ჩვენ ბავშვეობაში პოკემონეით და ტამაგოჩებით ვთამაშობდით, ახლანდელი ბავშვები კი აიპოდით და ტელეფონებით თამაშობენ.

როცა გვეუბნებოდნენ რომ ბიჭი ან გოგო მოგვწონდა ჩვენ ვბრაზდებოდით და ტირილს ვიწყებდით.


ბავშვობა


დედები და მამები გუდიანებით და აუებით გვაშინებდნენ.

დედას ქვემოდან ერთი საათი მხოლოდ იმისთვის ვეძახდით, რომ 20 თეთრი გადმოეგდო ჟელიბონის ან მზესუმზირის საყიდლათ.

ქვემოდან ამოსულებს დედა ხელების დაბანას გვთხოვდა, ჩვენ კი გვეზარებოდა.


ბავშვობა


ატარაობაში კომპიუტერთან, მხოლოდ ხატვის ჩასართავად ვჯდებოდით.

პატარაობაში მულტფილმის გმირების სახელებს ვირქმევდით.

პატარაობაში მშობლებს ვემალებოდით.

ბავშვობა


დაძინებისას დედას ვატყუებდით, რომ გვეძინა, მაგრამ ნელ-ნელა გვეცინებოდა.

მამაჩვენც სნიკერსებს, კინდერებს, მარსებს, კანფეტებს და უამრავ სხვა რამეებს ვავალებდით.

ცუდ საჭმელებს და ცუდ სასმელებს წამლები ან ფიები ერქვათ.


ბავშვობა


პატარაობაში ჩვენი ნადღაბნი ლამაზი გვეგონა, და გოგონას თავს დიდ ლოდს ვამსგავსებდით.

ჩვენს თავებში რეინჯერებს ვპოულობდით და იმაზე ვჩხუბობდით რომელი იყო ყვითელი და რომელი ვარდისფერი რეინჯერი.

ლოგინის ქვეშ შეხედვა გვეშინოდა, და საწოლზე ჩქარა ვხტებოდით, რომ ლოგინის ქვეშ შემთხვევით არ შეგვეჭყიტა.



ბავშვობა


- მგელო, მგელო, პირდაუბანელო, ცხელი ფაფა გიჭამია, პირი არ დაგიბანია...

- ტაი,ტაი,ტაი... ვისაც უნდა ”დაჭერობანა” ხელი ჩაყოს ამაში...სამ საათზე იკეტება ჩემი ავტო-გა რა ჯი !


ბავშვობა


- ვიხილები და მოვდივარ! ვინც დამალული არ არი - ჩემი ბრალი არ არი!

- დაგასტუკე...

- პაჟარიიიიიი !


ბავშვობა


ფრაზები, რომლებსაც ბავშვობაში ხშირად ვიყენებდით



შენი შვილი ტყეში დარბის!

-დაბადების დღეზე არ დაგპატიჟებ.

-როგორ იქცევი, შენი სახლია?

-მე რაღააცა მაქ და არ მოგცემ!

-გაგებუტე, და აღარ შეგირიგდები!

-რა შენი საქმეა!

-გადაგაფრენ ამერიკაშიი..!

-ჩემი ბიძაშვილი იცი რამხელაა? და რა ძლიერია?

-მე რო დიდი გავიზრდები ბევრი ფული მექნება და შენ არ მოგცემ!

-აუ რა გინდა?

-მამაჩემი მამაშენზე დიდია!

-ვისაც უნდა დახუჭობაანა, ხელი ჩაყოს ამაში, 5 საათზე იკეტება ჩვენი ავტო-გა-რა-ჟიი
.



ჩვენთვის საყვარელი ლექსები, რომლებსაც ბავშვობაში დიდი თავდაჯერებულობით ვყვებოდით :



წითელი ვაშლი გაგორდა
......... სკოლაში გარბოდა
ხელში წიგნები ეჭირა
ხუთიანებზე სწავლობდა

----------------------------

ენძელა და ია ფაიტონზე ზიან
გადმოვარდა ია, კაბა დაიხია
- ნუ ტირიხარ ია, ახალს გიყიდიან
-მე ახალი არ მინდა ძველი მირჩევნია

----------------------------

ფისუნია კატა
მაგიდაზე ახტა
გადმოაგდო ვაზა
ბებო გააბრაზა

---------------------------

მე პატარა ქართველი ვარ,
კავკასიის მთების შვილი,
და განცხრომით სხვაგან ყოფნას
მირჩევნია აქ სიკვდილი.

ქართლ-კახეთი, იმერეთი,
გურია და სამეგრელო ?
ყველა ჩემი სამშობლოა,
საყვარელი საქართველო.



ახლა კი სიმღერები:


ჭრელო პეპელა, გაფრინდი ნელა,
დელიავ რანუნი..
დელიავ,რანუნი, დელიავ რანუნი,
დელიავ რანუნი...

____________________________

ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,
დიდი მინდორი დანამა,
დანამა,დანამა,დანამა,
დიდი მინდორი დანამა....




გავიხსენოთ ჩვენი საყვარელი თამაშები:

დამალობანა

-ვითვლიი - ყვიროდა ყველა ერთად, დიდი ჩხუბის შემდეგ ამოვირჩევდით ერთს, ის კი იწყებდა :
- ბებია ყიდის კევებს, ნაირ-ნაირ ფერებს, რომელი ფერი გინდა შენ ამოირჩიე!
-წ-ი-თ-ე-ლ-ი.. იხუჭებიი... - ვყვიროდით ერთხმად, შემდეგ დაიხუჭებოდა ”დაჩაგრული” ბავშვი და იწყებდა თვლას:
- 1, 2, 3, 4,5,6,7,8,9.... ვიხილები და მოვდივარ... -არადა მანამდეც გახელილი იყო და გვიმტკიცებდა არ ვიხილებოდიო, შემდეგ როცა ”მატყუარა” ბავშვი დაიხუჭებოდა ვეუბნებოდით ხოლმე:
-ვინც იხილოს,იხილოს, შავ კუბოში იძინოს...
და ასე გრძელდებოდა მთელი დღე სანამ ძალით არ აგვიყვანდნენ სახლში..


ბავშვობა


დაჭერობანა

”წამყვანი” ბავშვი გაიშვერდა ხოლმე ცერა თითს და განწირული ხმით ყვიროდა:
-ტაი,ტაი,ტაი....
-მთელი ეზოს ბავშვები მოხროვდებოდნენ ხოლმე და ერთმანეთს ასწრებდნენ ცერებზე ”ჩაჭიდებას”, ბოლო ვინც რჩებოდა ის იჭერდა
-შორს გაქცევებს არ ვართ (სახლის უკან დედა არ მიშვებს) - იტყოდა ხოლმე ყველაზე პატარა, ჩვენ რათქმაუნდა მას თამაშიდან ვაგდებდით და ატირებული გარბოდა დედასთან..



დროშობანა

ვიყოფოდით ორ ჯგუფად, დროშები ძირითადად ნაძვის ტოტები იყო, ყველაზე ძლიერებს ”ვარკინებდით” ერთმანეთთან , ხოლო ყველაზე სუსტს და პატარას დროშის მოსაპარად ვუშვებდით რადგან მაინც არაფერში გვჭირდებოდა და ”ჩვენი რა მიდიოდა” თუ ”გააშეშებდნენ”


სახტუნაო

ეს ჩვენი განუყოფელი ატრიბუტი იყო, მთელი დღე შეგვეძლო წელზე "სახტუნაო" შემოკრულებს გვევლო, ყველაზე ძლიერად ის ითვლებოდა ვინც ბევრჯერ გადახტებოდა ისე რომ არ აბლანდულიყო...



მასწავლებლობანა


თამაში, რომელსაც ვთამაშობდით რომელიმე ბავშვის სახლში, ეს თამაში ყოველთვის ჩხუბით იწყებოდა რადგან ყველას გვინდოდა მოგვერგო მასწავლებლის როლი, ჩვენთან დათმობა არ "ჭრიდა" , ამიტომ რამდენი ბავშვიც ვიყავით იმდენჯერ ვთამაშობდით რადგან ყველას შეხვედროდა ეს "პატივი"


ბავშვობა


კლასობანა

ალბათ ყველას გახსოვთ ეს თამაში:

ბავშვობა


ჩვენს ბავშვობის "ლექსიკონსაც" გადავავლოთ თვალი


წყალი - ნწა

შუქი - ფუფალა

ხო - ქო

არა - ალა

მშია - ნიამუ-ნიამუ

წასვლა (სხვაგან) - ტაა..

მიყვარხარ - მიკაქალ

ძაღლი - აუა

დახუჭვა და გახელა - ბუუ.. ტაა...

დაძინება - ნანა-ნანა და ა.
კატეგორია: სხვა | ნანახია: 1103 | დაამატა: anushkebi98 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7
7 - ავტორი: XaaT1
(მასალა) თარიღი: (2011-10-02 5:31 PM)




0



პასუხი
au ra magari dro iyoo biggrin .. yvelaze metad klasobana miyvarda, titqmis sul vigebdi da magitoo biggrin :D