ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთაველის გამზირზე. "მერსედესის" მარკის ავტომანქანა 19 წლის გოგონას დაეჯახა. დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებული ამ დროისათვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მისი მდგომარეობა კრიტიკულია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საპატრულო პოლიციის მთავარმა სამმართველომ დაიწყო. 19 წლის ქეთი ჯოხარიძეს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ რუსთაველზე მანქანა დაეჯახა, დახმარება ესაჭიროება.ადამიანი რომელსაც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირზე მანქანა დაეჯახა უმძიმეს მდგომარეობაშია. მისი ოჯახის წევრების თქმით, მკურნალობა ძალიან ძვირი ჯდება, რისი სახსრებიც ოჯახს არ გააჩნია. აღნიშნულია გამო "ლიბერთი ბანკში" გაიხსნა ქეთი ჯოხაძის დასახმარებლად სპეციალური ანგარიში (ანგარიშის ნომერი GE16LB0711146725682000) რომელზეც თანხის გადარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
|