როგორც მოგეხსენებათ 7-11 სექტემბერს ბათუმში საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი ”ოქროს ტალანტი 2011″ ჩატარდება რომელსაც პატრონაჟს დავით ევგენიძის საქველმოქმედო ფონდი უწევს. პარტნიორები კი აჭარის მთავრობა და ბათუმის მერიაა. კონკურს-ფესტივალი იმიტომ, რომ ამ ღონისძიებაში კონკურსატების გარდა მსოფლიო დონის მომღერლებიც მიიღებენ მონაწილეობას. სულ ახლახანს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეწვევა და ბათუმის ახალ ბულვარში იმღერებს მსოფლიოში ცნობილი, საკმაოდ სკანდალური მომღერალი Lady GaGa. კონტრაქტი უკვე ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ.