აზრები♥ - 24 აგვისტოში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » აზრები♥
4:29 PM
აზრები♥
აზრები...

გოეთე: ადამიანი რწმენითა და სულისკვეთებით იმარჯვებს ძალზე ძნელ სიტუაციებშიც კი, მაგრამ, თუ იგი შეიპყრო ყველაზე უსუსურმა – ეჭვიანობამ, მაშინ, დაიღუპება.

ლაროშფუკო: ადამიანთა უმრავლესობას, მცენარეებისა არ იყოს, ბევრი ფარული უნარი აქვს, რომლებსაც მხოლოდ შემთხვევითობა ამჟღავნებს.

ჰელვეციუსი: სიყრმიდანვე ჩასახულმა ამაღლებულმა აზრებმა ადამიანს შემდგომ სახელი უნდა გაუთქვან.


სიყვარულში დაგამარცხებენ თუ გაიმარჯვებ – ერთნაირი ბედნიერებაა.

ჰერდერი: გენიოსების აზრების გაცნობა ბრწყინვალე ვარჯიშია: ის ანაყოფიერებს და აფართოებს გონებას.

ჭაბუა: უმაღლეს თანამდებობაზე კეთილი განზრახვით ასული ბევრია, სიკეთეშენარჩუნებული – არავინ.

კვინტილიანე: ვინც წერს, ის ორჯერ კითხულობს.

ტურგენევი: გაკიცხვისა და დაგმობის უფლება მხოლოდ მას აქვს, ვისაც უყვარს.

ჰიუგო: ლიტერატურა კაცობრიობის გონების მიერ კაცობრიობის ხელმძღვანელობაა.

კონსტანტინე: ადამიანი უნდა შეეცადოს, მარტოობას შეეგუოს როგორმე, რადგან, ბოლოს და ბოლოს, კაცი მარტო რჩება თავისი ღმერთის წინაშე.


აზრები...

ვახტანგ მეექვსე: ვინც მოწაფედ არ ყოფილა, ის მოძღვარი არ იქნების.

დემოკრიტე: ლხინში იოლია მეგობრის პოვნა, ჭირში კი – ძალიან ძნელი.

პლუტარქე: მე არ მინდა ისეთი მეგობარი, რომელიც ყველაფერზე მეთანხმება, ყველაფერზე თავს მიქნევს – ამას ხომ ჩემი ჩრდილიც აკეთებს.


ფრანკლინი: საკუთარი ექიმისთვის მემკვიდრეობის შეპირება უპატიებელი შეცდომაა.

კაპიცა: უფრო ადვილია, იყო დიდი მეცნიერი, ვიდრე კარგი ადამიანი.

ბუასტი: თუ რაიმეს დამახსოვრება მომგებიანია, არავინ დაივიწყებს.

სენეკა: ვინც ყველგანაა, ის არსად არ არის.

ლეონარდო და ვინჩი: მტერი, რომელიც ააშკარავებს შენს შეცდომებს, უფრო სასარგებლოა, ვიდრე მეგობარი, რომელიც მათ ფარავს.

უაილდი: ლამაზი ტყუილების თქმა – აი, მიზანი ჭეშმარიტი ხელოვნებისა.

ფოიერბახი: აღფრთოვანებულ მდგომარეობაში ადამიანს იმის გაკეთება შეუძლია, რომელიც საერთოდ შეუძლებელია; ვნებები საოცრებებს ქმნიან, რაც მოქმედებაში გამოიხატება, რომელიც, ჩვეულებრივ, თავისი სისწრაფით ორგანოების ძალებს აჭარბებს.

კენდელ ჰოლმსი: ამ სამყაროში ის კი არ არის მთავარი, სად ვდგავართ, არამედ, რა მიმართულებით ვმოძრაობთ.

ბოკაჩო: ადამიანთა მახინჯი გარეგნობის ქვეშ ბუნებას საოცარი ნიჭიერება აქვს დაფარული.

კანეტი: ყველაფერი ის, რაც იჭმევა, ხელისუფლების საგანია.

მარკესი: მამაკაცის უმაღლესი ღირსება – საიდუმლოს შენახვაა.

ლოიოლა: სიყვარული – ესაა სხვის ბედნიერებაში საკუთარის პოვნა.

მენინგერი: ჩვენს ცხოვრებას აყალიბებენ ისინი, ვისაც ჩვენ ვუყვარვართ და ისინი, ვინც უარს ამბობს ჩვენს სიყვარულზე.

ბაირონი: მამაკაცი ღალატობს ქალს მაშინ, როცა უნდა, მეტი სიამოვნება მიიღოს. ხოლო ქალი ღალატობს მამაკაცს, როდესაც ვერანაირ სიამოვნებას ვერ იღებს
კატეგორია: სხვა | ნანახია: 718 | დაამატა: anushkebi98 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 - ავტორი: xattia
(მასალა) თარიღი: (2011-08-24 5:14 PM)




0



პასუხი
ohoooo magaria.. smile