ამის შემდეგ რა უნდა
მეკეთებინა. ჩემმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა, J.B-ის
გარეშე როგორ უნდა მეცხოვრა. ჩემი ერთადერთი ნუგეში დემი, მაილი და ტეილორი იყო.
მაგრამ ტეილორიც ცუდად იყო, რადგან დენიელიც წავიდა. ამ ამბების შემდეგ დემი და
მაილი ძალიან უცნაურად იქცეოდნენ და აი ერთ დღესაც მითხრეს:
- სელ იცი ძალიან
გვიჭირს ამ ამბის თქმა, მაგრამ...
- რა იყოთ რა ხდება?
- სელ მართლა არ
გვინდა, მაგრამ იძულებულები ვართ...
- კარგით რა პირდაპირ მითხარით - უკვე ძალიან
დავიძაბე
5 კარგი გეტყვით
- ........ - ვაიმე უკვე აღარაფრის თქმის თავი არ
მქონდა ისე ვნერვიულობდი
- სელ ამერიკაში უნდა დავბრუნდეთ :(
ენა ჩამივარდა, გული
ამიჩქარდა მეტყველების უნარი დავკარგე, რამდენიმე წუთის შემდეგ კი როგორღაც
ამოვილუღლუღე
- რატომ?
- ემილის გარდაცვალების
დღე მოდის - მითხრა მაილიმ
შემდეგ დემის გავხედე
- მე დედაჩემმა
დამირეკა მამა ცუდად გამხდარა
არვიცოდი რა უნდა
მეთქვა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ უნდა წასულიყვნენ.
- როდოს მიდიხართ?
-
ხ...ხხ...ვ....ა....ლ...- გაჭირვებით მითხრეს. ამაზე კი გული კინაღამ წამივიდა...
ასე თხუთმეტი წუთი ვუყურებდეთ ერთმანეთს და ვტიროდით.
მეორე დღე:
დილით ადრე ავდექით და
აეროპორტში წავედით. უკვე მძულდა ის ადგილი, მან ხომ ყველა ჩემი საყვარელი
ადამიანი წამართვა(ტეილორის გარდა), მაგრამ ვინ იცის... ჩვენ ოთხივენი უბრალოდ
ვიდექით, ერთმანეთს ვეხუტებოდით და ვტიროდით. ფაქტი იყო, რომ არაცერთ არ გვინდოდა,
რომ დავშორებოდით. მე და ტეილორს საშინელი თვე გვქონდა. ჯერ დენიელი და ჯასტინი
ეხლა კი მაილი და დემი. წასვლამდე ტეილორმა მეგობრობის სიმბოლოდ ბეჭდები გვაჩუქა.
ჩვენ დამშვიდობებისას ერთმანეთ მხოლოდ სამი სიტყვა ვუთხარით:
BEST FRIENDS FOREVER
ამის შემდეგ კი გოგოები
თვითმფრინავში ავიდნენ და წავიდნენ სამუდამოდ.
მე და ტეილორი უბრალოდ
ვიდექით და ვუყურებდით, როგორ მიფრინავდა თვითმფრინავი და მიქონდა ჩვენი ცხოვრება,
როგორც J.B-სა და დენიელის შემთხვევაში.
ამ საშინელი დღის
შემდეგ კი ძალიან ცუდად გავხდი. საჭმელს გემოს ვერ ვატანდი. გული მიმდიოდა ეს
ყველაფერი კი მაშინ გამძაფრდა, როდესაც ტეილორიც წავიდა ამერიკაში სასწავლებლად.
აი, ამ დროს კი ჩემმა ცხოვრებამ ნამდვილად აზრი დაკარგა. დედა ამხელა სტრესის
შემდეგ გადაწყვიტა, რომ გერმანიაში გავეშვი ბიძაჩემთან. მე არ მინდოდა, რადგან
ვიცოდი, რომ იქაც იგივე მელოდა, მაგრამ ჩემი აზრის მიუხედავად მაინც გამაგზავნეს.
იქ რომ ჩავედი ბიძაჩემი კევინი და მისი ცოლი დანიელა დამხვდნენ.
სკოლა იქ
დავამტავრე. ახალი მეგობარი ეშლი შევიძინე. კარგი გოგო იყო, მაგრამ მათ მაინც ვერ
მიცვლის. ალბათ დაინტერესებთ ჩემი და ჯასტინის ურთიერთობა როგორ გაგრძელდა. იმ
ამბის შემდეგ ერთმანეთს არ დავლაპარაკებივართ, ბევრჯერ შევსულვარ Skype-ში
მაგრამ არ დამირეკია, ვიცოდი რომ ეს გულს მატკენდა. დემის, ტეილორსა და მაილის
მობილურით ველაპარაკები. ისინი ყველანი ცნობილები გახდნენ უკვე ყველა იცნობდა:
მაილი საირუსს, დემი ლოვატოსა და ტეილორ სვიფტს. ხო ტეილორი და დენიელი ერთად
არიან, მაილი და ნიკი(ბიჭი ჩაბნელებული ქუჩიდან სახელად სონი). დემი და
ჯო(ნიკი(ბიჭი ჩაბნელებული ქუჩიდან სახელად ჯიმი). გავიგე ჯასტინი რომ თურმე ერთ
გოგოს სახელად ჯასმინს ხვდება, მაგრამ ეს მიხარი რადგან ის ბედნიერია. ჩემი
ცხოვრება კი ძალიან შეიცვალა. მყავს შვილი ჯესი, რომელიც სამუდამოდ მაკავშირებს
წარსულთან და მახსენებს მას...
მე დღეს 21 წლის ვარ,
გერმანიაში ცნობილი პროდიუსერი ვარ. ვმუშაობ ცნობის ხმისჩამწერ კომპანიაში...
მე დღესაც ვატარებ
სიყვარულისა და მეგობრობის სიმბოლოებს.
დრესაც ძალიან მენატრება ბავშვობა და ის ბედნიერი წუთები, რომელიც
საქართველოში გავატარე. დღესაც ყოველ დაბადებისდღეზე მაილით ვიღებ წერილს: „
მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები სამუდამოდ" ...
აი, ესაა ჩემი ცხოვრება
და ჩემი უჩვეულო თავგადასავალი. ნამდვილად არ ვიცი რა მელის მომავალში, მაგრამ ის
კი ნამდვილად ვიცი, რომ ჯასტინი მთელი ჩემი ცხოვრება მეყვარება და მთელი ჩემი
ცხოვრების მანძილზე მემახსოვრება ჩემი სამი საუსეთესო მეგობარი...
გთხოვთ დაწერეთ კომენტარები
|