Apocalypse - 8 აპრილში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » აპრილი » 8 » Apocalypse
4:13 PM
Apocalypse

 აპოკალიფსი (პერსონაჟი)

აპოკალიფსი (ინგ. Apocalypse) - გამოგონილი პერსონაჟი, რომელიც ცნობილია მარველის კომიქსების მიერ გამოცემული კომიქსებიდან და გრაფიკული ნოველებიდან. მისი დებიუტი 1980-იანი წლების შუაგულს შედგა კომიქსში იქს-ფაქტორი (ნაწ. 1, 1986-1991). შექმნილია ლუიზა სიმონსონისა და ჯექსონ გაისის მიერ. აპოკალიფსი მკითხველს გაეცნო, როგორც საუკუნეების-ხნის მუტანტი, რომელიც სოციალური დარვინიზმის ღირსეულთა გადარჩენის ფილოსოფიითაა შეპყრობილი. პერსონაჟი აღჭურვილია უმაღლესი-დონის ტექნოლოგიით, რაც საშუალებას აძლევს - გარდაქმნას ანგელოზი მის ერთ-ერთ მსახურად, აგრეთვე დააინფიციროს ციკლოპის ვაჟი ე.წ. ტექნო-ორგანული ვირუსით. თუმცაღა პერსონაჟი პირველად იქს-ფაქტორში გამოჩნდა, ცოცხალი მონოლითის უსახელო პარტნიორი (მარველის გრაფიკული ნოველის მე-17 (1985) ნომრიდან) გაიგივებულია შენიღბულ აპოკალიფსთან. სუპერბოროტმოქმედი მოსეს მაგნუმი, რომელიც ებრძოდა იქს-ადამიანებს 1970-იანი წლების მიწურულს, კლასიკური იქს-ადამიანების 25-ე ნომერში (ნაწ. 1, 1988 წლის სექტემბერი) აპოკალიფსის რჩეულად ევლინება მკითხველს. აპოკალიფსის ნამდვილი სახელი, ენ საბაჰ ნური, გამჟღავნდა კომიქსში იქს-ძალა #37 (ნაწ. 1, 1994 წლის აგვისტო). მასთან ერთად გაირკვა მის დაბადების ადგილი (ეგვიპტე) და ისიც, რომ აპოკალიფსის სუპერ-ტექნოლოგია უცხოპლანეტელთა ნახელავია. აპოკალიფსის წარმომავლობა ამტკიცებს, რომ იგი პირველი მუტანტია, 5,000 წლის წინ დაბადებული. 1995 წელს შეიქმნა იქს-ადამიანების ცნობილი ისტორია, სახელად აპოკალიფსის ჟამი. ესაა ალტერნატიული რეალობა, სადაც აპოკალიფსმა მსოფლიოს უდიდესი ნაწილი დაიპყრო. სწორედ ამ პარალელურმა განზომილებამ ჩაანაცვლა დროებით მარველის ძირითადი მსოფლიო.

ძალიან ბევრი წმინდა მამა და წინასწარმეტყველება მეტყველებს იმაზე რო აპოკალიფსი ძალიან ახლოა...

არის უამრავი ფაქტი. იგივე ადამიანის კოდირებებზე ცდები, კლონირება და ა.შ.

მე მაინც ვთვლი რო არავინ იცის ეს როდის მოხდება თუმცა რაღაცეები მართლაც რო ემთხვევა...

ჩემი აზრით სამყარო უკვე არაბუნებრივ რიტმშია...

დარღვეულია ყველანაირი ბალანსი...

თქვენ როგორ მიგაჩნიათ: მოახლოვებულია თუ არა წარღვნა?

აი ეს წაიკითხეთ აუცილებლად

ესქატოლოგიურ მოვლენათა ზოგადი აღწერა მოცემულია ძველ აღთქმაში; კონკრეტულად კი წინასწარმეტყველ დანიელის წიგნში. ძველი აღთქმისეული ესქატოლოგიის გაგრძელებას და მის კულმინაციას კი წარმოადგენს იოანეს გამოცხადება (აპოკალიფსისი). წიგნში აღწერილია მოვლენები, რაც იესო ქრისტეს დედამიწაზე მოერედ მოსვლის ჟამს უნდა მოხდეს და რასაც უამრავი კატაკლიზმები და სასწაულები უნდა მოჰყვეს (ციური ცეცხლი, მკვდრების აღდგომა, ანგელოზთა გამოცხადება), ამიტომაც, სიტყვა აპოკალიფსი ხშირად სამყაროს დასასრულად და პლანეტარული მასშტაბის კატასტროფის სინონიმად აღიქმება. ამ სიტყვიდან წამოვიდა ტერმინები აპოკალიპტიკა და პოსტაპოკალიპტიკა, რაც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრია და დედამიწაზე რაიმე გლობალური კატასტროფის დროს ან შემდგომდროინდელ მოვლენებს აღნიშნავს.

ბიბლიის მიხედვით მეორედ მოსვლა მოხდება მას შემდეგ, რაც ადამიანები დაივიწყებენ ჭეშმარიტ ღმერთს, გარყვნილება და სხვადასხვაგვარი ურჯულოებანი მომრავლდება, ამას მოჰყვება ცრუ ქრისტეს - ანტიქრისტეს მოსვლა დედამიწაზე. ეშმაკი შევა 12 წლის ბიჭში. წინასწარმეტყველების მიხედვით ეს ბიჭი იქნება ეროვნებით ებრაელი მრუში ქალის შვილი (სავარაუდოდ წარმოიშვება დანის, იაკობის ერთ-ერთი ძის ტომისაგან), იგი აიძულებს ყველა ადამიანს, დიდსა თუ პატარას მიიღოს მხეცის ნიშანი შუბლზე ან მარჯვენა ხელზე, ამით მოიპოვებს მსოფლიო ძალაუფლებას და კონტროლს ადამიანებზე. სავარაუდოდ ანტიქრისტე თითქოს მშვიდობის დასამყარებლად მოვა, მაგრამ რეალურად მხოლოდ ომს, უბედურებასა და შიმშილს მოიტანს. ქრისტეს ორი მოწაფე ათას ორას სამოცი დღე ამხელს მას, იგი ჰყოფს ბრძოლას წმიდათა მიმართ , სძლევს მათ და გაბატონდება ქვეყნიერებაზე 1,290 დღეს , სანამ ”უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით”. დაახლოებით სამ წლიანი მმართველობის შემდეგ მას დაამარცხებს წმინდა "კრავი" და სატანას 1000 წლით დაატყვევებენ. ის ადამიანები კი, რომლებმაც თავის დროზე მიიღეს მხეცის ნიშანი და თაყვანი სცეს ეშმაკს, სასტიკად დაისჯებიან ღვთის მიერ.

დედამიწაზე მოსახლეობის მესამედი ამოწყდება, ადამიანები დაუწყებენ ღმერთს გმობასა და გაკიცხვას თვიანთი ჭრილობების გამო. როგორც დანიელ წინასწარმეტყველი გვამცნობს, ანტიქრისტე 1290 დღეს იმეფებს. ამის შემდეგ ის ცოცხლად იქნება გეენაში, ცეცხლისა და გოგირდის ტბაში ჩაგდებული, მაგრამ ეს ქვეყანა ერთბაშად არ დაასრულებს არსებობას, ადამიანებს კვლავ მიეცემათ 40 დღე ცოდვების მოსანანიებლად. ამ 40 დღის განმავლობაში ცაზე დარჩება გაბრწყინებული ჯვარი უფლისა, რომელიც მოუწოდებს ცოცხლად დარჩენილ ადამიანებს სინანულისაკენ[საჭიროებს წყაროს მითითებას]. მერე კი მოიწევს აღსასრული ამა სოფლისა, თუმცა მთლიანად სამყაროს ფიზიკური აღსასრული გამოცხადების მიხედვით იქნება მას შემდეგ, რაც სატანას ცოტა ხნით გაათავისუფლებენ 1000 წლიანი ტყვეობის შემდეგ, რათა მან კვლავ აცდუნოს ადამიანები, იგი შეყრის ადამიანებს ღვთის წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა დამარცხდება და უკვე ცეცხლისა და გოგირდის ტბაში ჩააგდებენ სამუდამოდ, ამის შემდეგ გაჩერდება დრო, აღარ იქნება სამყარო მატერიალური თვალსაზრისით, დედამიწა თავიდან შეიქმნება, ხოლო ღმერთის სუფევა იქნება უკვე მიწაზეც ციდან ახლად მოვლენილ იერუსალიმში, რომელსაც მთელი მსოფლიოს მეფეები ძღვენს შესწირავენ და შიგნით შესვლა მხოლოდ რჩეულებს შეეძლებათ. დღე და ღამე არ იქნება იქ განსხვავებული, რადგან ღვთიური მადლით იქნება მუდამჟამს მთელი იერუსალიმი განათებული.

კატეგორია: სხვა | ნანახია: 858 | დაამატა: xattia | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7
7 - ავტორი: -Ann
(მასალა) თარიღი: (2011-04-08 9:30 PM)




0



პასუხი
exla aravis ar eshinia biggrin moval 2012 da mere Vnaxot)) biggrin