ამ ისტორიამ ამატირა (2) - 5 დეკემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 5 » ამ ისტორიამ ამატირა (2)
4:57 PM
ამ ისტორიამ ამატირა (2)
(არ ვაცადე ხმის ამოღება) _ თათ, სახლში ხარ? _ სახლში ვარ, რა ხდება? მითხარი! _ არაფერი . . . (ხმა შეეცვალა) _ გიო სად არის? (ვკითხე შეშინებულმა) _ გიო?! . . . არ ვიცი . . . თათა, თუ სახლში ხარ, გამოგივლი, გამომყევი, შენთან საქმე მაქვს . . . ტელეფონით არ შემიძლია . . . ვერ გეტყვი . . . ხუთ წუთში მანდ ვარ . . . ნიკა მალე მოვიდა. ჩავჯექი მანქანაში და სადღაც წავედით. მას თითქოს ჩემი იქ მიყვანა არ უნდოდა, სადაც თავიდან ჰქონდა გადაწყვეტილი. _ სად მივდივართ? დავარღვიე საშინელი სიჩუმე და ვკითხე ძალიან ჩუმად, ცრემლმორეული ხმით. _ ჩვემთან, სახლში . . . საშინელებაა, როცა უბედურება კარს გადგება, შენ კი შენდაუნებურად რაღაც ცუდისთვის ემზადები . . . თითქოს იცი . . . ასე ვიყავი მეც, ქვეცნობიერად ვიცოდი, რომ წინ რაღაც საშინელება მელოდა . . . სახლში რომ მივედით, კარი ნიკამ შეაღო, მომესმა მწარე მოთქმის ხმა . . . მაშინვე გიოს აძინებელ ოთახში შევვარდი. არავინ დამხვდა, მხოლოდ მისი მობილური ეგდო ლოგინზე, წითლად შეღებილი . . . მივუახლოვდი ლოგინს, მობილურს ხელი შევახე, ეს სისხლი იყო . . . გამოვედი ოთახიდან, ნელ-ნელა გავწიე იმ ოთახისკენ საიდანაც მესმოდა გიოს მშობლების ხმა . . . შევედი თუ არა, დავინახე, იატაკზე ეგდო თინა დეიდა და სახეს იხოკავდა, კიოკა, მოთქვამდა . . . ჩემს დანახვაზე ცოტახნით გაჩერდა, ფეხზე წამოდგა, გულში ჩამიკრა და გააგრძელა მოთქმა. გიოს მამას სახეზე ფერი არ ედო . . . მოვიდა, თმაზე ხელით შემეხო და თვალით რაღაც მანიშნა. სანამ იქით მივბრუნდებოდი, ნიკას შევავლე თვალი. იგი იდგა და ტიროდა . . . ყველაზე ბოლოს დავინახე სადღაც წასაყვანად გამზადებული, საკაცეზე მწოლიარე, ჩემი თოვლის ფიფქივით ლამაზი სიყვარული. ერთი მწარედ ვიყვირე მისი სახელი და მივვარდი წამსვე . . . ამის შემდეგ კარგად არ მახსოვს, თუ რას ჩავდიოდი. მხოლოდ ის ვიცი, რომ გიოს გაციებულ სხეულს გულში ვიკრავდი, იმ მიზნით რომ რამენაირად გამეთბო. მალე, გიო ვიღაც თეთრხალათიანებმა წამართვეს . . . მე კი როცა აზრზე მოვდი, ნიკას მკლავებში ვიყავი სისხლში ამოსვრილი და შველას ვთხოვდი, სისხლზე მივუთითებდი . . . დღეს, 19 აპრილს, გავიდა ზუსტად სამი თვე. საფრანგეთიდან გუშინ წინ ჩამოვედი. იქ საავადმყოფოში დავტოვე გიო. სამი თვეა, გიო კომაშია. იმ საბედისწერო დღეს, ჩემთან მომავალს, ავარია მოსვლია, რის გამოც დღეს აპარატის საშუალებით ცოცხლობს . . . მიჭირს იმის დაჯერება, რომ სამი თვე გავიდა, ის კი მე ვერ მელაპარაკება, ვერ მიცინის, ვერ მეფერება . . . იმედით ვცოცოხლობ, რობოტივით დავდივარ და მხოლოდ გიოზე ვფიქრობ. ვიხსენებ იმ ლამაზ ოთხ წელიწადს, რომელიც ერთად გავატარეთ. კიდევ ორი კვირა უნდა ვიყო თბილისში, ხოლო 30-ში ისევ მივდივარ საფრანგეთში და იმედი მაქვს ექიმები კარგ ამბავს დამახვედრებენ. *** თბილისში ორი კვირა ძალიან გაიწელა. იძულებული ვიყავი, უნივერსიტეტში მევლო, რადგან გამოცდებისთვის ჩამოვედი. ნეტა თუ ვხვდებოდი იმ დღეებში, რას ვსწავლობდი, ან საერთოდ რას ჩავდიოდი. ყველა ლექტორი მეჩხუბებოდა, ამდენი ხნით სად დავიკარგეო, რატომ არ დადიოდი ლექციებზეო. ბოლოს ჩემმა ჯგუფელებმა აუხსნეს სიტუაცია, რომ საქმრო მიკვდებოდა და ამის მერე მეუბნებოდნენ: _ წადი, შვილო, დაისვენე, დაღლილი ხარ! გამოცდებზე ნუღარ ინერვიულებ . . . ეზოში ბიჭები არ ჩანდნენ, თითქოს ორი კვირით ყველა ერთად სადღაც წასულიყო. მერე ერთ-ერთმა დაქალმა მითხრა: _ ბიჭები შენს გამო არ ჩნდებიან, არ გავანერვიულოთო. არ უნდათ, მათ დანახვაზე გიო გაგახსენდესო. მაგრამ მე მათი ნახვა ხელს რაში მიშლიდა?! მე ხომ ისედაც დღედაღამ გიოზე ვფიქრობდი. მეგობრები ვეღარ მცნობდნენ, მეჩხუბებოდნენ: _ ბოლობოლო შენც ადამიანი ხარ! შენც გინდა დასვენება, გადაღლილი ხარ! ერთხელ მაინც დაიძინე ღამით . . . როგორც იქნა 30 აპრილიც დადგა . . .
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 681 | დაამატა: justiniko96 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
3 - ავტორი: Sali_Leto
(მასალა) თარიღი: (2011-12-16 11:12 PM)




0



პასუხი
GAAGRDZELE GAAGRDZELEEEE