იბადებოდა ახალი გრძნობა, იწერებოდა ახალი ზღაპარი, მეორდებოდა ძველი ისტორია, ცხოვრების მიერ მრავალჯერ ნაწრთობი... -ვიცეკოთ? გოგონა წამოდგა, მხრებზე ჩამოეშალა ქერა კულულები, გაეღიმა, მორიდებულად გაუწოდა ყმაწვილს ხელი და დაიწყო მრავალჯერ ნათხრობი ახალი ზღაპარი... სასიამოვნო მუსიკა.. ხმათა ჰამონიას მიუყვებიან წუთები, სილამაზისკენ მიილტვიან გულები, ერთმანეთისკენ მიიწევენ ტუჩები და იბადებიან ლამაზი წუთები... ცისფერი თვალების უძირო ფსკერზე თრთიან შავი ზღვის ლურჯი ტალღები, ვაჟკაცის თვალთა სიღრმეში ელავს ეშხის აღმძვრელი ლურჯი თვალები... დუმილი... მხოლოდ ფეთქავდნენ თრთოლვით გულები, და მერე რა რომ სუყველა სდუმდა? მრავლის მთქმელია ზოგჯერ დუმილიც! გალღვა ყინული, გათბნენ გულები და მიელტვიან ერთურთს ტუჩები... -მგონი მართლა შემიყვარდი ქალბატონო! დუმილი... არ ვხუმრობ, ასე არვინ მყვარებია, შენზე ფიქრით და ოცნებით მიქანცებულს მთელი ღამე თეთრად გამიტარებია... წუთიერი თავდავიწყება, მათი ტუჩები ერთმანეთს ეხება. ერთი სიმღერა უდრიდა მთელ წელს, მთელი საუკუნის თავდავიწყებას. -მაპატიე, უნდა წავიდე. თავბრუდასხმული იდგა ჭაბუკი, აღარსად ჩანდა ლურჯ თვალება თეთრი ფერია, გაოგნებული იდგა ისევ მარტო ჭაბუკი, მის გარეშე ხომ ეს ცხოვრება არაფერია. ქალაქში ბნელოდა, ეროსის ისრით განგმიეული, დასავლეთში იძირებოდა, კვნესოდა მთვარე... თეთრი ღამეები, უაზრო დღეები, ისევ სიგარეტი და ისევ სასმელი... შეხვედრა, გაოცება და ფარული სიხარული. უცნაურია, ლურჯი თვალები თითქოს რაღაცას მალავენ ისინიო, უცნაურია ისევ დუმილი, უცნაური და ისევ მრავლისმთქმელი. ქალიშვილთან ყმაწვილი მივიდა, გადაკოცნა.. უხერხული ღიმილი. -გაიცანი, ეს ჩემი საქმროა... მზე დაბნელდა, არავინ ჩანს, გაურკვევლად ისმის ქუჩის ხმაური და სიტყვები: \\"ეს ჩემი საქმროა\\" ნუთუ ცრუობდნენ ლურჯი თვალები? -არაფერი, უნდა წავიდე!! შემოტრიალდა, წამიერად შეავლო თვალი მის სახეს, მაგრამ მაინც დაინახა, ცისფერ თვალებში ჩაძირულიყო დიდი ნაღველი... ქუჩას მიუყვება ჭაბუკი, რაღაცას თავისთვის გუგუნებს ქალაქი. ღამეა. ვიღაც შეძვრა ჩაბნელებული სახლის ღია სარკმელში, ფეხაკრებით მივიდა საწოლთან და ბავშვივით მძინარე ქალიშვილს დახედა, ვერ გაიმეტა გასაღვიძებლად, ლოგინთან ჩაიჩოქა და დაუწყო ყურება. გაეღვიძა.. შეეშინდა... -ნუ გეშინია. -შეენ?? -მე შენ მიყვარხარ! -დანიშნული ვარ მე შენ გითხარი... -სულ სხვას ამბობენ შენი თვალები. მათი ტუჩები ერთმანეთს ეხება... მიყვარხარ.. მიყვარხარ.. მიყვარხარ... -მოდი წავიდეთ. -სად? -სადღაც შორს, ძალიან შორს. -არ შემიძლია -რატომ? -მშობლების ნება, მდიდარი ოჯახი, ლამაზი სახლი და დანიშნული ვარ.... ისინი მიდიან, სადღაც შორს, იქ სადაც ელვარებენ შავი ზღვის ტალღები... შეურაცყოფისგან აღშფოთდა მდიდარი ოჯახი, საკუთრების დაკარგვით თავს შელახულად გრძნობს შეძლებული ჭაბუკი, ყველამ გაიგო ახალი ამბავი და სირცხვილია, სირცხვილი... ზღვისპირა სახლი, მშვენიერი გარემო, ერთად შეკრებილან ამხანაგები.. სწორედ აქ არიან ისინიც... ღამეა. სახლთან ორი მანქანა გაჩერდა, ხმაურზე გარეთ გაიხედეს. -შეხედე ეს ხომ ის არის? -საიდან მოგვძებნა? -მეშინია... -ნუ გეშინია! -შენ მას არ იცნობ. -ცდები, შენ მე არ მიცნობ! შუაღამეა. კარი შეიმტვრა. სახლში სამი შეიარაღებული ყმაწვილი შევარდა, ერთ-ერთმა საძინებლის კარი შეაღო, ოთახში მკრთლად შეიჭრა სინათლე. საწოლიდან ბიჭი წამოვარდა, სანადირო თოფს დასწვდა. -გაეთრიე!!! -გეხვეწებით რა გაჩერდით! შეშინებული ქალიშვილი წამოდგა, საცოდავად ჩადგა ორს შორის. -დაეგდე შე ნაბოზვარო! სტუმარს კონდახი მოხვდა სახეში, დაეცა და თითქოს, თითქოს დამთავრდაო ყველაფერი, მაგრა არა.. გასროლა... ერთი, ორი, სამი და კივილი... სიჩუმე, შუქი ინთება... ხალიჩაზე ქალიშვილი აგდია, იარაღით ხელში დგას ღამეური სტუმარი. მის წინ დაიჩოქა ყმაწვილმა.. გულში ჩაიკრა იგი.. ლურჯი თვალები ტირიან... -მიყვარხარ... ღიმილი. -იცი? მეშინია. -ნუ გეშინია, არაფერია. -წავიდეთ სადღაც შორს, ძლიან შორს.. -კი წავიდეთ სადღაც შორს... გოგონას უღონოდ დაუვარდა ხელი, და ისევ უცქერდა ყმაწვილი \\"ცისა ფერსა, ლურჯსა ფერსა და პირველად ქმნილსა ფერს\\" კარგახანს დარჩა ყმაცვილი დაჩოქილი, გოგონაზე ჩახუტებული... წამოდგა, იარაღი გაისროლა, ძირს დაეცა გულ-მკერდ შენგრეული ღამეური სტუმარი და კრთოდა მის თვალებში სინანული, მაგრამ ვინ იცის კი რისი? ოთახში ბიჭები შემოცვივდნენ, თოფზე ხელი აუკრეს ამხანაგს, რომელსაც საკუთარ თავზე მიებჯინა იგი, მაინც გავარდა... საავადმყოფო, გაუთავებელი დაკითხვები და ბოლოს ციხე... თავისუფლება.. სჩანს არც მისი ოჯახია ღარიბი... შავი ზღვა. ყველაფერი თავიდან იწყება, ყოველ ღამე მეორდება ღამეული ჩვენება.. მაღალი კლდიდან გადმოფრინდა და ტალღებს შეერია მისი სიცოცხლე, და შორს, სადღაც ცაში, როდესაც დღე შეეყარა გაცრეცილ მთვარეს, ისინი შეხვდნენ ერთმანეთს... -ვიცეკვოთ? გოგონა წამოდგა, მხრებზე ჩამოეშალა ქერა კულულები, გაეღიმა, მორიდებულად გაუწოდა ყმაწვილს ხელი და დაიწყო მრავალჯერ ნათხრობი ახალი ზრაპარი... და იცეკვეს იქმდე სანამ არ გაფითრდა მთვარე... იყო შემოდგომა და ისევ ბნელოდა, ეროსის ისრით განგმირული, დასავლეთში, იძირებოდა, კვნესოდა მთვარე...
|