wonderful lovestory(part7) - 14 მაისში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » მაისი » 14 » wonderful lovestory(part7)
6:33 PM
wonderful lovestory(part7)
ქუჩაში უამრავი პაპარაცი დაგვეხვა ფოტოებს გვიღებდნენ, მაგრამ ჩვენ ყურადღებას რ ვაქცევდით მალე მოვიცილეთ ისინი თავიდან. სანაპიროზე დავსხედით, მზის ჩასვლას ვუყურებდით და უცებ ჯასტინმა მკითხა, - თაკო შეყვარებული გყაავს? – არა ჯასტინ, არ მყავს და არც არასოდეს მყოლია. - კარგი რა რატო მატყუებ? – არ გატყუებ გეფიცები არასოდეს მყოლია შეყვარებული. რა იყო? – რავიცი გამიკვირდა, ასეთი ლამაზი გოგო მარტო რომ ხარ. -  რავიცი ჯერ ვერავინ დაიპყრო ჩემი გული. ( მოვიტყუე, ჩემი გული უკვე ჯასტინს ეკუთვნოდა) - შენ გყავს შეყვარებული ჯასტინ? – კი, ხომ იცი სელენა გომეზი, მომღერალი და მსახიობი. – ამ სიტყვებმა გული საშინლად მატკინა და ვუპასუხე. – კი ვიცი, კარგია და თავი დავხარე, თვალზე ცრემლი მომადგა მაგრამ თავი ხელში ავიყვანე. მე და ჯასტინმა ბევრი ვისაუბრეთ. მე ჩემს ცხოვრებაზე მოვუყევი, ისიც მესაუბრა. ვხვდებოდი,რომ ჯასტინი მენდობოდა, რაც ძალიან მახარებდა. მასთან თავს კარგად ვგრძნობდი და მინდოდა დრო გაჩერებულიყო, თუმცა სელენა გამახსენდა და ძალიან მოვიწყინე. ჯასტინმა მკითხა – ხომ არ დაიღალე, თუ გინდა წავიდეთ. – მემგონი ჯობს, დღეს დამღლელი დღე მქონდა და დასვენება არ მაწყენდა. – კარგი მაშინ წავიდეთ თქვა მან და გამიღიმა. ავდექით და წამოვედით... ჩემს სახლთან რომ მივედით უამრავი ჟურნალისტი დაგვხვდა, მათ თავი არ დაგვანებეს სანამ ინტერვიუ არ ჩამოგვართვეს. ბოლოს მათ ვუთხარი,რომ ძალიან დაღლილი ვიყავი და სჯობდა წასულიყვნენ, ჯასტინსაც დავემშვიდობე და სახლში შევედი. იმდენად დაღლილი ვიყავი არ მახსოვს როგორ დავწექი. დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, ელენი იყო შოუდან, მან მე და ჯასტინი მიგვიწვია შოუში, მეც დავთანხმდი. დავასრულე თუ არა ელენთან საუბარი, ჯასტინმა დამირეკა და მითხრა – თაკო ხომ იცი დღეს ელენის შოუში ვართ მიწვეულები მე გამოგივლი 12 საათსთვის და ერთად წავიდეთ კარგი? – კარგი ჯასტინ. ერთ საათში მოვემზადე, თეთრი კაბა ჩავიცვი , თმები გავიშალე და დავიხვიე, კარგად გამოვიყურებოდი.
 
უკვე 12 იყო. კარზე ზარი გავიგონე, კიბეებზე ჩავირბინე და კარი გავაღე. ეს ჯასტინი იყო. – თაკო ძალიან ლამაზად გამოიყურები, - მადლობა ჯას და გადავეხვიე. მან მანქანის კარი გამიღო და მეც დავჯექი. მალე მივედით. შენობაში შევედით თუ არა ელენი მოგვესალმა. 3 წუთში ეთერში ვართ თქვა მან. მე და ჯასტინი სავარძელზე კომფორტულად დავჯექით, მიკროფონები დაგვიმაგრეს და ელენმა პირველი შეკითხვა დაგვისვა. – როგორც გავიგე გუშინ თქვენ ერთად იყავით სანაპიროზე, თაკო თქვენს შორის რამე ხდება? – რა ? არა ელენ, მე და ჯასტინი უბრალოდ მეგობრები ვართ და მეტი არაფერი... თანაც ის სელენასთანაა . – თაკო რას ფიქრობ მათ ურთიერთობაზე? აი ამ კითხვას კი ნამდვილად აღარ ველოდი და ვუპასუხე. – არ ვიცი ელენ, ალბათ მათ უყვართ ერთმანეთი და ბედნიერებას ვუსურვებ, ბოლო სიტყვებზე ხმაში სევდა შემეპარა და თვალები დაბლა დავხარე, თავი ძლივს შევიკავე რომ არ მეტირა. ჯასტინი კი თითქოს მანუგეშებდა და ხელზე მომეფერა, ვერ მივხვდი რატომ აკეთებდა ამას. შევხედე მას და თბილად გამიღიმა მეც ვეცადე რომ ჩემი ღიმილი ბუნებრივი ყოფილიყო... ცუდ ხასიათზე დავდექი. ელენის შოუდან მე და ჯასტინი ერთად წამოვედით, ხვალ MTV იყო და რეპეტიციაზე ერთად წავედით. იქ ბიონსე დამხვდა. რეპეტიციებმა კარგად ჩაიარა, თუმცა ამ დღეს მაინც უხასიათოდ ვიყავი. სახლში ჯასტინმა გამაცილა. არ ვიცი რა დამემართა მაგრამ კარი დავკეტე თუ არა ცრემლები უნებურად წამომივიდა, ოთახში ჩქარა ავედი არ მინდოდა ვინმეს დავენახე, რადგან არავისთან არ მინდოდა ლაპარაკი...
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 683 | დაამატა: prettygirl | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
4 - ავტორი: Takusha1999
(მასალა) თარიღი: (2011-05-14 9:48 PM)




0



პასუხი
kargia dzaan male gaagrdzele!