The Legends - 5 ივნისში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ივნისი » 5 » The Legends
1:28 PM
The Legends
მსოფლიოს ყას ბევრი ლეგენდა,მუსიკოსიმაგრამ მათან ამორჩეული 

არის სამი მათგანი,რომლებიც თავისი ცხოვრების მანძილზე თავს 

არ ზოგავდნენ რომ შეექმნათ პროდუქტი რომელიც მართლა 

გაუძლებდა დროს,და ეს ასეც არის, 

პირველი კი მინდა მოგითხროთ მაიკლ ჯექსონზე რომელიც არის ჩემი 

სული და გული,ჩემი ცხოვრება,


Michael Jackson-ი (29 აგვისტო, 1958 - ივნისი 25 , 2009) იყო ჩამწერი-ხელოვანი, მოცეკვავე, 

მომღერალი, ავტორი, მუსიკოსი, ფილანტროპისტი და ასევე პოპ კერპი.. მისი წარმატებული კარიერა და 

სკანდალური პირადი ცხოვრება 40 წლის მანძილზე პოპ კულტურის ნაწილი იყო.. უსაზღვრო ენერგიის 

მქონეს, არ უყვარდა სხვებზე მბრძანებლობა, ყოველ დილით, სახლთან მეზობელი ბავშვები იკრიბებოდნენ 

და ელოდნენ, თუ როდის გამოაცხადებდა მაიკლი თამაშის დაწყებას, რომელსაც შემდეგ, მთელი დღის 

განმავლობაში თამაშობდნენ. ჯექსონის ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა და მის პატარა სამყაროში ის უკვე 

ცნობილი იყო.

პოპის მეფის ცხოვრება სავსე იყო სკანდალებით, მომღერალს საშინლად არ მოსწონდა საკუთარი ცხვირი და 

აფრო-ამერიკული გარეგნობა. ხშირად აღიზიანებდნენ ძმებიც, მამა ბავშობაში მახინჯს ეძახდა და როგორც 

კი შემოსავლის წყარო გაუჩნდა, მაშინვე დაიწყო გარეგნობის შეცვლა. არსებობს მეორე ვერსია, რომლის 

თანახმადაც, მაიკლმა მიმართა ექიმს მძიმე დამწვრობით, რომელიც „პეპსის" რეკლამის გადაღებების 

დროს მიიღო. ის ამბობდა: „მე მივაღწევ იმას, რომ მთელმა მსოფლიომ მცნოს და თქვან: მე მიყვარს 

მაიკელ ჯეკსონი და მისი მუსიკა და ჩემი კანის ფერს მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება!". 

ჯექსონის რევოლიციური კლიპები მიმზიდველი იყო ახლად გახსნილი „MTV"–თვის. ალბომი „Thriller", 

რვა გრემის პრემიით და შვიდი „American Music Awards"–ით დაჯილდოვდა. 1985 წელს, 

ზემოთხსენებული ალბომი გინესის რეკორდების წიგნში, გაყიდული ეგზემპლარების რეკორდული ნიშნულით 

განთავსდა. 2001 წლის ივლისამდე ამერიკაში ალბომის 26, მთელ მსოფლიოში კი 51 მილიონი 

ეგზემპლარი გაიყიდა.
1994 წელს ჯეკსონი როკ-ენ-როლის მეფის, ელვის პრესლის შვილზე, ლიზა მარია პრესლიზე 

დაქორწინდა. ბევრმა ეს ქორწინება როგორც გამოჩენილი მომღერლის ფანდი ისე აღიქვა, რომლის 

მეშვეობითაც მაიკლს სურდა, თავისი პოპულარობა უფრო განემტკიცებინა, ეს ქორწინება 2 წელში 

დასრულდა. 

მაიკლის მეორე ქორწინება შედარებით წარმატებული გამოდგა. 1996 წლის ბოლოს მან ცოლად დები როუ 

მოიყვანა. მათ ეყოლათ ვაჟიშვილი და გოგონა, 1999 წელს ისინი დაშორდნენ. ხმა ხელოვნურად 

განაყოფიერებაზე და ჯეკსონის მამობაში ეჭვის შეტანაზე, არ წყდებოდა. არავისთვის იყო საიდუმლო, რომ 

დები, უბრალოდ, ასრულებდა დედის როლს, მან კარგად იცოდა, რომ მაიკლს შვილების ყოლა უნდოდა, 

რაც ლიზა მარიასთან არ გამოუვიდა. 

2001 წელს მაიკლმა ალბომი „Invincible" ჩაწერა, რომელიც მთელ მსოფლიოში ექვს მილიონ 

ეგზემპლარად გაიყიდა. 2004 წლის 16 ნოემბერს მომღერალმა მსმენელს ახალი ალბომი „Michael 

Jackson: The Ultimate Collection’ Box Set" წარუდგინა. კრებული შედგებოდა ხუთი დისკისგან, 

რომელიც 57 სიმღერას, 13 ძველ ჩანაწერს და 1992 წლის კონცერტის DVD–ვერსიას მოიცავდა. 

2008 წელს გამოვიდა ჯექსონის ბოლო ალბომი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ჯგუფების „Black 

Eyed Peas " და „will.i.am" სოლისტები, აგრეთვე რეპერები „Akon" და „Kanye West". 

პიპ ვარსკვლავს თავისი ჩაცმულობის სტილი ქონდა, რომელიც ძალიან განსხვავებული იყო.. ამით მან 

მოდაში თავისი წვლილიც შეიტანა
2009 წლის აპრილში ექიმებმა ჯეკსონს კანის კიბო აღმოუჩინეს, მაგრამ მომღერლის ოფიციალურმა 

წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია უარყო. 2009 წლის 25 ივნისს ლოს-ანჯელესში მისივე საცხოვრებელ 

სახლში, პოპ-მუსკის ლეგენდა წაიქცა, ნომერზე – 911, ადგილობრივი დროით, 12:21 წუთზე 

დაირეკა, როდესაც ექიმები მივიდნენ, ჯეკსონს უკვე სუნთქვა შეწყვეტილი ჰქონდა, მას სწრაფად 

ჩაუტარეს გულის ოპერაცია, მაგრამ კომაში ჩავარდა და კალიფორნიის სამედიცინო უნივერსიტეტში 

მიყვანისთანავე გარდაიცვალა. 

იგი კალიფორნიის ტერიტორიაზე, მემორიალურ პარკში – „Forest Lawn Glendale", ცნობილი 

მსახიობების და მომღერლების გვერდით დაკრძალეს. ჯექსონი ცნობილი სასაფლაოს მავზოლეუმში მერი 

პიკფორდის, ჰემფრი ბოგარტას, ნატ კინგ კოულის და უოლტ დისნეის გვერდით განისვენებს. 

„Associated Press"-ის ინფორმაციით, დაკრძალვის ცერემონიას მხოლოდ მომღერლის ნათესავები და 

დაახლოებით 200 უახლოესი მეგობარი ესწრებოდა, რომელთა შორისაც იყვნენ ელიზაბეტ ტეილორი, 

მაკალეია კალკინა და სტივ უანდერი.

Bob Marley

Bob Marley - რობერტ ნესტა მარლი დაიბადა 6თებერვალს 1945 წელს. იამაიკელი მუსიკოს-გიტარისტი 

და კომპოზიტორი.მუსიკალური მიმდინარეობის რეგის ერთ-ერთი დამაარსებელი და მნიშვნელოვანი 

წარმომადგენელი. 1970-იან წლებში ჯგუფ „The Wailers"-თან ერთად გაითქვა სახელი. მისი სიმღერები 

ხშირად ატარებდა სოციალურ და პოლიტიკურ ხასიათს.ბობ მარლი, მარტინ ლუთერ კინგთან და ნელსონ 

მანდელასთან ერთად, ითვლება ცნობილ მებრძოლად შავკანიანების დაჩაგვრის წინააღმდეგ. 

ბობ მარლი დაიბადა სოფელ ნაინ-მაილსში, იამაიკა. მისი მამა, ნორვალ მარლი, წარმოშობით დიდი 

ბრიტანეთიდან იყო და მსახურობდა ბრიტანეთის სამხედრო ძალებში. შემდეგ გადმოვიდა იამაიკაში 

პლანტაციის მეთვალყურედ სადაც გაიცნო მომავალი მეუღლე, თვრამეტი წლის სედენა ბუკერი. ბობის 

დაბადების შემდეგ ნორვალს ძველმა ოჯახმა ცოლ-შვილი მიატოვებინა, მაგრამ ყოველთვის ახერხებდა მათ 

დახმარებას.
16 წლის ბობ მარლის დებიუტი შედგა სიმღერით "Judge Not", რომელიც ჯო ჰიგსთან ერთად დაწერა. 

1963 წელს, იმავე ჰიგსის დახმარებით, ბობ მარლიმ ჩამოაყალიბა ვოკალური ჯგუფი "The Wailers", 

რომელშიც შედიოდნენ პიტერ ტოში (მაკინტოში), "ბანი" ლივინგსტონი, ჯუნიორ ბრეითუერთი, ჩერი 

გრინი და ბევერლი კელსო. მათი პირველივე სინგლის - "Simmer Down"-ის 80 ათასი ეგზემპლიარი 

გაიყიდა 1964 წელს. მიუხედავად ასეთი წარმატებისა The Wailers 1965 წელს ჯერ ტრიო გახდა, 

შემდეგ წელს კი საერთოდ დაიშალა. 

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბობ მარლი ა.შ.შ.-ში ერთ-ერთი საავტომობილო ქარხნის დამხმარე 

მუშად მუშაობდა. თუმცა, მალე იგი იამაიკაში დაბრუნდა და The Wailers აღადგინა. 

1971 წელს ჯგუფმა ხმის ჩამწერი სტუდია "Tuff Gong" დააარსა. 1972 წელს "The Wailers"-მა, 

როგორც იქნა, კონტრაქტი გააფორმა საერთაშორისო ფირმა "Island Records" და პირველი ალბომი - 

"Catch A Fire" გამოსცა. ჯგუფს დაეხმარა ცნობილი მუსიკოსი ერიკ კლეპტონი, რომელმაც ჯგუფის 

ალბომში თავისი სიმღერა "I Shot The Sheriff" შეაყვანინა, რომელიც მსოფლიო ჰიტად იქცა. 

1973 წელს The Wailers-ს გასტროლები ჰქონდა ა.შ.შ.-ში; მალე კი - ტოშმა და ლივინგსტონმა სოლო 

კარიერა დაიწყეს.
ბობ მარლის პოპულარობა არნახული ტემპებით იზრდებოდა. მისი სიმღერები No Woman No Cry; Exodus; 

Waiting In Vain; Satisfy My Soul; Jamming; Is This Love, Buffalo Soldier და Could 

This Be Loved - სხვადასხვა ქვეყნის ჰიტ-პარადებში ლიდერობდნენ. 

იამაიკაში იგი ნამდვილ საკულტო ფიგურად იქცა. იგი ცნობილი იყო თავისი პოლიტიკური და ეთნიკური 

სიმღერებით. ბობ მარლი რასიზმსა და ადამიანთა ჩაგვრას თავისი სიმღერებით ეწინააღმდეგებოდა. 

მსმენელი კი მის აზრს სრულად იზიარებდა და ცდილობდა მარლისთვის ყველა ასპექტში მიებაძა. 

1976 წელს იგი ადგილობრივ პოლიტიკაში იქნა ჩათრეული და მასზე შეიარაღებული თავდასხმა 

განხორციელდა. მძიმე ჭრილობის მიუხედავად, ბობ მარლიმ ყველა დაგეგმილი კონცერტი ბოლომდე 

ჩაატარა და განაცხადა, რომ ამქვეყნად ძალიან ბევრი ბოროტებაა და რომ მას არ ჰქონდა უფლება თუნდაც 

ერთი დღე უქმედ გაეტარებინა.
1977 წლის ივლისში მარლის ფეხის დიდ თითზე აღმოუჩინეს ავთვისებიანი სიმსივნე. მან უარი განაცხადა 

ამპუტაციაზე, იმ მიზეზით, რომ ვეღარ შეძლებდა ცეკვას. ბობი : "მე არ დავუშვებ, რომ ადამიანი 

ნაწილებად დაშალონ" .. 

1980 წელს მარლი გამოვიდა ზიმბაბვეში. ამას მოყვა გასტროლები გერმანიაში. მაგრამ ამერიკული ტურნე 

გადაიდო, როცა მარლის გული წაუვიდა ჰიუ-იორკის პარკში სირბილის დროს. ბობმა გაიარა მკურნალობის 

კურსი მიუნხენში კიბოს საუკეთესო სპეციალისტ ჯოზეფ ისელსასთან, მაგრამ უშედეგოდ. 

1980 წლის 4 მაისს ქრიასტიანულმა ეკლესიამ მონათლა, როგორც ბერხანე სენაციე (”სამების წმინდა 

სინათლე”). შემდეგ დააჯილდოვეს იამაიკის ღირსების ორდენით. ბობ მარლის უნდოდა სიცოცხლის ბოლო 

დღეები იამაიკაში გაეტარებიდა. იამაიკაში მიმავალი თვითფრინავი იძულებული გახდა მაიამიში 

ჩაფრენილიყო მომღერალის ჯანმრთელობის გაუარესობის გამო. ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად 

1981 წლის 11 მაისს პალატაში გარდაიცვალა.
მან ბოლო სიტყვები შვილს უთხრა: "Money can’t buy life” (”ფულით სიცოცხლეს ვერ იყიდი”). ბობ 

მარლი დასაფლავებულია იამაიკაში. საფლავში თან წაიღო გიტარა "Les Paul", ფეხბურთის ბურთი, 

მარიხუანას ფუთა, ბიბლია და ბეჭედი, რომლებსაც ყოველთვის თან ატარებდა. 

ბობ მარლის ყავს 13 შვილი: სამი პირველი ცოლი რიტასაგან, ორი თვითონ რიტას წინა ქმრისაგან, 

დანარჩენი რვა სხვადასხვა ქალებისაგან. შვილები: იმანი კაროლე, შარონ მარლი, სედელა მარლი, 

დავიდ "ზიგი” მარლი, სტეფენ მარლი, რობი მარლი, როან მარლი, კარენ მარლი, სტეფანი მარლი, 

ჯულიან მარლი, კი-მანი მარლი, დემიან მარლი, მაკედა მარლი
Tupac Shakur
Tupac Amaru Shakur - ი იყო ამერიკელი რეპერი, მსახიობი, აქტივისტი და მწერალი, რომელიც 

დაიბადა 1971 წლის 16 ივნისს კერძოდ East Harlem, Manhattan, New York City, New York, 

ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი ბავშვობა არ იყო ისეთივე როგორიც ჰქონდათ სხვა წარმატებულ 

რეპერებს იგი ბევრი მათგანისგან განსხვავებით არ ყიდდა წამალს, არ ქურდობდა და არ სჩადიოდა ცუდ 

საქმეებს, პირიქით ის მუდამ კითხულობდა წიგნებს უყურებდა ტელევიზორს და იყო ძალიან წყნარი ბავშვი. 

მისი დედა აფენი შაქური იყო ერთ-ერთი ამერიკული ზანგური ორგანიზაცია black panters ის ერთ-ერთი 

ლიდერი და Tupac-ს ბავშვიბიდანვე ატარებდა სხვადასხვა აქციებზე, შემდეგ 2pac იც გახდა ამ 

ორგანიზაციის წევრი.
2pac ის მამა მისი აზრით იყო მუტულუ შაკური რომელიც დამნაშავე იყო და ციხეში იხდიდა სასჯელს, 

როდესაც ის წამოიზარდა დედამისმა გადაწყვიტა შეეცვალათ მდებარეობა და გადაწყვიდეს ნიუ იორკის 

შტატიდან წასვლა ის და დედამისი საცხოვრებლად გადავიდნენ მერილენდის შტატში ქალაქ ბალტიმორში 

სადადც ძალიან დიდი სიღარიბე იყო, იგი რომ ხედავდა ამ სიღარიბეს გული ტკიოდა, შემდეგ მან გააგრძელა 

სწავლა ბალტიმორის ხელოვნების სკოლაში სადაც იგი სწავლობდა მსახიობობას მხატვრულ კითხვას დადიოდა 

ბალეტზე და ასრულებდა როლებს ბალტიმორის თეატრში. 2pacმა ბევრი მეგობარი გაიჩინა სკოლაში და 

მათთან სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდა.

მალე მას და მის დედას ისეთი დრო დაუდგათ რომ ძალიან გაუჭირდათ მათ ბევრი რამ მოაკლდათ ამიტომ მან 

ქუჩაში დაიწყო წამლის გაყიდვა მაგრამ მალევე დაანება თავი იმიტო რომ მას ეს სხვა დილერებმა ურჩიეს 

2pacმაც გაითვალისწინა და მათან მიიგო მცირე დაფინანსება რადგან ჩაეწერა მისი დემო ალბომი 

ამავდროულად მან მონაწილეობა მიიგო მერილენდის ჩემპიონატში რეპში სადაც გარკვეული ტიტული 

მოიგო.მას ხშირად ადანაშაულებდნენ სექსუალური ძალლადობის მხრივ მაგრამ ეს იყო უბრალოდ შურიანი 

ხალხის ნამოქმედარი და მეტი არაფერი ამის გამოც იგი ციხეშიც კი მოხვდა იგი ციხეში 6 ჯერ იყო ნაჯდომი და 

მას მაგარი ბიჭის სახელიც კი ჰქონდა..
ლოს ანჯელესის ბულვარზე სან სეტზე მან გაიკეთა ახალი ტატუ გვირგვინი მარჯვენა ხელზე გართობის შემდეგ 

წავიდა სტუდიაში სადაც დაიწყო მუშაობა ჰიპ-ჰოპის #1 ალბომად აღიარებულ ალბომზე All Eyez on Me 

(ყველამ თვალები ჩემსკენ) უკანასკნელი სტუდიური ალბომი, რომელიც გამოიცა 1996 წლის 13 

თებერვალს. დისკი ითვლება ყველა დროის საუკეთესო ნამუშევრად ჰიპ ჰოპის ისტორიაში.All Eyez on 

Me მოექცა ბილბორდის 100-ეულის #1 ადგილზე.

2ფაქი westcoasti vs eastcoast ომაა შეიწირა.. 1996 წლის 7 სექტემბერს 2ფაქს მოუვიდა შეტაკება 

ორლანდო ანდერსონთან , რომელიც ვიდეოთვალმა დაფიქსირა.. იმ დღესვე , ღამის 11 სათსა და 15 

წუთზე, გაისმა სროლის ხმა .. 2ფაქს და მის მეგობარ - სუგეს მრავალჯერ ესროლეს. . სუგეს 1 ტყვია 

მოხვდა, 2ფაქს კი 4 : ერთი თავში .. რეპერი 1996 წლის 13 სექტემბერს ლას ვეგასში , უნივერსალ 

მეციკალ ცენტრში სუნთქვის უკმარუსობით გარდაიცვალა.. 

2ფაქის სიკვდილი ყველაზე მეტად აწყობდათ ნოტარიუსს და ორლანდო ანდერსონს , მაგრამ თუ 2ფაქი 

მოკვდებოდა სუგეს რჩებოდა მისი ჩაწერილი 4-5 ალბომი , რაც მას კიდევ ბევრ მილიონს მოუტანდა . 

თანაც საეჭვოა ის , რომ იმ დგეს 2ფაქს დაცხა და სუგემ ურჩია ბრონის ჟილეტი გაიხადეო და იმ საღამოს 

მართლაც არ ცმია მას ჟილეტი.

ამ სამ ადამიანს საერთო არაფერი აქვსთ.. მათ განსხვავებული მუსიკის სტილი ქონდათ არჩეული... მაგრამ 

ერთი რამის თქმა ნამდვილად შეიძლება : სამივე უეცარი სიკვდილის მიუხედავად დარჩნენ მეფეებად..
კატეგორია: სხვა | ნანახია: 757 | დაამატა: marie_selly | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 - ავტორი: mariko
(მასალა) თარიღი: (2011-06-05 2:08 PM)




0



პასუხი
vaime jeksoni da bob marli miyvars sigijemdeee yochag ramdeni giwvaliaa dzalian visiamovneee :*:*:*:*