ტეილორ ლოტნერის ბიოგრაფია - 3 დეკემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 3 » ტეილორ ლოტნერის ბიოგრაფია
1:40 PM
ტეილორ ლოტნერის ბიოგრაფია
ტეილორ დენიელ ლოტნერი დაიბადა 1992 წლის 11 თებერვალს დებორა და დენიელ ლოტნერების ოჯახში.გაიზარდა Hudsonville-ში,მიჩიგანის შტატში.ჰყავს უმცროსი და მაკენა(Makena).როცა ტეილორი 6 წლის იყო შევიდა კარატეში და 1 წლის შემდეგ მონაწილეობა მიიღო კარატის ეროვნულ ტურნირში,სადაც ის შეხვდა Michael Chaturantabut aka Mike Chat-ს.(ლურჯი ფერის რეინჯერი ‘Power Rangers Lightspeed Rescue-ში),საბრძოლო ხელოვნების დამფუძნებელი.ჩატი ტეილორს რამდენიმე წელი ავარჯიშებდა,ვიდრე ლოტნერი ნომერ პირველი საბრძოლო ოსტატი არ გამოვიდა,თავის კატეგორიაში კარატის ამერიკულ ასოციაციაზე დაყრდნობით.საბრძოლო ხელოვნების გარდა ტეილორი ჰიპ-ჰოპისა და ჯაზის კლასებზე დადიოდა.ასევე თამაშობდა ფეხბურთსა და კალათბურთს სკოლის გუნდებში. 

ტრენერისთვის მაიკ ჩატისთვის ტეილორს არასდროს უცდია საკუთარი ძალის გამოყენება.ჩატმა ტეის შესთავაზა მოესინჯა ძალები კონოში.10 წლის ასაკში ლოტნერის ოჯახი საცხოვრებლად სამუდამოდ გადავიდა ვალენსიაში,კალიფორნიის შტატში.ასე,რომ ტეილორი უფრო ახლოს იყო კინო ინდუსტრიასთან,TV/ფილმების როლებთან და სარეკლამო რგოლებთან. 

სკოლაში და კარიერაში იყო სიძნელეები და ტეილორი ამბობს,რომ სკოლაში შიშს გრძნობდა,რადგან დამწყები მსახიობი იყო."მე არასდროს ვიყავი თავდაჯერებული,იმიტომ,რომ მე მსახიობი ვიყავი,როცა სკოლაში ვსწავლობდი.იქ იყო ცოტაოდენი დაცინვა და აბუჩად აგდება.მე მხოლოდ აუცილებლად უნდა ვუთხრა ჩემ თავს,რომ ამ რაღაცას ჩემთან მოღწევის უფლება არ უნდა მივცე.ეს ის არის რისი გაკეთებაც მიყვარს.და ვაპირებ გავნაგრძო ამის კეთება." 

საერთაშორისო წარმატება 
2007 წელს ტეილორი დამტკიცდა ჯეიკობ ბლექის როლზე,ბინდის პირველ საგაში.ტეის წარმომადგენელი დაჟინებით სთხოვდა წასულიყო როლის მოსასინჯად,სადაც ის კრისტენ სტიუარტს შეხვდა.ამის შემდეგ ისინი ერთად მოქმედებდნენ ბინდის სამივე ნაწილის გადაღებებში. საერთო კრიტიკის მიუხედავად ‘ბინდი’ წარმატების მორევში მოექცა და ‘ცაში აჭრილმა’ ტეილორმა კიდევ უფრო დიდი პოპულარობა მოიპოვა.ასევე რამდენიმე ნომინაცია მიიღო სხვადასხვა დაჯილდოვებიდან. 

„ბინდი მართლაც ყველა ფილმისგან განსხვავებულია.ვიცი,რომ ბოლო რამდენიმე წელი ჩემს ცხოვრებაში ‘დრო მქონდა’ და მადლობელი ვარ.მაგრამ მაინც ეს სულ სხვა რამეა.ეს იმას გავს,რომ ცხოვრობდე ორ განსხვავებულ სამყაროში და შენ სამუდამოდ ქრები.შემდეგ კი უბრუნდები შენს ჩვეულებრივ ცხოვრებას."<< თქვა ტეილორმა ბინდის არაჩვეულებრივ წარმატებაზე. 

2009 წელს ტეილორი დაუბრუნდა ბინდის საგას:ახალ მთვარეს და თამაშობდა ჯეიკობ ბლექის როლს.თავდაპირველად ფილმის რეჟისორს Chriz Weitz-ს სურდა ახალი მსახიობი მაქციის ჯეიკობ ბლექის როლზე.ამის გამო ტეილორმა ინტენსიური ვარჯიშებით,დიეტებითა და გამძლეობით შეძლო კუნთების გაზრდა.რის შემდეგაც ჩრიზმა დააბრუნა როლზე. 

„თუ მისი ხასიათი არ იქნებოდა ემოციური და არა მხოლოდ ფიზიკურად,მაშინ ფილმი არ იქნებოდა დიდი ჰიტი."–ჩრიზმა თქვა ტეილორზე და ‘ახალი მთვარის’ წარმატებაზე.–„ეს სრულიად გასაგებია,თუ რატომ უნდოდათ დარწმუნება ტეილორის სამართლიანობაში.ის ისე ახალგაზრდა იყო,16 წლის.მე ვიცოდი,რომ ის ყველაფრის გაკეთებას შეძლებდა.ეს იმაზე იყო დამოკიდებული რასაც ვგრძნობდი.მე პირდაპირი მნიშვნელობით ტეილორში ნამდვილი ჯეიკობი დავინახე.(ჯეიკობის როლზე ‘ახალ მთვარეში’)"–ისაუბრა კრისტენ სტიუარტმა Entertainment Weekly-თან. 

‘ახალმა მთვარემ’ ტეილორს უფრო დიდი წარმატება მოუტანა და წარდგენილი იყო Breakout Movie Actor-ის ნომინაციაში People’s Choice Awards-ზე.ტეილორი მიწვეული იყო 2010 წლის ოსკარის დაჯილდოვებაზე კრისტენ სტიუარტთან ერთად ნომინაციის წარსადგენად.–„ამ დღეს ალბათ ყველაზე ნერვიული ვიყავი,რაც ოდესმე ვყოფილვარ.უბრალოდ იდგე სცენაზე და უყურებდე ხალხს,რომელთაც მთელი ცხოვრება უყურებ.ეს სიგიჟე იყო…არ მივეცი ჩემს თავს თვალების დახუჭვის უფლება,ვიცოდი,რომ ასე ხმასაც ვერ ამოვიღებდი.ნამდვილად გონებას დავკარდავი ჩემთან ერთად კრისტენი რომ არ ყოფილიყო."–თქვა ტეილორმა GQ-თან ინტერვიუში. 

კიდევ უფრო მეტი წარმატება მოუტანა ბინდის მესამე ნაწილმა ‘დაბნელებამ’.2010 წელს გამოჩნდა ფილმში Valentine’s Day,სადაც მან გაიცნო ‘ქანთრი მუსიკის’ ვარსკვლავი ტეილორ სვიფტი.(რომელიც შემდეგ მისი მეგობარი გოგონა გახდა). 

2010 წელს ტეილორი ჩართული იყო რამდენიმე პროექტში.პირველ რიგში ბინდი საგა:განთიადის პირველი და მეორე ნაწილის გადაღებებში და ფილმ Abduction-ში,სადაც ის ლილი კოლინთან ერთად მთავარ როლს თამაშობს.ამ წელს ‘ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ვარსკვლავის’ სტატუსს ატარებდა.2011 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა,რომ ტეილორი ფუტურისტული დრამის ‘Incarceron-ის’ ვარსკვლავი იქნება ემა ვოტსონთან ერთად. 

სასაცილო და საინტერესო ფაქტები 

1.ტეილორს არ ააქვს აქაუნთი ფეისბუქზე და თვითერზე. 
2.ლოტნერი საკუთარ თავს უიმედო რომანტიულ ადამიანად გვიღწერს:"ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფილმია ‘The Notebook’,ამიტომაც ვფიქრობ,რომ ვარ რომანტიული.მაგრამ ვფიქრობ,რომ იყო რომანტიული არის უფრო მეტი ვიდრე ყვავილები და საჩუქრები.საქმე მიდის სხვა ადამიანთან გაერთიანებაზე და უნდა შეგეძლოს მასთან ყველაფერზე საუბარი და სხვადასხვა ფიქრების გაზიარება." 

3.ტეილორის საყვარელი ციტატა ბინდიდან:"Does my half being naked bother you?”– ‘ეს ციტატა უბრალოდ მაჩაჩანაკებს.რადგანაც ჯეიკობი ყველა ნაწილში ნახევრად შიშველია.ეს კარგი გზაა იმ ფაქტის დასამტკიცებლად,რომ ჯეიკობი ყოველთვის მაისურის გარეშეა."–ამბობს ლოტნერი. 
4.თორმეტი წლის ასაკში ტეილორი გახდა ოთხგზის ჩემპიონი საბრძოლო ხელოვნებაში მსოფლიო მასშტაბით.მან დაანება სპორტს თავი 13 წლის ასაკში და ჩაერთო სამსახიობო კარიერაში. 
5.უყვარს მუსიკალური კლიპების გადაღება საკუთარი ვიდეო კამერით. 

6.მისი ყველაზე ცუდი ჩვევაა ფეხების ბაკუნი. 
7.ლოტნერმა მონაწილეობა მიიღო კასი ტომსონის ვიდეოკლიპში ‘Caught Up in You’. 
8.ტეილორის საუკეთესო მეგობრები არიან დაკოტა ფენინგი და ვიქტორია ჯასთისი. 
9.ტეი კარგად ხატავს. 
10.ის ამბობს,რომ ურთიერთობა ექნება ფანთან,რომელიც ჯესიკა ალბას ემგვანება,რადგანაც ის ჯესიკას დიდი ფანია. 

11.ტეილორის ოცნება იყო ფილმ ‘Bourne’-ში როლის მიღება. 
12.ტეი დღესაც მშობლებთან ერთად ცხოვრობს და ეხმარება ‘გაზონის გაკრეჭვაში’. 
13.ტეილორმა დიდებული კოცნა იცის. 

ტეილორ ლოტნერი–თინეიჯერების ყველაზე ცხელი კერპი 
მას მერე რაც ტეილორი ბინდში მაისურის გარეშე გამოჩნდა რეგულარულად შედის ყველაზე სექსუალური მამაკაცების სიაში.2010 წელს მან მეორე ადგილი დაიკავა Glamour-ის მიერ გამოვლენილ 50 მამაკაცს შორის.ასევე მეოთხე ადგილი დაიკავა People-ის მიერ გამოვლენილ ყველაზე საოცარი სხეულის მქონე მამაკაცებს შორის.მესამე ადგილი Men’s Health-ის ზაფხულის ტოპ 10 სხეულის მქონე მამაკაცში. 

ის ასევე ცნობილია სელებრითი შეყვარებულებით.2009 წლის რამდენიმე თვე ტეილორ ლოტნერი და ტეილორ სვიფტი ერთ-ერთი ცნობილი წყვილი იყო.(ფილმ Valentine’s Day-ს გადაღებებზე გაიცნეს ერთმანეთი და ურთერთობა 2009 წლის ოქტომბერში დაიწყეს.დეკემბერში კი ერთმანეთს დაშორდნენ). 
სხვადასხვა ხმები იუწყებიან,რომ სვიფტის სიმღერა ‘Back To December’ არის გზა ტეილორ ლოტნერისთვის ბოდიშის მოსახდელად.მათი დაშორების შესახებ გავრცელებულია ხმები,რომ ლოტნერი უფრო იყო დაინტერესებული სვიფტთან ურთიერთობით.და მათ გადაწყვიტეს,რომ უნდა ყოფილიყვნენ საუკეთესო მეგობრები.–„ტეილორ ლოტნერი ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია.ის შესანიშნავია და ყოველთვის ერთად ვიქნებით."–თქვა სვიფტმა Glamour-თან ინტერვიუში 2010 წელს. 

სვიფტთან დაშორების შემდეგ ტეილორი შეინიშნა ყოფილ შეყვარებულთან სარა ჰიკსთან.წყვილი ერთმანეთს 2009 წლამდე ხვდებოდა.2010 წლის მარტში კი დადიოდა ჭორები,რომ ტეილორი ემა რობერტსთან ურთიერთობდა.ორივე ახალგაზრდა ვარსკვლავმა უარყო ეს ჭორები. 
2010 წლის ზაფხულში ტეილორი Abduction-ის გადაღებებზე შეხვდა ფილ კოლინის შვილს ლილი კოლინს.წყვილი ცდილობდა ურთიერთობის დამალვას,მაგრამ პაპარაცებმა ისინი სადილის დროს ერთად შენიშნეს. 

ფილმოგრაფია 
სატელევიზიო 
2003 The Bernie Mac Show 
2004 My Wife and Kids 
2004 Summerland 
2005 Danny Phantom 
2005 What’s New, Scooby-Doo? 
2005 Duck Dodgers 
2006 He’s a Bully, Charlie Brown 
2006 Love, Inc. 
2008 My Own Worst Enemy 
ფილმები 
2001 
Shadow Fury 
2005 
The Adventures of Sharkboy and Lavagirl in 3-D 
2005 
Cheaper by the Dozen 2 
2008 
Twilight 
2009 
Twilight Saga: New Moon 
2010 
Twilight Saga: Eclipse 
2010 
Valentine’s Day 
2011 
Twilight Saga: Breaking Dawn (Part I) 
2011 
Abduction 
2012 
Twilight Saga: Breaking Dawn (Part II) 
2012 
Incarceron 

ჯილდოები და ნომინაციები 

• Young Artist Awards 
2005, Best Performance in a Feature Film – Young Lead Actor (The Adventures of Sharkboy and Lavagirl in 3-D) –ნომინირებული 
2009, Best Performance in a Feature Film – Young Lead Actor (New Moon) – ნომინირებული 
• Scream Awards 
2009, Male Breakout Performance (Twilight) –გამარჯვებული 
2010, Best Fantasy Actor (Eclipse) – ნომინირებული 
• MTV Movie Awards 
2009, Best Breakthrough Performance – Male (Twilight) –ნომინირებული 
2010, Best Kiss (with Taylor Swift) (Valentine’s Day) –ნომინირებული 
2011, Best Male Performance (Eclipse) –ნომინირებული 
2011, Best Kiss (Eclipse) – ნომინირებული 
• Teen Choice Awards 
2009, Choice Fresh Face: Male –გამარჯვებული 
2010, Male Hottie –გამარჯვებული 
2010, Red Carpet Fashion Icon: Male –გამარჯვებული 
2010, Choice Smile –გამარჯვებული 
2010, Choice Movie Actor: Fantasy (Eclipse) –გამარჯვებული 
2010, Choice Movie: Liplock (with Taylor Swift) (Valentine’s Day) –ნომინირებული 
2010, Choice Movie: Chemistry (with Taylor Swift) (Valentine’s Day) – ნომინირებული 
• Kids’ Choice Awards 
2009, Favorite Movie Actor (New Moon) –გამარჯვებული 
2009, Cutest Couple (with Kristen Stewart) (New Moon) – გამარჯვებული 
• Australian Kids’ Choice Awards 
2010, Fave Kiss (with Kristen Stewart) (Eclipse) –ნომინირებული 
2010, Hottest Hottie – ნომინირებული 
• People’s Choice Awards 
2009, Favorite Breakout Actor (New Moon) –გამარჯვებული 
2011, Favorite Movie Actor (Eclipse) – ნომინირებული 
2011, Favorite On-screen Team (Eclipse) – ნომინირებული 
• Golden Raspberry Awards 
2009, Worst Screen Couple (with Kristen Stewart) (New Moon) –ნომინირებული 
2010, Worst Screen Couple (New Moon) –ნომინირებული 
2011, Worst Actor (Eclipse, Valentine’s Day) –ნომინირებული 
2011, Worst Screen Ensemble (Eclipse) – ნომინირებული 
2011,the twilight saga breaking dawn
კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 905 | დაამატა: renesmee_cullen | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 - ავტორი: mariko
(მასალა) თარიღი: (2011-12-03 11:01 PM)




0



პასუხი
miyvaaars <3