საშიში ისტორიები (part 1) - 20 სექტემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 20 » საშიში ისტორიები (part 1)
3:55 PM
საშიში ისტორიები (part 1)
ისტორია პირველი – მოხეტიალე სული
ეს ამბავი მაშინ დაიწყო, როცა სახლში ვბრუნდებოდი. მე მიყრუებულ ადგილას ვცხოვრობ, ამიტომ ქუჩა ჩაბნელებული იყო და გზას მხოლოდ ჩემი მანქანის ფარები ანათებდა. რამდენიმე კვირის წინ აქ ავარია მოხდა, რომელმაც ჩემი ორი მეგობარი შეიწირა, 4 კი მძიმედ დაშავდა. სწორედ ამ ადგილს ვკვეთდი, როცა წინ შავმა ფიგურამ გაიარა და ტყეში შევიდა. როცა გზაზე გადადიოდა, დავუსიგნალე, მაგრამ რეაქცია არ ჰქონია. სანამ სახლამდე მივედი, სულ იმის ფიქრში ვიყავი, რა იყო ეს. ცხოველი რომ ყოფილიყო, დასიგნალებაზე მოიხედავდა ან გაიქცეოდა. ჩემი ერთ-ერთი მეგობარი, რომელიც ავარიაში მოხვედრისას გარდაიცვალა, მაღალი სიმპათიური ბიჭი იყო. ეს ფიგურაც თითქოს მისი სიმაღლის იყო. ეს რომ გავაცნობიერე, კიდევ უფრო შემითრია ფიქრებმა. 
დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, როცა გვიან ღამემდე ვუყურებდი ტელეარხ HBO-ს, უცებ ისეთი ხმა მომესმა, თითქოს სამზარეულოში ვიღაც ჩემი ლეკვის საჭმელს მიირთმევდა. შევედი სამზარეულოში და ვნახე რომ ჩემი კატა ყოფილა. გამიკვირდა, რადგან ის მუდამ გარეთაა და სახლში სახლში თითქმის არ შემოდის, კარიც კაი ხნის ჩაკეტილი იყო. ავიყვანე და გავიყვანე გარეთ. შემდეგ შემოვბრუნდი და ჩემდა გასაოცრად, აღმოვაჩინე, რომ ყველა კარი ჩაკეტილი იყო ! არანაირი აზრი არ მომდიოდა, როგორ შევსულიყავი სახლში. დავურეკე ჩემს ბოიფრენდს და მოვუყევი რაც მოხდა. ლაპარაკში შევყევით და უცებ მითხრა, რომ ჯინსის უკანა ჯიბეში გასაღები იპოვა. დედამისი რამდენიმე დღის წინ ახალ სახლში გადავიდა და ვივარაუდეთ, რომ მან ჩაუდო ამ სახლის გასაღები. ამის მერე მალევე დავემშვიდობეთ ერთმანეთს. 
მეორე დღეს ჩემი ბოიფრენდი მესტუმრა. გვშიოდა და პიცა გამოვიძახეთ, მან კი ის გასაღები მაჩვენა, რომელზეც გუშინ მესაუბრა. ჩემსას მივამსგავსე და ხუმრობით ვუთხარი, "აბა ჩემს კარებს თუ გააღებ?” ის მართლაც გავიდა გარეთ და კარი ჩაკეტა. შემდეგ მოარგო გასაღები საკეტს და ის გაიღო ! "ჰმ, შენ გაუხსენი გუშინ კარები ჩემს კატას?” გავეხუმრე ისევ, თუმცა თავში ათასგვარი ფიქრი მიტრიალებდა. ის მიხვდა ჩემს აზრებს და გასაღებზე ჩამოაგდო საუბარი. მითხრა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ აღმოჩნდა მის ჯიბეში. ჩვენ ორი წელია ერთად ვართ და ყველაზე საშინელ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენ, რომ ის მომატყუებდა ან გასაღებს მომპარავდა. პიცა შევჭამეთ და სამზარეულოში გავედი, რომ რამე სასმელი მენახა. უცებ შევნიშნე, რომ სტუმრების საწოლ ოთახსა და მშობლების აბაზანაში შუქი ენთო. 
მამაჩემი ცნობისმოყვარეა და ყოველთვის აინტერესებს, რა ხდება სახლში, როცა ის სხვაგანაა. უკანა კარებთან კამერა აქვს დამონტაჟებული, რომელიც მოძრაობისას ირთვება და 30-30 წამიან ვიდეოებს იღებს, შემდეგ კი ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნება. რამე საეჭვო რომ ყოფილიყო, დამირეკავდა და მკითხავდა, მაგრამ მისგან ზარი არ ყოფილა. მე და ჩემმა ბოიფრენდმა ყველა ოთახი შევამოწმეთ, ყველა წერტილი, მაგრამ ვერაფერს მივაგენით. 
ამის შემდეგ ყოველთვის მაქვს შეგრძნება, რომ მარტო არ ვარ, რომ ვიღაც მითვალთვალებს. ვერ ვიტან ამ შეგრძნებას და მანქანის მართვაშიც ხელს მიშლის. იმასაც ვგრძნობ, რომ ეს "რაღაც” ცდილობს ჩემს ბოიფრენდს წამაჩხუბოს. რა უნდა ჩემგან? როგორ მოვიშორო? ვილოცე, მასთან კონტაქტის დამყარებაც ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ასე თუ გაგრძელდა, მალე პროფესიონალის დახმარება დამჭირდება. 

ისტორია მეორე – 15 წელი შიშში 
8 წლის რომ ვიყავი, ჩემმა მშობლებმა კალიფორნიის შტატის ქალაქ ბერლინგემში სახლი იყიდეს. როცა სახლში პირველად შევედით, დედას ვუთხარი: "როგორ ბნელა აქ”. დედამ დამამშვიდა, რომ კედლებს შეღებავდნენ, დიზაინს შეცვლიდნენ და მალე ნათელი, მზიანი სახლი გახდებოდა. მაგრამ მე ვგრძნობდი, რომ ეს არ იყო უბრალოდ სიბნელე, კედლის ღრიჭოები რაღაც საიდუმლოს ინახავდა. 
რამდენიმე დღით ადრე, მამა და მისი მეგობარი დიკი იყვნენ სახლში, რათა იატაკი დაემუშავებინათ. როცა დრელი ჩართეს, რადიომიმღები აფეთქდა, შემდეგ ნათურები ჩაქრა და ელექტროენერგია გამოირთო. მათ გაყვანილობა შეამოწმეს, მაგრამ დაზიანება ვერ იპოვეს. მამამ კავშირგაბმულობიდან ხელოსანი გამოიძახა, მაგრამ მან თქვა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო. თუმცა ურჩია მავთულების ხელახლა გაყვანა. ჩვენდა გასაკვირად, ხელოსნის წასვლის შემდეგ ელ.გაყვანილობა ამუშავდა. 
მშობლები მეზობლებს დაუმეგობრდნენ. ისინი იმედს გამოთქვამდნენ, რომ ჩვენ მაინც დავრჩებოდით დიდხანს, რადგან წინა მობინაადრეებიდან ყველა 1-2 თვე რჩებოდა და მერე სხვაგან გადადიოდა. 
სახლში გადასვლისას რამდენჯერმე ისეთი ხმა გავიგეთ, თითქოს ვიღაც იატაკზე დადიოდა, შიგადაშიგ კარზე კაკუნიც იყო. უკანა კარები რამდენჯერმე თავისით გაიღო და დაიხურა, რასაც მოსდევდა კიბეებზე ჩასვლის ხმა. როცა საწოლში ვწვებოდი, ზედ სახესთან ვიღაცის მძიმე სუნთქვას ვგრძნობდი. მშობლები მამშვიდებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ მომეჩვენა, ან სხვა რამის ხმა იყო და მე მივამსგავსე უბრალოდ. რამდენჯერმე მომესმა, რომ დედამ დამიძახა, როცა მასთან მივედი, ის გაოცებული იყო, რადგან მსგავსი არაფერი ყოფილა. საწოლში ხშირად ვპოულობდი გრძელ ჟღალ თმას. რამდენჯერმე გამეღვიძა, როცა ვიღაცა ფეხზე, კოჭთან მკიდებდა ხელს და საწოლიდან ჩამოთრევას ცდილობდა. მშობლებმა ესეც არ დამიჯერეს და მითხრეს, რომ კოშმარი რეალობად აღვიქვი. რამდენჯერმე გაღვიძებისას აღმოვაჩინე რომ ალაგ-ალაგ თმა მქონდა შეჭრილი. 
ერთხელ ნაშუადღევს საწოლ ოთახში ვიყავი და ვგრძნობდი, რომ ვიღაცა მომჩერებოდა. ავდექი, მივედი კარებთან და შუქი ჩავაქრე. შემოვბრუნდი და დავინახე, რომ ჩემს საწოლზე ვიღაც ქალი იჯდა. მას გრძელი წითური თმა ჰქონდა და გამჭირვალე იყო. მოჩვენებების არ მჯეროდა, მაგრამ ახლა, როცა ფაქტს შევეჩეხე, შიშმა ამიტანა. გავვარდი და სააბაზანოში შევიკეტე. მაგრამ შემდეგ ვიფიქრე, რომ თუ მართალი იყო, რასაც მოჩვენებებზე ამბობდნენ, ის სააბაზანოს კედელში გაივლიდა და მასთან ერთად ჩაკეტილი აღმოვჩნდებოდი. გავხსენი კარები და სასტუმრო ოთახში გავიქეცი. 
მეორე დღს მშობლებს ვუამბე, რაც ვნახე. მათ ერთმანეთს გადახედეს და მითხრეს, რომ ეს ადგილი სავარაუდოდ დაწყევლილი იყო. ჩემს მიერ ნანახ მოჩვენებას კი ფლორენსი ერქვა. ამ დროს უკვე 3 წელი იყო გასული, რაც ამ სახლში ვცხოვრობდით. ერთხელ კი, როდესაც საწოლში ჩაწვნენ და შუქი ჩააქრეს, ჭერზე ორი მოქანავე თავი დაინახეს, რომელიც მათ მიშტერებოდა. ამის შემდეგ მათ ჩემი ყველა ნაამბობი ირწმუნეს და უნდობლობისთვის ბოდიში მომიხადეს. ჩვენ გადავწყვიტეთ, "სტუმრებთან” კავშირი პლანშეტის მეშვეობით დაგვემყარებინა. მაგრამ ამან მხოლოდ გააუარესა სიტუაცია. მე ორი მოჩვენება დავინახე, ჩემმა მშობლებმა გაცილებით მეტი. წიგნებმა გადაადგილება და "ფრენა” დაიწყეს, იატაკზე დაგებული ხალიჩები ამოძრავდა. 
ამის შემდეგ ჩემს მშობლებს ხასიათი შეეცვალათ, უფრო გაუხეშდნენ და წვრილმანებზე კამათობდნენ. მოჩვენებებმა ისევ შემომიტიეს. რამდენჯერმე მომქაჩეს, ხელი მკრეს, ჩემს მშობლებს ღამე ჩემი ყვირილი ესმოდათ, არადა იმ დროს მეძინა. სტუმრები როცა მოდიოდნენ, უსიამოვნო შეგრძნება ეუფლებოდათ, თითქოს ზურგში ვიღაც მისჩერებოდათ. 
ერთხელ ტელევიზორს ვუყურებდი და შემთხვევით მოვისმინე, როგორ მიმართავდნენ მაყურებელს მოჩვენებებზე მონადირეები – ჰანს ჰოცლერი და სიბილ ლიკი – რომ თუკი ვინმეს ეჭვი ჰქონდა მათ სახლში პოლტერგეისტის არსებობაზე, შეეტყობინებინათ და სიხარულით მოაცილებდნენ სახლიდან. მშობლებს ვთხოვე, დაერეკათ მათთვის, მაგრამ უარი მითხრეს – სახლის გაყიდვას აპირებდნენ და ამ ამბის გახმაურება ხელს შეუშლიდათ. ამ სახლში 15 წელი ვიცხოვრეთ და მოჩვენებებმა ისე დაგვზაფრეს, დარწმუნებული ვარ, არ მოუწყენიათ ჩვენს ნერვებზე თამაშით. 
როცა კლიენტები მოვიდნენ, მამა მათ გარეთ ესაუბრებოდა. შემდეგ გავიგონეთ კარების გაღებისა და კიბეებზე ამოსვლის ხმა. ავდექით და კიბეებთან მივედით. ხმა ისევ ისმოდა, თუმცა იქ არავინ იყო. ერთხელ მამას გაეღვიძა ღამე, როცა ვიღაცას მის სახეზე ხელი ჰქონდა დაფარებული და გაგუდვას ცდილობდა. მოძალადეს თავი კი დააღწია, მაგრამ აღმოაჩინა, რომ ოთახში მარტო ის იყო. 
სახლი ჩვენგან ერთმა მინისტრმა იყიდა, რომელიც თითქმის მაშინვე სხვაგან გადავიდა. არ ვიცი, ჩვენი სახლი ახლა როგორაა, მოჩვენებები არიან თუ არა ისევ იქ, მაგრამ ამის გარკვევის არანაირი სურვილი არ მაქვს. 

ისტორია მესამე – დეიდაჩემის ეგზორციზმი
ჩვენ პატარა ქალაქში ვცხოვრობდით, მეზობლად კი საშინლად ბოროტი ქალი იყო, რომელსაც ბებია სძულდა. ბებია არ გვეუბნებოდა, რის გამო იყო ის ასე გამწარებული. როგორც ჩანს, წყენა ჰქონდა გულში ჩადებული, თუმცა ჩვენს მიმართ ყოველთვის ლმობიერი იყო. მაგრამ ჩვენ მაინც ვერიდებოდით. 
ერთხელ დეიდა სახლში მშიერი დაბრუნდა. ის-ის იყო, სამზარეულოში შესვლას აპირებდა, რომ ამ მეზობელმა დაუძახა, ავეჯის გადაადგილება მინდა და მომეხმარეო. მე მინდოდა შემეჩერებინა დეიდა და უარი ეთქვა მისთვის, თუმცა რაღაც უხილავმა ძალამ შემაკავა. მე ბებიასთან გავიქეცი იმის მოსაყოლად, თუ რა მოხდა, მაგრამ გვიანი იყო. მე და ბებია მეზობელთან გადასვლას ვაპირებდით და ამ დროს დავინახეთ, დეიდა უკან ბრუნდებოდა და ხელში სენდვიჩი ეჭირა. 
იმ ღამეს სუნმა გამომაღვიძა, თითქოს რაღაც იწვოდა. მე ყველა გავაღვიძე, რათა გაგვერკვია რა ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ დეიდას ოთახი ცეცხლში იყო გახვეული. მე კარები ვერ გავხსენი, ბიძამ კი შეამტვრია. თუმცა იქიდან რომ გამოვიდა, ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს მოჩვენება იხილა. მე ხელი მოვკიდე, მაგრამ მან გამიშვა. შემდეგ გავიხედე იქითკენ, საითკენაც მას თვალი ჰქონდა მიშტერებული და საშინელი რამ ვნახე: დეიდა საწოლზე იწვა და იკლაკნებოდა, თან ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს მის სხეულში რაღაც ან ვიღაც იყო და გამოსვლას ცდილობდა. 
მომდევნო დღეებში დეიდა უარესად გახდა. ხან კაცის ხმაზე ლაპარაკობდა, ხან პატარა ბავშვის. ისე მეშინოდა, რომ მასთან მარტო ვეღარ ვჩერდებოდი. ერთხელ, საღამოს მის ოთახს ჩავუარე, როცა უცებ გამოვარდა და მეცა. სახე შეცვლილი ჰქონდა და თვალებში სიძულვილი ჩასდგომოდა, თან კაცის ხმით მიყვიროდა. ბებიამ დამინახა და ბიძას დაუძახა საშველად. ბიძამ ჩემი თავი ხელიდან გამოგლიჯა დეიდას, დეიდამ კი ისევ კაცის ხმით მომაძახა, რომ ფრთხილად ვყოფილიყავი, რადგან სხვა დროს ასე აღარ გამიმართლებდა. 
ჩემი თავისთვის და ოჯახისთვის რომ მეშველა, ეკლესიაში დავიწყე სიარული. მალე მგალობელთა გუნდში ამიყვანეს. მოძღვარს ვუამბე, რა ხდებოდა ჩვენს თავს და ნაკურთხი წყალი მომცა, რათა თავი დამეცვა. მალე სახლშიც მეწვია და დეიდასთან შევიდა, მაგრამ მალევე გამოვიდა იქიდან, გვითხრა, რომ მასში 5 დემონი იყო ჩასახლებული, მათგან ერთ-ერთი კი თავად სატანა იყო, რომელსაც დეიდას სულის დასაკუთრება სურდა და მის გარეშე არსად წასვლას არ აპირებდა. 
მეორე დღეს მოძღვარმა სამი უცნობი მოიყვანა ეგზორციზმის რიტუალის ჩასატარებლად, მაგრამ მათი ცდა ამაო აღმოჩნდა. დღეებს კვირები მოსდევდა, კვირებს თვეები, თვეებს წლები. დიახ, დეიდაჩემის ტანჯვა ორი წელი გაგრძელდა. შემდეგ კი არავინ იცის როგორ, მაგრამ განიკურნა. დეიდამ ოჯახი შექმნა და სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ მე მაინც ვერიდები, მეშინია მასთან ყოფნის. 
მე მჯერა ღმერთის. მას ვუყვარვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ორი წლის მანძილზე ის მიცავდა დემონებისგან. 

მკვდრების არმია 

სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ მრეცხავი ქალი და მისი ქმარი ერთ წყნარ და ნაკლებად დასახლებულ ქუჩაზე გადმოვიდნენ საცხოვრებლად. მრეცხავს ყოველ ღამე უცნაური ხმები აღვიძებდა – თითქოს ქუჩაში ფეხის ხმა და ბორბლების ღრჭიალი ისმოდა. გამომდინარე იქიდან, რომ აქ დღეც არავინ დადიოდა, ეს საშინელი მარში ყოველ ღამე ქალს ძალიან აშინებდა. ფანჯრიდან გადახედვის უფლებას კი ქმარი არ აძლევდა. 
ერთხელაც ქალმა თავის მეზობელს ჰკითხა ამ ხმაურის შესახებ. მან უპასუხა: 
– შენ რაც გესმის, ეს მკვდრების არმიაა. ეს იმ ჯარისკაცების სულებია, რომლებიც ჰოსპიტალში ისე დაიღუპნენ, რომ არც გაუგიათ ომის დასრულების შესახებ. სწორედ ამიტომ ყოველ ღამე ისინი საფლავიდან დგებიან და ფრონტის გასამაგრებლად მიდიან. 
მეორე ღამეს მრეცხავმა არ დაიძინა და ფანჯრიდან გაიხედა. შიშით დამუნჯდა, როცა დაინახა ნაცრისფერი ლანდები, რომლებიც ერთდროულად მიაბიჯებდნენ ქუჩაში. მათ მიყვებოდა ეტლები და სამედიცინო დახმარების ვაგონები. ყველაფერს ნაცრისფერი დაკრავდა. 
როცა მრეცხავი გონზე მოვიდა, მისი მარჯვენა ხელი პარალიზებული იყო. 

ცეკვა ეშმაკთან

დღეს საღამოს სკოლის გამოსაშვები საღამო იმართებოდა. ამ საღამოსთვის ულამაზესი წითელი კაბა იყიდა, რომელშიც ფანტასტიურად გამოიყურებოდა. სკოლაში არასდროს ყოფილა განსაკუთრებით პოპულარული, პირიქით, ბიჭებთან უხერხულად გრძნობდა ხოლმე თავს, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირად იყო, ამ კაბაში მისი საღამო დგებოდა. 
ის იყო სახლიდან გასვლას აპირებდა, რომ სახლში დედა მოვიდა, ფერდაკარგული და ცუდ ხასიათზე. 
” დღეს საღამოს ცეკვაზე არ წახვალ, ცუდი წინათგრძნობა მაქვს, სასტიკად გიკრძალავ” 
უთხრა შვილს და სამზარეულოში შევიდა. არ შეეძლო არ წასულიყო, კაბა თითქოს თავისკენ უხმობდა. 
თავის ოთახში ავიდა, თითქოს დაუჯერა დედას, მაგრამ რამდენიმე წუთში ჩუმად ჩამოიპარა და სკოლისკენ გაიქცა. 
დარბაზში შევიდა თუ არა, ყველას ყურადღება მიიქცია, ბიჭები გაჩერდნენ და მიშტერებოდნენ. ეს უცნაური იყო, რადგან როგორც წესი ყურადღებას არავინ აქცევდა, ახლა კი მასთან ცეკვის გულისთვის ერთმანეთთან ჩხუბობდნენ. 
მთელი საღამო ცეკვავდა, ბოლოს დაღლილი პუნშის დასალევად მივიდა მაგიდასთან. უკნიდან ხმა მოესმა: 
"იცეკვე ჩემთან ერთად” 
მუსიკა გაჩერდა, ლაპარაკი შეწყდა, ყველა მათ უყურებდა. 
ნელა მობრუნდა. მაღალი, ძალიან სიმპათიური, შავგვრემანი მამაკაცი ღიმილით ხელს უწვდიდა. მისით მოხიბლულმა თავი დაუქნია და საცეკვაო მოედანზე გაყვა. 
ამ კაცთან ისე ცეკვავდა, როგორც არასდროს. თავბრუ დაეხვა. უცნობი ატრიალებდა გიჟური სისწრაფით, ფეხებზე თითქოს ცეცხლი წაეკიდა, ტრიალებდა და ტრიალებდა, იგრძნო, რომ სუნთქვა თანდათან ეკვრებოდა, გაჩერებას ვერ ახერხებდა და ისევ ტრიალებდა. 
ბოლოს მტვერი ავარდა და როცა ერთმანეთი ისევ დაინახეს, ის აღარსად იყო. კაცმა ელეგანტურად დაუკრა თავი საზოგადოებას და გაქრა. 
ეშმაკი მოვიდა თავის წვეულებაზე და მისი რჩეული ჯოჯოხეთში წაიყვანა. 

მატარებელი ჯოჯოხეთისკენ

მატარებლის სადგურზე ბევრი ხალხი ირეოდა. ღამის ექსპრესი ზუსტად 12 საათზე და 05 წუთზე უნდა მოსულიყო. მგზავრები ბილეთებს იღებდნენ და მატარებლის მოსვლამდე სადგურის კაფეში ყავას სვამდნენ. 
სადგურზე ერთი მოხუცი კაცი გამოჩნდა. თვალები არეული ჰქონდა, გიჟივით იყურებოდა აქეთ–იქით. მოლარესთან მივიდა. 
"ის მოდის, ის მოდის” იმეორებდა განუწყვეტლივ. 
"რა მოდის?” ჰკითხა მოლარემ. 
"მატარებელი ჯოჯოხეთისკენ… საშინელება ჩავიდინე… ახლა კი ამისთვის დავისჯები… ის ჩემთვის მოდის” 
მოლარეს ყურადღება არ მიუქცევია, ასეთი ადრეც ბევრი უნახავს, მშვიდად განაგრძო ბილეთების გაცემა. 
მოულოდნელად ლიანდაგებიდან მატარებლის ხმა მოისმა. გაკვირვებულმა ახედა საათს. მატარებელი 12:05 ზე უნდა ჩამომდგარიყო, ახლა კი მხოლოდ 12 იყო. ექსპრესი არასდროს აგვიანებდა, მაგრამ არც ადრე მოდიოდა. 
მოხუცმა კაცმა ყვირილი დაიწყო და შველას ითხოვდა. ხმა უფრო ძლიერდებოდა, მატარებლით გამოწვეულმა ქარმა და საყვირების ხმამ დაარწმუნა ყველა, რომ ექსპრესი ადრე მოვიდა, მაგრამ სადგურზე არაფერი ჩანდა. 
უხილავი მატარებელი რამდენიმე წუთით გაჩერდა. კაცმა გაქცევა სცადა, მაგრამ რაღაც ძალამ ის ლიანდაგებისკენ წაიყვანა და ისე გაქრა, თითქოს ვაგონში ავიდა. უხილავი ექსპრესი დაიძრა და ყურისწამღები ხმაურით წავიდა. 
"ღმერთო, მართალი ყოფილა, ექსპრესი ჯოჯოხეთისკენ მართლაც მისი სულისთვის მოვიდა” ჩაილაპარაკა გაოგნებულმა მოლარემ.
კატეგორია: სასაცი.. / საინ.. | ნანახია: 449 | დაამატა: FenTy | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2 - ავტორი: demisumagresifani
(მასალა) თარიღი: (2011-09-24 12:18 PM)




0
Spam


პასუხი
vaimee 2 ro wavikitxe mere vegar gavudzeli tore movkvdebodi shishisgan tan saxshi marto var biggrin

1 - ავტორი: anushkebi98
(მასალა) თარიღი: (2011-09-24 12:12 PM)




0
Spam


პასუხი
kii kidee raa:D ogoond jojoxetebi da egetebi ara:D sashishi istorieebiiii mindaa:D

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2017
Free web hosting - uCoz