ოცნებებიც ხდება...Part 4 - 4 სექტემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 4 » ოცნებებიც ხდება...Part 4
9:28 PM
ოცნებებიც ხდება...Part 4
ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგრამ გადავწყვიტე მშობლებთან საუბარი აღარ გადამედო და ყველაფერი გაგვერკვია. მათ ძალიან აინტერესებდათ ჩემი გადაწყვეტილება და აღარ ვაპირებდი გამეწვალებინა. პირდაპირ ვუთხარი:
_მე ბევრი ვიფიქრე და მინდა, რომ თქვენთან ვიცხოვრო. თქვენ ჩემი ოჯახი ხართ. ვხვდები, რომ ჩემს წინაშე დანაშაული არ მიგიძღოდათ, ამიტომ საპატიებელიც არაფერია.(ეს ყველაფერი ინგლისურად ვთქვი, რათა მამაჩემსაც გაეგო).
ორივეს თვალები გაუბრწყინდათ. დედა რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ მე დამთავრებული არ მქონდა.
მაილი:თქვენთან ერთი პირობით გადმოვალ.
ბელტრისა:ნებისმიერი რამ გვთხოვე შვილო.
მაილი:უნდა დამპირდეთ, რომ თვეში ერთხელ გამომიშვებთ ემილის სანახავად.
მამა:მგონი ეგ კარგი იდეა არაა.
ასეთ პასუხს არ მოველოდი და ვკითე:რატომ?
დედა: მე და მამაშენმა გადავწყვიტეთ, რომ ემილი ვიშვილოთ, თუ რა თქმა უნდა ის თანახმა იქნება.
მე:რა მაგარია, ესე იგი ემილიც ჩვენთან წამოვა?
დედა:ჰო. შეიძლება შვილად აყვანა ცოტათი გაჭიანურდეს, მაგრამ ერთი თვე არაფერი დაგვიგეგმავს.
მე:ასეთ საჩუქარს ვერ გამიკეთებდით.წავალ ემის ვეტყვი.
დედა:ჩვენც წავალთ შვილო. ხვალ გავიდეთ და ცოტა რაღაც-რაღაცეები ვიყიდოთ. დანარჩენს იქ გიყიდით.
მე:მოუთმენლად დაგელოდებით.
მშობლებს დავემშვიდობე და ზევით ავვარდი. დავინახე, რომ ემის ეძინა, მაგრამ ვერ მოვითმინე და გავაღვიძე.
_ემიი, მალე გაიღვიძე, რაღაც უნდა გითხრა.
_რა გჭირს მაილი, ხვალამდე ვერ მოითმენ?
_ვერა, მიდი გამოფხიზლდი და თავი შეიმაგრე, რომ არ შეწუხდე.
_რა ხდება?
_თუ გამოიცნობ?
_შენი აზრით გამოცანების თავი მაქ?
_კარგი, გეტყვი. შენ...ჩემთან ერთად...კალიფორნიაში მოდიხაარ(ბოლო სიტყვები მაღალ ხმაზე წარმოვთქვი). ემი კინაღამ საწოლიდან გადმოვარდა.
_რა?
_რა და..ჩემი მშობლები გიშვილებენ, ჩვენ დები გავხდებით და...თუ რა თქმა უნდა, თანახმა იქნები?(ეს სიტყვები უბრალოდ, ფორმალობისთვის ვუთხარი).
_მაილი, უნდა დავფიქრდე. ერთი წამით შეჩერდა, ვითომ ფიქრობდა და დაიყვირა:
_რა თქმა უნდა, თანახმა ვარ.
_მიყვარხაააარ.
_მე უფროო.
მე და ემილი დავწექით, მაგრამ რა დაგვაძინებდა. მთელი ღამე ვლაპარაკობდით ჩვენს მომავალ ცხოვრებაზე. მხოლოდ გამთენიისას ჩაგვეძინა და მალე მაღვიძარამაც დარეკა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მალევე ავდექით, მოვემზადეთ, საუზმისტვის პირი არ დაგვიკარებია. ჩემი მშობლების მოლოდინში წინ და უკან დავდიოდით. საბედნიეროდ, მალე მოვიდნენ და წავედით. მთელი დღე შოპინგში გავატარეთ.





ბოლოს, როგორც იქნა, დავამთავრეთ. ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ ფეხზე ვეღარ ვდგებოდი. სახლში მივედით. შენაძენები ერთხელ ისევ გადავათვალიერე და გამიკვირდა, ამდენი ხანი რას ვყიდულობდი-მეთქი, მაგრამ საერთო ჯამში მე და ემილი ძალიან კმაყოფილები ვიყავით. ახლა საბუთების მოგვარებაღა გვრჩებოდა, საბედნიეროდ, ერთ თვეში ყველაფერი მოვაგვარეთ, ბილეთებიც ავიღეთ და ერთ კვირაში ლოს ანჟელესშ უნდა გავფრენილიყავით.
ბავშვებო ისტორია ახლა იწყება და თუ გინდათ, გავაგრძელებ. თუ არ გინდათ, არც ეგ არაა პრობლემა.


კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 752 | დაამატა: smiler | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
4 - ავტორი: Miley_Miley
(მასალა) თარიღი: (2011-09-05 5:41 PM)




0



პასუხი
magariaaaaaaaaaaaaaaaaaaa