Love Is Louder Than The Pressure To Be perfect ♥ - 1 დეკემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 368

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 377

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 1 » Love Is Louder Than The Pressure To Be perfect ♥
9:42 PM
Love Is Louder Than The Pressure To Be perfect ♥
დილით ისე ტკბილად მეძინა, მაგრამ მგონი უკვე კარგად გაგაცანით ემილი. ჰოდა, რა თქმა უნდა, არ დამაცადა, ნახევარი საათი მაყენებდა. 
_ახლა რაღა მოხდა?_ნამძინარევი ხმით ვუთხარი. 
_შენ რა, ლოს ანჯელესში საძინებლად წამოდი? 
_არა ღამეები უნდა ვათიო. 
_რაღა ღამეა 12 დაიწყო. მიდი მალე ადექი და რამეს მოვიფიქრებ. 
_ხო კარგი._ბალიში ვესროლე და გავიდა, აბაზანაში შევედი, პირი დავიბანე, ხელზე ვიშორებდი ჯოს ნაწერს, მაგრამ ვერაფრით მოვახერხე(ნეტა ასეთი რა კალამი იყო). ბოლოს, თავი მივანებე, ჩავიცვი და ემილისთან გავედი. ის, როგორვ ყოველთვის, კომპიუტერთან იჯდა. 
_ახლა რაღა გაარკვიე შერლოკ ჰოლმს? რა მოხდა ბოლო 10 საათის განმავლობაში. 
_კონცერტი კრიტიკოსებს კარგად შეუფასებიათ, სხვა რავი, ისეთი არაფერი. მოიც... 
_რა? 
_ეს ჯო არაა? ვიღაც გოგოსთან ერთად დაუნახიათ გუშინ კონცერტის მერე. ბედნიერი ის გოგო. 
,,ოღონდ სახე არ ჩანდეს, ოღონდ სახე არ ჩანდეს''_გულში ვლოცულობდი. ემილი ჯერ-ჯერობით მშვიდად იყო, ე.ი. ყველაფერი კარგადა იყო, მაგრამ უცებ. 
_მგონი ამას შენნაირი შარვალი აცვია... ფეხსაცმელებიც._სურათებს ათვალიერებდა და ბოლოს მივიდა იქამდე, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა. ემილი ჩემსკენ შემობრუნდა. როგორი სახე ჰქონდა, ჯობია არ ნახოთ. 
_უფს_ძალით გავიღიმე მე... 
იმის მოყოლა აღარ მინდა, რა მოხდა მომდევნო წუთების განმავლობაში და რამდენი ხანი ვთხოვდი ემილის პატიებას იმის გამო, რომ არაფერი ვუთხარი, მერე კიდე გახარებული როგორ უღებდა ფოტოებს დემი ჩემს ხელს და ა. შ. მთავარი ჯერ კიდევ წინ იყო. პაპარაცებს მეტი რა უნდოდათ, ყველანაირად ცდილობდნენ, გაერკვიათ იმ ღამის დეტალები, მაგრამ არც მე და არც ჯოს კრინტი არ დაგვიძრავს. მე საერთოდ გარეთ არ გამოვდიოდი, ჯო კი კომენტარს ამ თემაზე არ აკეთებდა, რადგან ორივემ ვიცოდით, სიმართლე რომც გვეთქვა, მაინც არავინ დაგვიჯერებდა. კიდევ კარგი, დემი და ჯო არ დაშორებულან, რადგან ჩემს თავს დავაბრალებდი. სხვა მხრივ, ყველაფერი კარგად იყო, ცოტა პაპარაცები კი მიშლიდნენ ნერვებს, მაგრამ ცოტა ხანში ამასაც მივეჩვიე. 
ერთი კვირა გავიდა ჩვენი ლოს ანჯელესში ჩამოსვლიდან. რამდენი რამ მოხდა ამ ერთ კვირაში. აღარ გვინდა ჩაღრმავება, იმას გეყვით, რომ პაპარაცებისგან თავის დასაღწევად ემილიმ მოიფიქრა სხვა სასტუმროში გადავსულიყავით, მე პირველად ცხოვრებაში სიხარულით დავეთანხმე ამ იდეას და მეორე დღესვე მოვძებნეთ სასტუმრო ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში და გადავედით. რამდენიმე საათში მოვეწყვეთ, ცოტა დაღლილები კი ვიყავით, მაგრამ სამაგიეროდ პაპარაცებს თავს დავაღწევი, თორემ უკვე ყელში მქონდა ამოსული. როცა ყველაფერს მოვრჩით, ემილიმ მითხრა, ქვევით ჩავიდეთ და გავისეირნოთო. მეც დავთანხმდი. ჩავიცვი და ჩავედით. 
უკვე გავდიოდით, როცა შემოსასვლელ კარში ვიღაც შემოვიდა. არ დამიჯერებთ ვინ. თვით Mr ჯო :)) ემილიმ იმხელაზე გაიღიმა, შემეშინდა, ლოყები არ გაუსკდეს მეთქი და სიცილი დავიწყე. თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი, ემი უკვე მასთან იყო კალმით და ფურცლით ხელში. (როდის მოასწრო შოვნა, აზრზე არ ვარ). ჯომ ავტოგრაფი მისცა და რომ მორჩა ჩემსკენ მერე გამოიხედა. 
_შენ ის არ ხარ? 
_ჰო ის ვარ. შენ აქ რას აკეთებ? 
_იგივე უნდა მეკითხა. მე აქ კარგა ხანია ვარ. 
_მე დღეს გადმოვედი... ჰოტელში რა გინდა, სახლი ხომ გაქვს? 
_კი, მაგრამ მე და დემი დროებით აქ ვართ. 
_დემიც აქ არის?_საუბარში ჩაგვერთო ემილი, მე ვუჩქმიტე და გაჩუმდა. 
_ჰო აქ არის. აი ისიც_ინსტიქტურად ორივემ გავიხედეთ და დავინახეთ. დემი ჩვენთან მოვიდა. 
_ჯო ფანები არიან?_გაიღიმა და აკოცა 
მერე ისევ გამოგვხედა და მითხრა: 
_შენ ის ხარ, ბოიფრენდი რომ წამართვი, არა? ჰა ჰა. რას არ მოიგონებენ. ძალიან მიხარია შენი გაცნობა. იმედია დავმეგობრდებით. 
_იმედია_ჩემს მაგივრად თქვა ემილიმ. ისევ ვუჩქმიტე და გავიღიმე. 
_ჩვენი წასვლის დროა. 
_კარგი. საღამოს იმედია ისევ გვნახავ_მოგვაძახა დემიმ. 
სასტუმროდან გამოვედით. მთელი დღე ქუჩებში დავბოდიალობდით და ფოტოებს ვიღებდით. რა კარგია, როცა ხელს არავინ გიშლის, არავინ გაკრიტიკებს, იმას აკეთებ რაც გინდა და როგორც გინდა. იმ დღეს მართლა ასე ვიყავით. ერთი კვირის მანძილზე პირველად შევიგრძნე ის, რისთვისაც აქ ვიყავი ჩამოსული_სრული თავისუფლება. 
ჰოტელში საღამოს დავბრუნდით. ცოტა ვჭამეთ და კლუბში წასვლა გადავწყვიტეთ. მენეჯერს ვკიტხეტ, და არც ისე შორს მიგვასწავლა. ძალიან კარგი კლუბი იყო. ზუსტად ჩემი შესაფერისი.. იქაც ყველაფერი ისე იყო, როგორც მე მომწონდა. არავინ არავის უყურებდა, ასე ვთქვათ, ,,ყველა თავის სტიქიაში იყო''. ცოტა დავლიე და კიდევ უფრო კარგ ხასიათზე დავდექი. მერე ბევრი ვიცეკვე და სასტუმროში რომ დავბრუნდით, ფეხზე ძლივს ვიდექი. ფეხსაცმელები გავიძრე, ყველაზე დაბალძირიანი რაც გამაჩნდა ის ჩავიცვი. არ მეძინებოდა, ამიტომ სასტუმროს უკანა მხარეს, ბაღში ჩავედი, სადაც სიმყუდროვე იყო. ერთ-ერთ სკამეიკაზე ჩამოვჯექი, აიპოდი დავიჭირე და მუსიკებს ვუსმენდი. ბაღი დიდი იყო და ჩემს გარდა კიდევ ბევრი იჯდა, მაგრამ მე ხელს არავინ მიშლიდა, სანამ... 
_მაილი_ყვირილი არ გავიგონე. აშკარად ემილი იყო._მაილი_იმხელას ყვიროდა, ყველამ ჩვენსკენ გამოიხედა. 
_აქ ვარ_ვუპასუხე მე. 
_ვერ დაგინახე_ისევ ყვირილს აგრძელებდა. 
_მოდი აქ_ისეთი ხმით ვუთხარი, უსიტყვოდ მოვიდა და გალანძღვას დაელოდა, მაგრამ მისდა გასაკვირად, არაფერი მითქვამს, რადგან დავინახე დემი ჩვენთან მოდიოდა. გვერდით კი სელენა მოჰყვებოდა, უკან ჯო და ნიკი. 
_ასრულდა ყველა ფანის ოცნება_ჩავიცინე მე_მაგრამ მე რომ ფანი არ ვარ? 
_მე ვარ_კიდევ ერთხელ დავინახე ემილის ყურებამდე გაღიმებული სახე და... 
გინდათ გაგრძელება? 7კომენტარი თუ იქნება გავაგრძელებ. 



კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 130 | დაამატა: geosmiler | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6
6 - ავტორი: geosmiler
(მასალა) თარიღი: (2011-12-01 11:07 PM)




0
Spam


პასუხი
ვაიმე ბავშვებო რამდენი ხნის წინ ავტვირთე ეს რომ იცოდეთ. მინიმუმ სამი კვირის წინ. მეგონა აღარ გამოაქვეყნებდნენ. გავოცდი რო დავინახე. გავაგრძელებ ხო baka baka baka

5 - ავტორი: monco_smiler
(მასალა) თარიღი: (2011-12-01 11:05 PM)




0
Spam


პასუხი
აუ გააგრძელე რა. მაგარი იყო :))

4 - ავტორი: busuna
(მასალა) თარიღი: (2011-12-01 11:01 PM)




0
Spam


პასუხი
gagrdele kargia magram mal male dadee

3 - ავტორი: MiiLeeZz
(მასალა) თარიღი: (2011-12-01 10:16 PM)




0
Spam


პასუხი
Gaagrzelle malee <33

2 - ავტორი: jonas
(მასალა) თარიღი: (2011-12-01 10:12 PM)




0
Spam


პასუხი
dzalian kargia gtxov gaagrdzele

1 - ავტორი: verojonas
(მასალა) თარიღი: (2011-12-01 10:11 PM)




0
Spam


პასუხი
magaria gaagrdzele:)

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2016
Free web hosting - uCoz