Live like there's no tomorrow part 2 - 28 სექტემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 28 » Live like there's no tomorrow part 2
8:54 PM
Live like there's no tomorrow part 2
_ვინ და... შენ. 
ძალიან გაბრაზებული რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ გამეცინებოდა, მაგრამ ახლა არც გამღიმებია. 
_იცი რა? ხუმრობის ხასიათზე საერთოდ არ ვარ, მით უმეტეს_შენთან. 
_მერე ვინ გითხრა რომ ვხუმრობ? დღეს სელენამაც იგივე მითხრა, როცა ვუთხარი აღარ მიყვარხარ-მეთქი. სიმართლე ქალებს რატომ არ გჯერათ? 
_სიმართლე და ტყუილი რაცაა, ვხვდები. მე წავედი და იცოდე, სელენას ბოდიშს მოუხდი. 
_გეტყობა, კარგად ვერ ხვდები. 
ნიკმა ხელი მომკიდა და მაკოცა. 

 იმწამსვე გავაშვებინე და ისე გავარტყი, ხელი მე თვითონ მეტკინა. ნიკს გაეცინა. 
_რეაქციაც ამას ჰქვია. 
ყველაზე მეტად ის მაბრაზებდა, რომ იცინოდა. 
_შენ..._სიტყვა ვერ მოვიფიქრე, რომ გამელანძღა. ნიკი ისევ იცინოდა. ვერაფერი მოვიფიქრე, და გადავწყვიტე გამეტარებინა. 
_ჩავთვალოთ, რომ არაფერი მომხდარა. იცოდე, სელენას ბოდიში მოუხადე_ეს სიტყვა უკვე მერეამდენედ ვთქვი, ვეღარ ვითვლიდი. გასასვლელისკენ წავედი ნიკი გამომყვა და გამაჩერა. 
_მაპატიე, შენი გაღიზიანება არ მინდოდა. რაც გითხარი, სიმართლეა. უკვე დიდი ხანია, მიყვარხარ, მაგრამ ვერ გეუბნებოდი. მე და სელენა ერთად აღარ ვართ, ამიტომ ხელს აღარაფერი გვიშლის. 
_აღარაფერი? მერედა ვინ გითხრა, რომ ხელს რამე გვიშლიდა? მე არ მიყვარხარ და რა მნიშვნელობა აქვს, ვის ხვდები და ვის არა? ჩემი მეგობრის შეყვარებული არასოდეს შემიყვარდება. 
სახლიდან გამოვედი და მანქანაში ჩავჯექი. თან ნიკის სიტყვებზე ვფიქრობდი:,, არაფერი გვიშლის ხელს’’. ცხოვრებაში პირველად გავიფიქრე, რომ ნიკი მომწონდა, მაგრამ იმ წუთშ ვიუარე. ,,რა სისულელეებს დიქრობ მაილი. ნიკი შენს საუკეთესო მეგობარს უყვარს, შენ უფლება არ გაქვს, შეიყვარო. ამ ფიქრებში გართული მივუახლოვდი სახლს. საათს შევხედე_6 იყო. მამა 12-მდე არ მოდიოდა, ამიტომ არ ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა. დემის დავურეკე. 
დემი:მაილ, ახლა ვაპირებდი შენთან დარეკვას. თუ დრო გაქვს, ჩემთან გამო, სელენაც აქაა. 
მე:სელენაც? როგორაა? კარგი გამოვალ? 
დემი:კარგადაა. გელოდები. 
გამოვიცვალე 

მანქანის მართვა მეზარებოდა და თავი მძღოლს წავაყვანინე. 
დემისთან ჯოც იყო, მაგრამ ყველაზე მეტად ნიკის დანახვა გამიკვირდა. 
სელენამ რომ დამინახა, ჩემსკენ გახარებული წამოვიდა. 
_მე და ნიკი შევრიგდით. თურმე ხუმრობდა, არადა ისეთი სერიოზული იყო. ნამდვილი პროფესიონალია(ნიკი მსახიობი იყო). 
_რა მაგარია_სელეს გადავეხვიე. რაღაცნაირად ცოტა ხნის წინ მომხდარის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, მაგრამ ჩემი რა ბრალი იყო. კიდევ კარგი, ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა და არაფრის გარკვევა აღარ მოგვიწევდა. 
იმ დღეს ბევრი ვიმხიარულეთ. ნიკიც ბოლომდე ჩვენთან იყო. ახლა აღმოვაჩინე, რომ არც ისე ცუდი ადამიანი ყოფილა, როგორიც მეგონა. ხასიათით ჯოს ვერ შეედრებოდა, მაგრამ თვითონაც საყვარელი იყო. ბოლოს ძალიან დავიღალეთ და მე და სელენამ წასვლის სურვილი გამოვთქვით. წაყვანა ნიკმა შემოგვთავაზა, რადგან მანქანები არც ერთს არ გვყავდა. ჯო დემისთან დარჩა. ჯერ სახლში სელენა მივიყვანეთ. მანქანიდან გადმოვედით და შევაცილეთ, მალევე გამოვბრუნდით და მანქანაში ჩაჯდომას ვაპირებდი, მაგრამ ნიკმა გამაჩერა. 
ნიკი:უნდა გელაპარაკო. 
_მეც. რაც გააკეთე შეცდომა იყო. ისე მოვიქცეთ, ვითომ არაფერი მომხდარა, თორემ სელენას თვალებში ვეღარ ვუყურებ. 
_მე რაც გითხარი, მართლა სიმართლეა. სელენას შენს გამო შევურიგდი. ვიცი. შენთვის თქვენი მეგობრობა რამდენად მნიშვნელოვანია. 
_ნურაფერს ნუ მეუბნები, კარგი? მიხარია, რომ ხვდები, ჩვენი მეგობრობა რამდენს ნიშნავს. არ ღირს მისი უბრალო გატაცების გამო გაწირვა. 
_ეს უბრალო გატაცება არ არის, მე მართლა მიყვარხარ. 
_ნიკ, ნუ ამბობ მაგას კარგი? ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც არის. 
_როგორც შენ იტყვი, მაგრამ იმის უფლება მომეცი, რომ უკანასკნელად გაკოცო. 
პასუხს არ დალოდებია, მოვიდა და მაკოცა. ერთი წამით მეც ავყევი. მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ მის მიმართ არაფერს ვგრძნობდი, მაგრამ ვერაფერშიც ვერ დავრწმუნდი... 
ნიკმა სახლში მიმიყვანა. ძალიან დაღლილი ვიყავი. თავი ძლივს ვაიძულე, რომ შხაპი მიმეღო და ისე დავწექი, მამა არც გამხსენებია. უკვე ლოგინში ვიყავი, რომ მომაგონდა და დავურეკე. 
_მამა სად ხარ? უკვე გვიანია. 
_დღეს არ მოვალ. ხვალ დილიტ გავთავისუფლდები. შეხვედრაზე ვარ. 
_ღამის 1საათზე? 
_საქმე არ იცდის. დაიძნე გკოცნი. 
_მეც. 
ტელეფონი გავთიშე. მერე კი გავიფიქრე მამაჩემი რაღაც უცნაურად იქცევა-მეთქი. გადავწყვიტე, ხვალ დავლაპარაკებოდი და დავიძინე. 
დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა.დემი იყო. 
_რა იყო დემ? რომელი საათია? 
_მაილი. საშინელება მოხდა. 
_რა მოხდა დემ? ნუ მაშინებ. 
_სელენამ ვენები გადაიჭრა
.
 

კომენტარები არ დაგავიწყდეთ)))
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 169 | დაამატა: geosmiler | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 111 2 »
11 - ავტორი: nucanuca
(მასალა) თარიღი: (2011-09-29 5:45 PM)




0
Spam


პასუხი
dzalian magariaaaaa ;* dges dade gtxov

10 - ავტორი: sofio
(მასალა) თარიღი: (2011-09-29 5:08 PM)




0
Spam


პასუხი
selenam venebi gadaichra aaa aaa aaa aaa aaa aaa

9 - ავტორი: mari_miley
(მასალა) თარიღი: (2011-09-29 3:14 PM)




0
Spam


პასუხი
male dade tu ginda rom ar migklaaaa maeeeeeeeeeeeele

8 - ავტორი: geosmiler
(მასალა) თარიღი: (2011-09-29 3:07 PM)




0
Spam


პასუხი
axla ver movaxerxeb da mogvianebit davdeb

7 - ავტორი: LaTiNGirL
(მასალა) თარიღი: (2011-09-29 3:02 PM)
6 - ავტორი: Gomez
(მასალა) თარიღი: (2011-09-29 8:28 AM)




0
Spam


პასუხი
gaaaagrdzeleee

5 - ავტორი: Little_Lamb
(მასალა) თარიღი: (2011-09-28 10:45 PM)




0
Spam


პასუხი
gaagrdzelee :****

4 - ავტორი: demisumagresifani
(მასალა) თარიღი: (2011-09-28 10:32 PM)




0
Spam


პასუხი
au ra magaria ara umagresia daglija male - male dade ra

3 - ავტორი: Bella_Cullen
(მასალა) თარიღი: (2011-09-28 9:44 PM)




0
Spam


პასუხი
au gemdarebi rac sheidzleba male dade gtxov

2 - ავტორი: busuna
(მასალა) თარიღი: (2011-09-28 9:41 PM)




0
Spam


პასუხი
au dade ra chqaraaa

1-10 11-11
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2017
Free web hosting - uCoz