Live like there's no tomorrow Part 15 - 12 ოქტომბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 12 » Live like there's no tomorrow Part 15
6:36 PM
Live like there's no tomorrow Part 15
სტუდიაში მივედით და რეჟისორმა ყველა მსახიობი ერთმანეთს გაგვაცნო. ერთ-ერთ როლს ტეილორი(სვიფტი) ასრულებდა. სხვებს რა ჩამოთვლის... მოკლედ, კარგა ხანს გველაპარაკა და ჩვენი როლები გაგვაცნო, მერე ყველას სცენარი დაგვირიგა და გვითხრა, ერთი კვირა გაქვთ დრო, რომ თქვენი სიტყვები კარგად ისწავლოთო. სხვებს რა უჭირდათ, მაგრამ ჩემი და ლიამის ტექსტი ძალიან დიდი იყო და ერთ კვირაში მისი სწავლა გამიჭირდებოდა, მაგრამ სხვა რა გზა იყო. 
რეჟისორი:ერთ კვირაში გელოდებით და იცოდეთ, კარგად ისწავლეთ. ახლა შეგიძლიათ წახვიდეთ, მხოლოოდ მაილი დარჩეს.
გამიკვირდა, რა უნდოდა, მაგრამ არაფერი მითქვამს. ლიამმა მითხრა, გარეთ დაგელოდებიო და გავიდნენ.
რეჟისორი: მაილი, ხომ იცი, ყველაზე რთული სამუშაო შენ გელის. ერთდროულად ფილმისთვის მომზადება და სიმღერების ჩაწერა რთულია, მაგრამ შენი იმედი გვაქვს. ღამის გათენებაც რომ მოგიწიოს, ყველაფერი უნდა მოვასწროთ. რაც შეეხება შენს სიმღერებს, ერთი იდეა მაქვს. ალბათ იცი, რომ ჰოლივუდ რეკორდსმა ახალი კონკურსი გამოაცხადა. გამარჯვებული მასთან ითანამშრომლებს. მგონი კარგი იქნება, თუ მონაწილეობას მიიღებ და სიმღერების სფერო მოგვარებული გვექნება, რადგან დარწმუნებული ვარ, გაიმარჯვებ.
_მე კარგად არ ვიცი. რომ ვერ მოვახერხო?
_ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. იქ ნამდვილად არაა ისეთი კონკურენცია, როგორიც აქ იყო, რადგან დამწყებ მომღერლებს ეძებენ. ქასთინგი დღესაა დანიშნული, ამიტომ ცოტა დრო გაქვს. რაც ჩვენ გვიმღერე, იქაც ის შეასრულე და კიდევ ერთი სიმღერა დაამატე, კარგი?
_კარგი შევეცდები.
_ძალიან მიხარია, აი ასე. ახლა კი გაიღიმე და დაძაბულობა არ დამანახო.
მე გავიღიმე და გამოვედი. ლიამი მანქანაში იჯდა და ტეილორიც მასთან იყო.
ტეილორი:აბა, როდის მივდივართ ჰოლივუდ რეკორდსში ქასთინგზე?
_თქვენ რა, იცოდით?
_რეჟისორი რამეს გამომაპარებდა? მიდი სახლში გადი, სწრაფად გამოიცვალე და გამოგყვებით.
_კარგი.
ლიამმა სახლში მიმიყვანა, ჩავიცვი, მამას დავურეკე და გავაფრთხილე და სწრაფადვე გამოვბრუნდი. სტუდიაში მალე მივედით. ქასთინგზე ბევრი გოგო-ბიჭი იყო, მაგრამ რეჟისორის სიტყვების გამო არ მინერვიულია, თანაც ვიცოდი, რამდენიმე მომღერალი უნდა აეყვანათ, ამიტომ დიდი შანსები მქონდა.
ქასთინგზე 5-5 შეჰყავდათ. მე ბოლოსწინა ხუთეულში ავღმოჩნდი, ამიტომ საღამომდე იქ მომიწია დგომა. კიდე კარგი, მარტო არ ვიყავი, თორემ მოწყენილობით მოვკვდებოდი. როგორც იქნა, მოვიდა ჩემი რიგი და 4გოგოსთან ერთად შემიყვანეს. ჟიურის წევრები გადავათვალიერე. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა იქ ნიკი დავინახე. თავი დახრილი ჰქონდა და ლეპტოპში რაღაცას წერდა, მაგრამ მაშინვე ვიცანი. სიას კითხულობდა და ჩემს სახელზე რომ მივიდა, გაკვირვებულმა ამოიხედა. ეტყობა, მასაც ძალიან გაუკვირდა ჩემი იქ დანახვა. რამდენიმე წამი ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით, ისე, რომ არც ერთს არ დაგვიხამხამებია(ორი ჯიუტი :D). როგორც იქნა, თქვა, რომელი დაიწყებთო. ყველას შეეშინდა, ამიტომ ისევ მე გამოვთქვი სურვილი. მელოდია ჩართეს. თავი ამაყად ავწიე და 7Things ვიმღერე, რომლის ტექსტი ასეთი იყო:
ჯობდა ამაზე არ მელაპარაკა
მაგრამ ზოგჯერ მეშინია
როცა ვიხსენებ ჩვენს ყოფილ ურთიერთობას
ყველაფერი კარგად იყო

მაგრამ როგორღაც ყველაფერი დაიმსხვრა
ამაზე არ შემიძლია არ ვინერვიულო
ახლა ვდგავართ წვიმის ქვეშ
არაფერი არ შეიცვლება სანამ შენ კარგად არ მომისმენ

7 რამ რაც შენში მძულს...

შენ ცარიელი, არასერიოზული, გამოუსადეგარი ხარ,
შენ ისე გიყვარვარ როგორც ის
შენ მაიძულებ სიცილსაც და ტირილსაც
მე არ ვიცი შენი რომელი მხარე ავირჩიო.

შენი მეგობრები იდიოტები,
როცა მათსავეთ იქცევი ძალიან მტკივა გული
მე მინდა ვიყო იმასთან ვისაც კარგად ვიცნობ,
და ყველაზე საშინელი რამ რაც შენში მძულს

შენი შენი თავის შეყვარება მაიძულე...

უხერხული სიჩუმეა, ვზივარ და ველოდები
როდის მთხოვ პატიებას,
თუ გულით მეტყვი მაშინ დაგიჯერებ
მაგრამ თუ ამას ტელეფონზე მომწერ მაშინ მეხსიერებიდან წაგშლი

მოდი პირდაპირ გეტყვი
მე შენ არ დაგიბრუნდები რადგან შენ
გადადგი 7 ნაბიჯი

7 ნაბიჯი რომელიც შენში მძულს

შენ ცარიელი, არასერიოზული, გამოუსადეგარი ხარ,
შენ ისე გიყვარვარ როგორც ის
შენ მაიძულებ სიცილსაც და ტირილსაც
მე არ ვიცი შენი რომელი მხარე ავირჩიო.

შენი მეგობრები იდიოტები,
როცა მათსავეთ იქცევი ძალიან მტკივა გული
მე მინდა ვიყო იმასთან ვისაც კარგად ვიცნობ,
და ყველაზე საშინელი რამ რაც შენში მძულს

შენი შენი თავის შეყვარება მაიძულე...

შენი დადებითი მხარის დახასიათება დიდ დროს წაიღებს
ასე რომ უბრალოდ გეტყვი იმ 7 რაღაცას რაც შენში მომწონს...

შენი თმები, შენი თვალები, შენი ძველი Levi's
როცა მკოცნი მაჰიპნოზებ,
შენ მაიძულებ მაცინო და მატირო
მე გადავწყვიტე რომ შენი ორივე მხარე კარგია.

შენი ხელი ჩემზე, როცა ერთად ვართ ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება

და 7 ყველაზე კარგი რამ რაც შენში მომწონს

შენ შენი თავის შეყვარება მაიძულე.
სიმღერა დავამთავრე. ნიკს ეტყობოდა, რომ ყველაფერს მიხვდა.
_ძალიან კარგი._თქვა ვიღაცამ_დაგველოდეთ, და გეტყვით, თუ გადახვედით შემდეგ ტურში.
დავემშვიდობე და გამოვედი. ლიამთან და ტეისთან მივედი და გავაგებინე, რომ ნიკი იქ იყო. ტეის ძალიან გაუხარდა, რამდენი ხანია არ მინახავს ნიკი, ახლა მაინც ვნახავო.
ტეილორი:ისე ძალიან მიკვირს, როგორ დაშორდი. ნეტავ მე ვყოფილიყავი შენს ადგილას, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა.
რაღაც არ მესიამოვნა მისი ეს სიტყვები, მაგრამ არაფერი მითქვამს. რამდენიმე წუთში ქასთინგი დამთავრდა და დაგვიძახეს. გავიგე, რომ მეორე ტურში გადასული ვიყავი. გამოვბრუნდი და ის იყო წასვლას ვაპირებდით, რომ ტეიმ აიჩემა, ნიკი უნდა ვნახოო და დაველოდეთ. როცა დაინახა, გამოდიოდა, მაშინვე მისკენ გაექანა და ჩაეხუტა. ისიც ძალიან გახარებული ჩანდა.
სახლში რომ მივედი, მაშინვე ჩემი სიმღერების დათვალიერება დავიწყე, რომ მეორე ტურისთვის მომემზადებინა. ,,Can’t be tamed’’ ავარჩიე და რამდენჯერმე ვიმღერე. ბოლოს, როცა ჩემი თავით დავკმაყოფილდი, შევწყვიტე სიმღერა და საათს რომ შევხედე, კინაღამ გავაფრინე_ღამის სამი საათი იყო. ასე გვიან არასოდეს დავწოლილვარ, მაგრამ ჯერ სად მქონდა დაწოლის დრო. სცენარის ნაწილი მაინც ხომ უნდა მესწავლა. რამდენიმე გვერდი წავიკითხე, მაგრამ ისე დაღლილი ვიყავი, ტვინში არაფერი შემდიოდა, ამიტომ თავი დავანაბე და დავიძინე.

 
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 1008 | დაამატა: geosmiler | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7
7 - ავტორი: MaR_Selly
(მასალა) თარიღი: (2011-10-12 11:02 PM)




0



პასუხი
dzaan kaia smile ar shetsyvito smile