Just in love <3 - 1 დეკემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 1 » Just in love <3
3:59 PM
Just in love <3
რამდენიმე დღეში უკვე ჰავაიზე ვიყავი. ყველაფერი კარგად იყო. ლიზამ ყველაფერი მომიგვარა_ბინაც, რესტორანიც, მძღოლოც. მოკლედ, არაფერზე ზრუნვა არ დამჭირდებოდა. როცა დავბინავდი, ლიზამ დამირეკა და მითხრა:
_მაილი, როგორ მოეწყვე?
_კარგად და შევეცდები, რაც შეიძლება მალე ვიპოვო ტეილორი და ინტერვიუ ჩავწერო.
_ეგ არც ისე ადვილია. ხშირად არ ჩნდება საზოგადოებაში. გარეგნულადაც არ ვიცი, როგორ გამოიყურება. არც ინტერნეტშია მის შესახებ ხელმოსაჭიდი ინფორმაცია. ასე რომ, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული.
_ვეცდები როგორმე მოვახერხო. გარეგნობა რომ არ ვიცი, საქმეს ართულებს, მაგრამ არა უშავს.
_მომწონს შენი ენთუზიაზმი. რამდენიმე დღე შეგიძლია დაისვენო და მერე შეუდგე საქმეს. მთელი ზაფხული შენს ხელთაა.
_დიდი მადლობა ლიზა ასე რომ ზრუნავთ ჩემზე. შევეცდები არ გაგიცრუოთ იმედები.
_აბა შენ იცი. გაერთე, მაგრამ საქმეც არ დაგავიწყდეს.
ტელეფონი გავთიშე, მერე გამოვიცვალე და გადავწყვიტე სანაპიროზე გავსულიყავი. მშვენიერი ამინდი იყო, ამიტომ ცოტა ცურვა და გარუჯვა არ მაწყენდა. მზისგან დამცავი კრემი ავიღე, ქუდი დავიფარე და წავედი.

სანაპიროზე ბევრი ხალხი იყო, მაგრამ ამას ჩემთის ხელი არ შეუშლია. რომელი სელებრითი მე ვიყავი, რომ პაპარაცებს დავეფიქსირებინე. მშვიდად ვიცურავე კარგა ხანს, მერე კი პლაჟზე ერთ ადგილას წამოვწექი გასარუჯად. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიწექი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ვიღაცის ხმამ გამომაფხიზლა.
-უკაცრავად.
თავიდან ვერ მივხვდი, მე რომ მეუბნებოდნენ და მშვიდად ვიყავი, მაგრამ ისევ რომ გავიგონე ხმა, ქუდი სახიდან მოვიხსენი და მივიხედ-მოვიხედე. ახლო-მახლო ჩემს გარდა ერთი ადამიანი იყო(სავარაუდოდ ის ვინც მეძახდა).
_მე მითხარით რამე?_შევხედე უცნობს, რომელიც აი ასე გამოიყურებოდა.

_ჰო თქვენ.
_რა?
_იწვებით.
_რა?_უცებ წამოვხტი და ფეხებზე დავიხედე, რომლებიც მთლად გაწითლებული მქონდა. ასე როგორ გამოვშტერდი, რომ ვერ მივხვდი, თუ ვიწვებოდი. ფეხები ცოტათი მეწვოდა, ამიტომ გასახდელ ჯიხურამდე, რომელიც სანაპიროსთან იყო, ძლივს მივაღწიე. ჩავიცვი და გამოვბრუნდი, უმადურად რომ არ გამომსვლოდა, მადლობა გადავუხადე, თან გულში ჩემს თავს ვლანძღავდი:
,,რა სულელი ხარ მაილი საირუს. რამ გაგთიშა ასე. საერთოდ რა მინდოდა პლაჟზე აქ გასართობად ხომ არ ჩამოვსულვარ.''
თან მოვდიოდი და თან. ისეთ გაბრაზებული ვიყავი, ეტყობა სახეზეც შემეტყო, რადგან იმ უცნობმა, რომელიც იგივე მიმართულებით მოდიოდა, კიდევ ერთხელ გამაჩერა და მითრა:
_კარგად ხარ?
_მეტყობა?_ფეხებზე დავიხედე_ასე როგორღა ვიმუშავებ._ისე ვუთხარი, ვითომ დიდი ხნის ნაცნობი ყოფილიყო.
_მუშაობ?_გაკვირვებულმა შემომხედა._რამდენი წლის ხარ?
_რა მნიშვნელობა აქვს.
მხრები აიჩეჩა და ახლა ეს მკითხა:
_რაზე მუშაობ?
პასუხი იგივე იყო. კიდევ ერთი კითხვა:
_შემიძლია რამით დაგეხმარო?
ეს ადამიანი, რომელიც აშკარად განებივრებული იყო, უკვე ნერვებს მიშლიდა. ,,რა მისი საქმეა''_გავიფიქრე, მაგრამ ხმამაღლა ეს ვუთხარი:
_თუ არ იცნობ ახალგაზრდა ბიზნესმენ ტეილორ ლოტნერს, ვერაფრით დამეხმარები. კარგად ბრძანდებოდეთ_ვუთხარი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ არაფერი არ ეცოდინებოდა. თურმე შევცდი, მაგრამ არა იმაში, რომ არაფერი არ იცოდა, არამედ იმაში, რომ თავს დამანებებდა.
_რატომ ეძებ ტეილორ ლოტნერს?_ახლა ეს მკითხა, ცოტა გაოცებული სახით.
_დაკითხვაზე ხომ არ ვარ, ბოლოს და ბოლოს?
_არა, უბრალოდ მაინტერესებდა. მეც ვეძებ და.
ამის შემდეგ მე თვითონ დავუსვი კითხვა:
_შენ რატომ ეძებ?(უკვე აღარსად მეჩქარებოდა).
_ჯერ მე გკითხე.
_ჰო კარგი. არ ვიცი, შენ რატომ გეუბნები, მაგრამ... ტელეკომპანიაში მინდა მუშაობის დაწყება და სანამ მისგან ინტერვიუს არ ავიღებ, არ მიმიღებენ. შენ?
ცოტა ხანს დაფიქრდა, მერე კი ისე მიპასუხა, თითქოს ტავის ნათქვამში თვითონვე ეპარებოდა ეჭვი:
_რა დამტხვევაა. მე მოყვარული ფოტოგრაფი ვარ. ფული არ მაკლია, უბრალოდ ზაფხულზე ასე ვერთობი-ხოლმე და ტეილორის პაპარაცული ფოტოები მჭირდება, ხომ ხვდები? შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ.
_დარწმუნებული ხარ? დაგიჯერო?
_სხვა ვარიანტი გაქვს?
მართლა არ მქონდა სხვა ვარიანტი, რადგან ჩანდა, რომ მან ჩემზე ცოტათი მეტი მაინც იცოდა, ამიტომ ვუთხარი.
_ერთ გუნდში ვართ. ახლა წავედი და შენი ნომერი მითხარი, რომ დაგიკავშირდე.
_სად ცხოვრობ?
_Hapuna Beach Prince Hotel-ში.
_მე კოტეჯი მაქვს, სანაპიროსთან ახლოს. თუ გინდა, ჩემთან გადმოდი და სასტუმროში ქირის გადახდა აღარ მოგიწევს
_ქირას ისედაც არ ვიხდი.
_მაშინ ისე გადმოდი. მოპატიჟებად ჩათვალე.
_რატომ უნდა მივიღო მოპატიჟება სრულიად უცნობი ადამიანისგან?
_ჩვენ ხომ პარტნიორები ვართ. იღებ მოპატიჟებას პარტნიორო?
_კარგი პარტნიორო_გამეცინა მე.
_სახელის კიტხვა სულ დამავიწყდა პარტნიორო.
_მაილი და პარტნიორს ნუ მეძახი, ვუდად ჟღერს. შენ?
_ჯო.
_ძალიან კარგი.
_დღეს მოგაკითხავ და ბარგს გადმოგატანინებ. ოკეი?
_ოკეი. წავედი ახლა, თორემ ფეხზე წვამ მომიმატა, რაიმე უნდა წავისვა.
სასტუმროში მივედი, ცივი შხაპი მივიღე და ტანზე მალამო წავისვი, რომელმაც ტკივილი ცოტათი დამიყუჩა. საღამოს...

მგონი საკმაოდ დიდი თავი იყო. თუ მოგეწონათ, იცით რა უნდა გააკეთოთ.

კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 620 | დაამატა: monco_smiler | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
6 - ავტორი: __mariami
(მასალა) თარიღი: (2011-12-01 11:16 PM)




+1



პასუხი
mee dzaliaan momwoonss.. : ** cheemi xaatrrit gaagrdzele ; *da ratqmaunda sxveebisaac biggrin