ერთადერთი... - 12 მაისში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » მაისი » 12 » ერთადერთი...
12:13 PM
ერთადერთი...
ქუჩაში მივდიოდი…მზის სხივები სახეზე მელამუნებოდა.სუსტი ნიავი კი თმას ჰაერში მიფრიალებდა(თავი ტოპ მოდელი მეგონა)ჩემს საყვარელ სიმღერას ვუსმენდი და არ მაინტერესებდა ირგვლივ რა ხდებოდა.უცებ ჩავფიქრდი…ნეტა არ გამხსენებოდა,ხვალ სკოლის სასადილოში მორიგე ვიყავი(საიდან მოთხრიან ხოლმე ამ უაზრო წესებს)იდექი იდიოტივით და ჩემზე იდიოტ სხვა მოსწავლეებს დაარიგე სად ჩაყარონ ნაგავი|-(

მოკლედ სახლში ნერვებმოთხრილი მივედი.მერე კომპთან დავჯქი,დღიურში ჩავწერე,მაგრამ ის საშინელი მორიგეობა რომ მახსენდებოდა…

მეორე დღეს ისე ჩავიზმანე თითქოს პოდიუმზე უნდა გავსულიყავი.”მენაგვეც ზმანზე უნდა იყოს”-მეთქი გავიფიქრე და მე თვითონაც გამეცინა .სკოლაში რომ მივედი, სკეიტი ძლივს შევტენე ჩემს კარადაში,დერეფანში მივდიოდი და მოახლოებულ აღსასრულზე ვფიქრობდი…პირველი გაკვეთილი ისე დამთავრდა, რას ხსნიდა მასწავლებელი ვერ გავიგე,ბოლოს გამიძახა და ზარი რომ არ დარეკილიყო უეჭველი ორს ავირტყავდი.”ეს უბრალო მორიგეობაააა”-ვამშვიდებდი ჩემს თავს.სასდილოში შევედი, იდიოოტური ფორმა მეცვა,იდიოტურად გამოვიყურებოდი და ასევე იდიოტური სახის გამომეტყველება მქონდა.ბავშვები ისე მიყურებდნენ,გეგონება მართლა იდიოტი ვიყავი(თუ ვიყავი?)უცებ დავინახე ჩემსკენ მომავალი სამი ბიჭი,უკან გოგოები ზომბებივით მოყვებოდნენ.”ესღა მაკლდა”-გავიფიქრე გონებაში.ამ სამი ბიჭიდან ერთს მართლა სიამოვნებდა ყურადღების ცენტრში ყოფნა.

-აბა სად ჩავყარო ნაგავი?-მკითხა

-თავზე დამაყარე-ვუთხარი უხეშად,რადგან მხოლოდ ბრმა ვერ დაინახავდა უზარმაზარ სანაგვეებს ,რომლებიც თითქმის მთლიანად მფარავდა.

-ბიჭს გაეცინა.

რაღაც სხვა რეაქციას მოველოდი.როგორც იქნა გავიდა ეს ნახვარი საათიც,წყნარად გამოვედი სასადილოდან,არადა ერთი სული მქონდა იქაურობას მოვშორებოდი.

-თქვეენი სახელი მაჩუქეთ

გავიგონე ხმა ,როდესაც დერეფანში მივაბოტებდი.უკან მივიხედე და ის დებილი დავინახე(ასე ვეძახდი სანამ სახელს გავიგებდი)

-ეგ ტერმინი რო მოძველდა და აღარ მოქმედებს გოგოებზე არ იცი?-ვუთხარი

-იმაზე განვითარებული ტვინი გქონია,ვიდრე მოველოდი

-მართლაა?მაშინ წადი და შენნაირ განუვითარებლებს სთხოვე სახელი გაჩუქონ.

მას ისევ გაეცინა, მე კი წინ წავედი,ზუსტად ისევე გამოვტენე სკეიტი,როგორც დილით შევტენე და სახლისკენ წავედი.

გზაში სულ იმ დებილზე ვფიქრობდი.”გაჩერდი”-ჩემს თავს დავუწყე ლაპარაკი,რაც არც თუ ისე კარგის მომასწავლებელია.ნეტავ რატომ ვიჭყლეტდი ტვინს მასზე ფიქრით,ალბათ იმიტომ,რომ მასაც ისევე მოვეწონე,როგორც მე ის.როცა ამის შესახებ ჩემს თავს გამოვუტყდი,შემრცხვა.არა მასზე აღარ ვიფიქრებ,ერთი თავში ავარდნილი ბიჭია,რომელსაც მთელი სკოლის გოგოები ფეხვეშ ეგებიან.არა მე არ შემეფერება.

შაბათის ერთი ჩვეულებრივი დილა გათენდა.მე და ჩემს დაქალს-ანის ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ გვქონდა დაგეგმილი გასეირნება,ამიტომ სულ არ გამკვირევბია როცა დამირეკა.

-როგორ ხარ?

- არც აქეთ,არც იქით-ვუპასუხე

-რა ვქნათ წავიდეთ გასასეირნებლად?

-აბა რაა ,უნდა განვიტვირთო გუსინდელი დღის შემდეგ

-რას გულისხმობ?

-მოგიყვები,მოკლედ ექვსისთვის შევხვდეთ OK?

-OK

ანიმ გული გამიწყალა დაკითხვით,არ სჯეროდა ,რომ მხოლოდ მორიგეობის გამო ვიყავი "გრანდიოზულ”ხასიათზე.ბოლოს მაინც გადავწყვიტე მეთქვა.

-რააა?-გაკვირვებით წამოიძახა ანიმ

-ხოო მოკლედ,იქიდან გამომდინარე,რომ სულ მასზე ვფიქრობ და მისი სახელიც კი არ ვიცი იმას ნიშნავს…

-რომ მოგწოოოონსს!!!-დამასწრო ანიმ

-ხო კარგი ნუ დაიწყებ……..

როცა ანს გამოვემშვიდობე და სახლისკენ წამოვედი. გზაში ჩემი დებილი დავინახე(ოჰო უკვე ჩემს დებილს ვეძახი)იმანაც დამინახა და ისევ უკან გაიიხედა,თითქოს არც ვუნახივარ.ისე გავმწარდი რამის გავეკიდე და სათითაოდ დავაცალე თმა.მე მასზე ფიქრით თავს ვიხეთქავდი და მაგ მართლა დებილმა გამარჯობის ღირსადაც არ ჩამთვალა.

მეორე დღეს სკოლაში "ნივიჟუების” სერია წავიდა.გაკვეთილების შემდეგ კი როცა გზაზე ჩემივე სკეიტით რამის მაქანას შეუვარდი,უკნიდან ვიგაცამ მომქაჩა და ტროტუარზე მომისროლა.გონზე რომ მოვედი,თავზე "ის”მედგა და მასულიერებდა.97-ე "ნივიჟუს”დასასრული-ჩავიბურტუნე.იმხელაზე გადაიხარხარა, თავი უარესად ამატკია.სახლამდე რომ მიმაცილა,ვკითხე:

-რა იყო ვითომ ეხლა ეგ?

-რას გულისმობ?

-რას და გუშინ გამარჯობაც რომ არ მითხარი

-რა გინდოდა რო მეთქვა?

-და რატო არ უნდა მდომებოდა?-ვუთხარი გაკვირვებულმა

-რავიცი მაშინ სასადილოში ისე მელაპარაკე,შემეშინდა თავსი არაფერი დამარტყას მეთქი.

გამეცინა.

-ისა….

-მოდი გამოვიცნობ,გინდა რომ კინოში დამოატიჟო,ან კაფეში წამიყვანო ხომ?

-იმაზე განვითარებული ტვინი გქონია,ვიდრე მეგონა

უცებ ჩვენი პირველი შეხვედრა გამახსენდა.

-აღარ მითხრა ეგეთი რაღაც,თორე მართლა რაღაცას დაგარტყავ

-კარგი როგორც გინდა-გაეცინა

მეორე დღეს დილიდანვე დავიწყე მზადება.რა ჩამეცვა ვერ მოვიფიქრე.ბოლოს ისევ ჯინსის სარვალი და მაისური ჩავიცვი,კაბის და მაღალქუსლიანების ნერვები არ მქონდა.იდიოტივით დავდიოდი წინ და უკან,სანამ ტელეფონზე ზარი არ გაისმა.ის იყო და ზუსტად ახლა მოვტვინე რომ მისი სახელი არ ვიცოდი.”აი დებილი”-გავიფიქრე ჩემს თავზე.როგორც კი ეზოში ჩავედი,მივხვდი რაღაც ვერ იყო რიგზე.

-რა მოხდა?-ვკითხე როცა მანქანაში ჩავჯექი და უზარმაზარი ჩანთა დავინახე

-მივდივარ-მითხრა რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ

-რაა?-ძლივს ამოვიღე ხმა

-ხოო უნდა წავიდე,ხუთ წუთში თუ არ გავედი თვითმფინავიზე დამაგვიანდება ან დედაჩემი მომკლავს.ბოდიში პაემანი რო ჩაგვეშალა.

-მე ხმას ვერ ვიღებდი.უამრავი კითხვა მიტრიალებდა თავში-"რატომ უწოდა ჩვენს შეხვედრას პაემანი,რატომ მიდიოდა ასე უაეცრად”…

-არ დამტოვო-მხოლოდ ამის თქმაღა მოვახერხე

-მაპატიე-მიპასუხა მოკლედ

მე მანქანიდან გადმოვედი,არ ვიცი როგორ ავედი სახლში,არც ის ვიცი რამედენ ხანს ვეგდე იატაკზე,ჩემთვის ისიც საკმარისი იყო რომ ჩემი მიტოვება შეძლო.მას ისევე არ ვუყვარდი როგორც მეის…ამდენი ფიქრის შემდეგ პირველი ცრემლი ჩამომიგოერდა ლოყაზე, მას მეორეც მოყვა ,მესამე…და აი ახლა ვერაფრით ვეგარ ვწყნარდებოდი.ისე დავიღალე ტირილით რომ უნებურად ჩამეძინა.

არ ვიცი რომელი საათი იყო.კარზე ვიღაცამ დარეკა.უცებ გამახსენდა რის გამო მქონდა თვალები ჩაწითლებული,ტუჩები კი ისე გასივებული,ანჯელინა ჯოლისაც კი შეშურდებოდა.”ის”ახლა ჩემგან ძალიან შორს იყო,ისე წავიდა სახელიც კი ვერ გავიგე…სწარაფად ამოვიგდე ეს ფიქრები თავიდან და შისმა მომიცვა,რადგან არ ვიცოდი ამ შუაღამისას ვინ შეიძლება ყოფილიყო.

კარი გავაღე და თვალებს ვერ ვუჯერებდი.იქ "ის”იდგა.

-რააა?-გაკვირვებისგან რამის თვალები გადმომცვივდა

-გამოვიქეცი

-მე მივვარდი და ისე მაგრად შევახტი ჩასახუტებლად რომ,რამის წინა მეზობლის კარი შევამტვრევინე

-მიყვარხარ-ჩამჩურჩულა

-აღარ მიმატოვო

-არასდროს მიგატოვებ

ამის გარდა აღარაფერი გვითქვამს…ვიდექით ჩუმად სანამ მზის პირველი სხივები არ ამოიწვერა…და მე მივხვდი რომ ის ჩემი ერთადერთი იყო,მე მისთვის ვცოცხლობდი…ისე ვცოცხლობდი რომ მისი სახელიც კი არ ვიცოდი….

კატეგორია: კონკურსი =] ] | ნანახია: 762 | დაამატა: anuKi-TaY | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 6
6 - ავტორი: anuKi-TaY
(მასალა) თარიღი: (2011-05-13 9:26 AM)




0



პასუხი
aba ra chemia , tkven mogatyuebdit xalxo?? ise miyvarxart :*