DECEIVER - 16 სექტემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 16 » DECEIVER
5:33 PM
DECEIVER
სანამ აეროპორტიდან გავიდოდით ერთი სატანჯველი გადავიტანე.არ მეგონა თუ ცნობილების ცხოვრება ასეთი საშინელება იქნებოდა და თურმე ვცდებოდი. 
ჯასტინი აღელდა პაპარაცები სურათებს რომ გვირღებდნენ ასე მითხრა საზოგადოებისთვის მე და სელენა ჯერ კიდევ ერთად ვართო.პრინციპში მისი მესმოდა ამჯერად ხომ ნამდვილად მცდარ ჭორს გაავრცელებდნენ. 
საშინლად არ მინდოდა მის სახლში მეცხოვრა და საერთოდაც ლოს-ანჯელესი ჭირივით მძულდა...ამ ქალაქთან კარგი მოგონებები ნამდვილად არ მაქვს. 
როუზი, შონი,ჯეიმზი,ის საშინელი წვეულება და ჩემი ძველი წარსული რომლისგანაც ვერაფრით გავთავისუფლდი... 
-ლილი გამოფხიზლდი-ფიქრებიდან ჯასტინის დაძახილმა გამომარკვია 
-ჰა...რა...რაიყო?...-დავიბენი 
-რადა სახლში მოვედით-გვერდულად ჩაიცინა 
-აქ რომ სახლი არ არის-ირგვლივ მიმოვიხედე 
-აბა ის რა არის-ხელით მიმითითა 
-ეგ?-თვალები გამიფართოვდა-თუ ბუკინგემის სასახლე ლოს-ანჯელესში არ გადმოუტანიათ მაშინ არ ვიცი-მხრები ავიჩეჩე და მანქანიდან გადმოვედი 
-ხუმარა ხარ-ჯასტინს სიცილი აუვარდა,თან ცდილობდა რამენაირად სახე დაელაგებინა 
-არ მეგონა თუ შენი იყო-გულწრფელად ვუთხარი და სახლისკენ წავედით 
შიგ შევედით კიდევ კარგი ვიცოდი რომ პირის დაღება უზრდელობა იყო თორემ ბევი არც მაკლდა. 
მეგონა მასთან ერთად კიდევ ვინმე იცხოვრებდა მაგრამ მითხრა რომ მეგობრები რჩებიან ხშირადო.დედამისი კი უმეტესად კანადაში იყო.. 
მოკლედ ჯასტინმ ჩემი ოთახი მაჩვენა და ბარგის ამოსალაგებლად მარტო დამტოვა... 
ირგვლივ მიმოვიხედე ჩემს გვერდით არავინ იყო...ისევ ნოსტალგია მომეძალა და ალასკაზე ყოფნა ვინატრე 
ჩემი ამბავი რომ ვიცი ახლაც სასაფლაოზე ვიქნებოდი.ამის გახსენებაზე ჩანთიდან ჯენის,რეიჩელის,ჯეისონის და ერიკას სურათები ამოვიღე და საწოლთან ახლოს ტუმბოზე განვალაგე... 
ტანსაცმელი ამოვალაგე უმეტესობა შავები ჭარბობდა.ამ ამბების შემდეგ ხასიათთან ერთად გარეგნობაც შევიცვალე... 
გული ისევ ჩემი სიცივისკენ მიმიწევდა და მთხოვდა რომ ჩემებთან დავებრუნებინე.უკვე მენატრებოდა ყინულის კლდეები,თეთრი მდელოები,გადამწვანებული ჭაობები,გვიმრებში ჩარგული ხეები და ნისლში ჩაძირული სიუარდი....არადა რამდენიმე თვის წინ იქედან წმოსასვლელად ყველაფერი გავაკეთე 
თუმცა ახლა რას არ მივცემდი იმისთვის რომ ის პროგრამა არ ჩატარებულიყო და ძველ სკოლაში მესწავლა თან დაბოღმილი ვყოფილიყავი ჩემი ცხოვრებით 
წარსულს გადავავლე თვალი 
უამრავი რამ გამახსენდა...მაშინ მოსაწყენი ახლა კი სანატრელი ბავშვობა.მახსოვს სულ ვწუწუნებდი რომ სიცივე მეზიზღებოდა და ზღვაზე მინდოდა... 
ან თუნდაც ის რომ საღამოობით მამაჩემის დაუკითხავად რამდენჯერ გავპარულვარ მეგობრებთან ერთად მიტოვებულ სანაპიროზე და გაგვითენებია,იმის მიუხედავად რომ ზღვა ცივი და ყველაფერი ნესტიანი იყო მაინც კარგად ვერთობოდით დილით კი დიდი ნოტაციების წაკითხვა მიწევდა...რომ არასდროს გამიშვებდნენ მარტო არსად და რომ დასჯილი ვიყავი მაგრამ ალანის მუქარებიდან ბოლოს არცერთი არ სრულდებოდა... 
კიდევ რამდენი რამ იყო მაგრამ მათი გახსენება დიდ ტკივილს მაყენებდა და მეშინოდა რომ ძველი ჭრილობები ისევ გამეხსნებოდა 
ერთხელ ამოვიოხრე და ისევ რეალობას დავუბრუნდე ოთახი მივალაგე და მის სამხრეთ ნაწილში მდებარე აივანზე გავედი...რაკი სახლი პლიაჟთან ახლოს მდებარეობდა ზღვა ძალიან ახლოს და მოჩანდა და მისი ტალღების ხმაური ჩემამდე აღწევდა.ერთი შეხედვით ყველაფერი ლამაზი სანახავი იყო მე კი მ ლურჯი გოლიათის ძალიან მეშინოდა...დავიბოღმე და ისევ ოთახში დაბრუნება გადავწყვიტე რომ ჯასტინი შემეჩეხა 
-შემაშინე-შევხტი 
გაეცინა და ერთხანს მიყურა შემდეგ კი მითხრა 
-შენთვის სკოლა ვიპოვე 
-აააა-დავიმანჭე 
-თან ის თვეები რაც გააცდინე დამატებით არ ჩაგტოვებენ ჩვეულებრივად დაამთავრებ სკოლას 
-ჰმ,გამახარე-ამოვიოხრე-სწავლა როდის იწყება? 
-ერთ კვირაში 
-აჰა-ტუჩები მოვპრუწე და საწოლზე წავწექი 
თვითონაც გვერდით მომიწვა 
-რაზე ფიქრობ?-მკითხა 
-არაფერზე,შენ? 
-ერთ გოგოზე.. 
-მართლა?-გამეცინა მაგრამ რატომღაც მეწყინა კიდეც 
-აჰა-თავი დამიქნია 
--კარგი გოგოა? 
-ძალიან 
-მოგწონს? 
-მემგონი კი და თან სერიოზულად 
სახე შემეცვალა მაგრამ მალევე მოვახერხე გამომეტყველების დაწყობა 
-აქ ცხოვრობს? 
-არა,ახალი ჩამოსულია 
-მე ვიცნობ?-ღმერთო რა მემართება რამდენ კითხვას ვუსვამ 
-ძალიან კარგად 
ოჰო,დავიბენი ჩემი ნაცნობი?მაშინ ალასკიდან უნდა იყოს მაგრამ...სად მოასწრო ვინმეს გაცნობა? 
-რა ქვია?-უფრო დავინტერესდი 
-შენით გამოიცანი-ალმაცერად გადმომხედა 
-კარგი-დავთანხმდი და იმ მწირი მეგობარი გოგონების გაცნობა დავიწყე რომლებიც მახსოვდნენ-სამანტა? 
-ვინ?-გაკვირვებულმა გამომხედა 
-ესეიგი არა-კიდევ დავფიქრდი-მაშინ..მაშინ მეგანი 
-არა-თავი გაიქნია 
-ოოჰ,მითხარი რა 
-დავიჯერო ვერ ხვდები?-საწოლზე წამოჯდა და კარგად დამაკვირდა 
-შენ წარმოიდგინე ვერა-სერიოზული სახით ვუთხარი მაგრამ გამეცინა 
-კარგი,მოდი აგიღწერ 
-ეგრე ჯობია-მეც დავეთანხმე 
-ესეიგი,ალასკიდან არის,მაგრამ ამჟამად იქ არ ცხოვრობს,ძალიან ლამაზი შავი გრძელი თმები აქვს და ისეთი თეთრია ხანდახან მგონია რომ გამჭვირვალეა...ვერ მიხვდი? 
-ვერა-თავი გავიქნიე 
-ოოჰ,რა არის მაგაში მიუხვედრელი-ხელი ჩაიქნია-ცვიდმეტი წლის არის,ლილი ქვია და ზუსტად ამ წუთას ვუყურებ თვალებში-დაამთავრა და ფრთხილად გამომხედა,ჩემს რაექციას აკვირდებოდა 
მე ჯერ კიდევ გაშტერებული ვიყავი და ბოლომდე ვერ ვიაზრებდი მის ნათქვამს 
მოვწონვარ?-გულში ვიმეორებდი და თანაც მიხაროდა 
ცოტახანში მეც საწოლზე წამოვჯექი და ჯასტინს ჯიუტად დავაცქერდი 
-აზრზე არ ვარ რა გითხრა-გულწრფელად ვუთხარი და საცოდავის გამომეტყველება მივიღე 
-პასუხს არც გთხოვ უბრალოდ მინდა იმის საშუალება მომცე რომ უკეთესად გაგიცნო და დაგიახლოვდე. 
მე არაფერი მითქვამს 
-არა, ვიცი რომ ახლა ასეთი ურთიერთობებისთვის მზად არ ხარ მაგრამ გთხოვ ერთი შანსი მომეცი იმისთვის რომ დაგიმტკიცო თუ რას ვგრძნობ შენს მიმართ 
მე ისევ ვდუმდი 
-რატომ ხარ გაჩუმებული?გთხოვ მითხარი რამე 
-იცი არ მინდა იმის თქმა რომ შენს მიმართ გულგრილი ვარ მაგრამ იმის თქმაც მიჭირს რომ რაიმე ძლიერს ვგრძნობ... 
სიტყვა გავწყვიტე და ჯასტინის რეაქციას დავაკვირდი მას კი სახეზე თანდათან ესახებოდა ბედნიერაბე ბოლოს კი ხელი მომხვია და მაგრად ჩამეხუტა 
-აუცილებლად შეგიყვარდები-პირობა მომცა და მაკოცა 
ეს იყო კოცნა რომელიც ჩემს ცხოვრებასი არ დამავიწყდება,ფაფუკი,ტკბილი და ვნებიანი 
მინდოდა მომეშორებინა მაგრამ წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი მისი ტუჩების გემო მეც მომწონდა 
ბოლოს ისევ მე შევწყვიტე 
-იცოდე ეს იმას არ ნისნავს რომ ერთად ვართ-გავაფრთხილე 
-ვიცი მაგრამ ხომ უნდა მეჩვენებინა თუ არ შეგიყვარდებოდი რაზე ამბობდი უარს-გაიცინა და ტუჩებზე ხელი გადამისვა 
-ამას დრო გვიჩვენებს-ეშმაკურად გავიცინე და ფეხზე წმოვდექი... 
მეორე დილით გაზეთებში მივირე და შიგ ისეთი რაღაცეები ეწერა ჩემზე და ჯასტინზე რომ თვალები გაოცებისგან შუბლზე ამივიდა 
”ნუთუ ჯასტინ ბიბერი და სელენა გომეზი ერთად აღარ არიან?” 
”რა გახდა ამ წყვილის დაშორების მიზეზი?” 
”ჯასტინის მორიგი გასართობი თუ ახალი სიყვარული?” 
”ლილი მეისონი,გოგონა საშინელი წარსულით,ნუთუ ის ამ ყველაფრის დავიწყებას ჯასტინ ბიებერთან ცდილობს?” 
”კარგად დადგმული სპექტაკლი თუ?...” ბოლოს ერტ სტატიას ვკიტხულობდი რომ ამ დროს ოთახსი ჯასტინი შემოვიდა სეწუხებული სახით...[iFunStar.TK]
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 301 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5
5 - ავტორი: Masho_Leto
(მასალა) თარიღი: (2011-09-16 9:07 PM)




0
Spam


პასუხი
auuuu magaria male dade

4 - ავტორი: MicKeY
(მასალა) თარიღი: (2011-09-16 9:02 PM)




0
Spam


პასუხი
male dade ra

3 - ავტორი: tako♥♥♥
(მასალა) თარიღი: (2011-09-16 8:05 PM)




0
Spam


პასუხი
magariaaaaaaaaaaaaaaaa

2 - ავტორი: LaTiNGirL
(მასალა) თარიღი: (2011-09-16 6:42 PM)




0
Spam


პასუხი
gaagrdzele

1 - ავტორი: Angel
(მასალა) თარიღი: (2011-09-16 6:41 PM)




0
Spam


პასუხი
waikitxeeeee

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2017
Free web hosting - uCoz