DECEIVER - 4 სექტემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 4 » DECEIVER
9:15 PM
DECEIVER
-არ არის ეს ტედი-დაიჟინა ჯენიმ-ეს ჯასტინია უამრავი გოგოს კუმირი და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბიჭი 
-მე არ ვიცი ვინ არის მაგრამ ტედს რომ გავს ძალიან,დარწმუნებული ვარ-არც მე ვნებდებოდი 
-აი.შენ თვითონ თქვი რომ გავსო 
-არამხოლოდ გავს.დარწმუნებული ვარ ტედია 
-როგორ დამიმტკიცებ?-ეშმაკურად გაიღიმა და მე გამომხედა 
-არ ვიცი-ამოვიოხრე-მაგრამ კონცერტის დღეზე მოვახერხებ რამეს 
კარგი როგორც გინდა-მშვიდად ჩაილაპარაკა.გამარჯვებულისგამომეტყველებით-მაგარამ მოდი ვივარაუდოთ-დაიწყო ცოტა ხნის შემდეგ-ეს თუ მართლა შენი ტედია ანუ ჯასტინი და გითხრა რომ ტედი ვარო მაშინ მოგატყუა 
-მართალი ხარ-დავეთანხმე 
-ეს რაში უნდა დასჭირვებოდა? 
-მე რა ვიცი-მხრები ავიჩეჩე 
-რამე ისეთი,მაგალითად საეჭვო არ გახსენდება მისგან? 
მე დავფიქრდი და ვთქვი-კი როგორ არა,მაშინ აეროპორტში ისე ეცვა თითქოს ეშინია ვინმემ არ მიცნოსო.იგივე განმეორდა აქ აეროპორტში ისე სწრაფად გამომიყვანა შენობიდან დავიბენი.რომ ვკითხე ასე რატომ მოიქეცითქო მითხრა დამიჯერე საჭირო იყოო. 
-მერედა ეს რაიმე ეჭვის საფუძველს გვაძლევს? 
-გუშინ კიდევ სანაპიროზე მითხრა რამდენიმე დღეში ჩემზე რამე ისეთს თუ გაიგებ რაც არ გეცოდინება გთხოვ არ გამიბრაზდეო. 
-რამდენიმე დღეში?კონერტი ზეგ არის 
-იმედია რამეს დავადგენთ-ჩემთვის ჩავიბურდღუნე 
-მე ყველაფერი დადგენილი მაქვს, შენ არის რაღაც სისულელეებს რომ იჯინებ.თითქოს ჯადტინს შევხვდიო 
-ჯასტინი ვინ არის?მე ტედს ვიცნობ და საერთოდ დარწმუნებული ვარ რომ ეს შენი სუპერვარსკვლავი ტედია.მოტყუებით კი ალბათ იმიტომ მომატყუა რომ ეგონა მის სახელზე მაინც ვიცნობდი თუ გარეგნობაზე ვერა. 
-შენი გაცნობა რაში დასჭირდებოდა მას შეყვარებული ყავს 
-ვინ? 
-სელენა გომეზი-და ბილეთის უკანა ყდაზე დახატულ გოგოზე მიმითითა 
ახლა სულ დავიბენი,არ ვიცოდი რა მეთქვა,ტედი ჯასტინი, ტედი ჯასტინი სულ ეს მიტრიალებდა თავში. 
-არ ვიცი,არ ვიცი-ჩემთვის ჩავილაპარაკე 
საშინელ გაურკვევლობაში ჩავვარდი.ვეღარ გავიგე რა იყო სიმართლე და რა ტყუილი. 
ბოლოს ერთი აზრი მომაფიქრდა.ტელეფონი ავიღე და ტედის ნომერი ავკრიფე. 
ზარი გავიდა მაგრამ არავინ მპასუხობდა.და როცა მესამეჯერ დავრეკე საერთოდ გამორთო ტელეფონი.ამაზე საშინლად გავცოფდი.ყველაფრის გარკვევა მინდოდა მაგრამ ვერ ვახერხებდი.კიდევ ორი დღე რა მოიცდიდა. 
ისეთ საშინელ ხასიათზე დავდექი საერთო საცხოვრებელში წასვლა გადავწყვიტე. 
სკამიდან წამოვდექი და გზას დავადექი.ჯენიც გამომეკიდა. 
მზე უკვე ჩადიოდა. ეს ისეთი ლამაზი სანახავი იყო რომ გაბრაზება გადამავიწყდა და სანაპიროზე ჩავედი,იქ მართლაც უამრავი ხალხი შეკრებილიყო ამის სყურებლად. 
მე ქვიშაზე დავჯექი. 
მზე ნელ ნელ მიიწევდა ქვევით და ისეთ შთამეჭდილებას ტოვებდა თითქოს ზღვას ერწყმისო. 
ჩემს წინ უეცრად ბავშმა ჩაირბინა ხელში გასაბერი ბუშტი ეჭირა და იღიმოდა.წამით ჩემკემ შემოტრიალდა გამომხედა და ისევ გაიქცა, ამასობაში დედამისიც დაეწია ხელში აიტაცა და გულში ჩაიკრა. 
ეს ყველაფერი ნახევრად დაბნელებულ სანაპიროზე შავ-თეთრ ფილმს გავდა. 
მე ისევ მზეს მივუბრუნდი.მან თითქოს ბოლოჯერ მოაპნია თავისი სხივები ირგვლივ და ჩაესვენა სადღაც სხვაგან რათა სხვისთვისაც მოეტანა ახალი დღის სიხარული. 
უეცრად ცივმა ნიავმა დაუბერა და გამაკანკალა.ხელები ერთმანეთს გადავაჭდე მოვიბუზე 
-ლამაზია არა?-მკითხა ჯენიმ 
-ძალიან-გამეღიმა-იცი ამ საღამომ რა გამახსენა? 
-რა? 
-გახსოვს როცა პატარები ვიყავით საღამოობით მე შენ და ერიკა სახლიდან ვიპარებოდით და მიტოვებულ სანაპიროზე გავდიოდით... 
-გვიანობამდე არ ვბრუნდებოდით და ქვიშაში დავრბოდით-ჯენიმ გააგრძელა 
უცებ ორივემ ინსტიქტურად გვერდით გავიხედეთ იმედი გვქონდა რომ ახლა ერიკა იტყოდა თავის სათქმელს მაგრამ ის არსად ჩანდა.მხოლოდ ჩვენ ორნი ვიჯექით სანაპიროზე და მის გამოჩენას ამაოდ ველოდით,იმედები კი როგორც ამ სამი წლის განმავლობაში ახლაც გაგვიცრუვდა. 
-ძალიან მენატრება-ცუმად ჩავილაპარაკე და ჯენის ჩავეხუტე 
-მისი სიცილი მენატრება-თქვა ჯენიმ 
-სკოლაში პირევალ ის დამიმეგობრდა-უკვე ცრემლები მახრჩობდა-ახლაც თვალწინ მიდგას ის დღე. 
ორივემ ჰორიზონტს გავხედეთ.ზღვა წყნარად ირხეოდა და სულაც არ ადარდებდა რომ მეგობარი მომიკლა.ნეტავ კიდევ რამდენი ადამიანის ცხოვრება ქონდა დანგრეული 
-მე ჯეიმზიც მენატრება-მითხრა ჯენიმ 
-სკოლის ოთხი განუყრელი მეგობრიდან ახლა მხოლოდ ორი შემორჩა.ნეტავ ჩვენ რა ბედი გვეწვევა?-ჩემთვის ვიკითხე 
-არ ვიცი-ჯენი ფეხზე წამოდგა-მაგრამ ერთი ვიცი რომ სადაც არ უნდა წავიდეთ მომავალში, ჩვენ ყოველთვის ერთნი ვიქნებით.ოთხივე.გახსოვს რომ დავიფიცეთ ერთის სიკვდილის შემთხვევაში დანარჩენები არ დავიშლებოდიტ და ერთმანეთზე ვიზრუნებდით 
-და ჩვენ ამ პირობას ვასრულებთ... 
-სამარადისოდ მეგობრები-ჯენიმ ხელი გამომიწოდა და ორივენი ერთად მივედით ოკეანის უნდობ ტალღებთან. 
-ნეტა როგორ არიან? 
-ალბათ ერთად იქნებიან.ახლა ხომ მათ შორის არანაირი ზღვარი არ არსებობს-ცრემლი მოვიწმინდე და უკან გამოვბრუნდი. 
საერთო საცხოვრებელში ისე დავბრუნდით ხმა არცერთს ამოგვიღია..... 
მეორე დღეს მამაჩემმა ალასკიდან მანქანა გამომიგზავნა.და ვითომ ამის აღსანიშნავად ჯენიმ ქალაქში წამათრია საყიდლებზე.თითქოსდა მის მზაკვრულ გეგმას ვერ მივხვდი. 
პატარა ბავშვივით შემომატარა მაღაზიები და მისი გემოვნებით რაღაცეები მიყიდა.ასე ითხრა კონცერტზე ჩაიცმევო.მე კიდევ ვერაფრით მივხვდი რაში შჭირდებოდა კონცერტს გამოწყობა და გამოპრანჭვა. 
მესამე დღის კი ჯენი ადამიანს არ გავდა.ერთ ამბავში იყო,ხან რა ჩაიცვა ხან რა.თან სულ იასამნისფერები.ასე მითხრა ჯუსოს მოსწონს ეს ფერიო. 
ჩემთვისაც აპირებდა ისეთი ზედის ჩაცმას როელზეც ეწერა ”I love bieber"მაგრამ კინაღამ თავზე დავახიე.მეტი საქმე არ მქონდა ვიღაცაზე გავგიჟებულიყავი. 
მოკლედ როგორც იქნა მოსაღამოვდა და ჩვენც კონცერტზე წავედით.შენობის წინ იმხელა რიგი იდგა თვალები გამიფართოვდა.ბილეთები რომ ვაჩვენეთ შეგვიშვეს მაგრამ ისეთებიც იყვნენ რომლებმაც ვერ მოასწრეს ბილეთების ყიდვა და ახლა კიოდნენ წიოდნენ შეგვიშვითო. 
შვიდ საათზე საკონცერტო დარბაზში შევედით იმხელა იყო თავისუფლად დავიკარგებოდი. 
ნახევარ საათში კი პიველი შემსრულებელიც გამოვიდა ჯენი მითხრა მაგას დემი ლოვატო ქვიაო.ამ გოგს გამოჩენაზე დაინგრა დარბაზი.მე გაკვირვებულმა მიმოვიხედე გოგოები ჭკუზე არ იყვნენ,ზოგო ტიროდა როგს გული ისდიოდა..... 
შემსრულებლები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ,ვიღაც ტეილორი და ძმები ჯონასები გამოვიდნენ და აი დადგა ჯასტინის გამოსვლის დროც. 
სცენაზე შემოდგა ფეხი თუ არა ისეთი ამბავი ატყდა კინაღამ გადამთელეს.ხალხი ერთმანეთს ახტებოდა რომ დაენახთ. 
ვიღაც გოგომ ყვირილი დაიწყო-ჯასტინ მიყვარხარ.მიყვარხარ,შენ ჩემი სიცოცხლე ხარ-მე ამის მოსმენაზე იმ გოგოს გულში თანაგრძნობა გამოვუცხადე. 
ბოლოს კონცერტი რომ დამთავრდა გასასვლელისკენ დავიძარით.თან დარწმუნებული ვიყავი რომ ჯასტინი ტედი იყო ამ დროს ჩვენთან ვიღაც კაცი მოვიდა 
-გამარჯობა გოგოებო-მოგვესალმა-თქვენგამ ლილი რომელს ქვია 
-მე-ხმადაბლა ვუთხარი თან დაბნეულმა გადავხედე ჯენის 
-თუ შეიძლება ერთი წუთით გამომყევით 
-რატომ?-დავიძაბე 
-ისეთი არაფერი უბრალოდ თქვენთან ჯასტინს უნდა ლაპარაკი 
მე ყველაფერს მივხვდი როგორც ჩანს ჯენიც 
-ჯასტინს თუ ტედს-ჩუმად ვთქვი 
-ორივეს-ეტყობოდა რომ თვითონაც ყველაფერი იცოდა-ჰო მართლა მე სკუტერ ბრაუნი ვარ-მითხრა და კულისებსკენ წამიყვანა...

[iFunLove.TK]
კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 274 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 3
3 - ავტორი: MiiLeeZz
(მასალა) თარიღი: (2011-09-05 10:44 AM)




0
Spam


პასუხი
გააგრძელე,, კარგიაა <3

2 - ავტორი: LaTiNGirL
(მასალა) თარიღი: (2011-09-04 10:34 PM)




0
Spam


პასუხი
kaia gaagrdzele

1 - ავტორი: zozi_1999
(მასალა) თარიღი: (2011-09-04 9:23 PM)
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2017
Free web hosting - uCoz