ვარსკვლავები რომლებმაც ჩაცმა უნდა ისწავლონ - 26 აპრილში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » აპრილი » 26 » ვარსკვლავები რომლებმაც ჩაცმა უნდა ისწავლონ
10:57 AM
ვარსკვლავები რომლებმაც ჩაცმა უნდა ისწავლონ

ვარსკვლავური სტატუსი არა მხოლოდ ლამაზი ცხოვრება, მილიონიანი ჰონორარი და უამრავი აღფთოვანებული თაყვანისმცემელია, ეს გამუდმებული ყურადღებაცაა. ვარსკვლავებს არ აქვთ შეცდომების უფლება: ყოველთვის იდეალურები უნდა იყვნენ, საქციელით, საუბრით თუ ჩაცმის სტილით. თუმცა არიან ვარსკვლავები რომლებმაც ამ ამოცანას ვერ გაართვეს თავი და მათი გემოვნება ხშირად ეჭქვეს დგება.

კორტნი ლაივი

სინამდვილეში კორტნი მომღერალი და მსახიობია, მაგრამ ბევრი მას მხოლოდ ჯგუფ ,,ნირვანას" ლიდერის კურტ კობეინის ქვრივად იცნობს. ჩვენი გმირის ბავშვბა არ ყოფილა დიდად მოწესრიგებული-- დედამისი ფსიქოთერაპერტი, ჰიპების მოძრაობის მიმდევარი იყო და კორტნი კომუნაში იზრდებოდა. გაიზარდა და მის ცხოვრებაში კურტ კობეინთან ერთად და მას მერეც შემოვიდა ალკოჰოლი და ნარკოტიკები, სასამართლოები და სარეაბილიტაციო კლინიკები, წარუმატებელი რომანები დაპლასტიკური ოპერაციები. თითქოს ახლა თავისი ცხოვრების დალაგებას ცდილობს, თუმცა მისი გარეგნობა და ჩაცმის მანერა კვლავაც ახსენებს საზოგადოებას წარსულის შეცდომებს.
კორტნის არასდროს გაუხარებია თაყვანისმცემლები ელეგანტური სამოსით. დახეული ჯინსები და თვალწასული წინდები, გაწელილი მაისურები და მოკლე კაბები რომლებიც უფრო მეტს აჩენენ, ვიდრე საჭიროა, მოკლე ბლუზები -- აი ეს არის მისი გარდერობი. არადა ერთ დროს მისი სტილი სამაგალითოდ მიაჩნდათ. ახლა კი მისი დიზაინერული ექსპერიმენტებიც კი კრახით მთავრდება. ბოლო დროს ცდილობს, მეტად აუწყოს ფეხი მოდას, იქნებ ჯერ კიდევ აქვს შანსი?........

ემი უაინჰაუსი

ემი რთული მოზარდი იყო რაც ალბათ არავის გააკვირვებს. 14 წლის ასაკში იგი სკოლიდან გააგდეს და ამავე ასაკში პირველად გაისუნჯა გემო ნარკოტიკს.. მაშინვე დაწერა პირველი სიმღერები. სულ მალე ნიჭიერი მომღერალი სცენაზე გამოჩნდა და მომგებიან კონტრაქტებსაც მოაწერა ხელი, თუმცა ყოველთვის რჩებოდა დრო, მორიგ სკანდალში გახვეულიყო, რომლებიც ნარკოტიკებსა და ალკოჰოლთან იყო კავშირში. ახლაც იმავეს აგრძელებს.
ცნობილ მოდის კრიტიკოსს რიჩარდ ბლეკუელს, რომელიც ყოველწლიურად ადგენს ყველაზე ცუდად ჩაცმული ვარსკვლავების სიას, არასდროს ენანება ემისთვის თAვის რეიტინგებში პირველი პოზიციები.,, ამ საშინელ კოპლებიან სამოსში, ფაცხის ოფიციანტს უფრო ჰგავს"-არ ინდობს ამის ბლეკუელიმინიქვედატანები, მაისურები საიდანაც ბიუსჰალტერი ჩანს,ფერადი კაბები, კორსეტები, მიკროსკოპული შორტები- ეს ამის საყვარელი ნივთებია, რომლებიც ნამდვილი დანაშაულია მოდის წინააღმდეგ.ამას დაუმატეთ ამრავი ტატუირება, აწეწილი თმა, გადღაბნილი თვალები დასილიკონის იმპლატანტები, რომლებიც აშკარად არ აჩენს უფრო სექსუალურს.მოკლედ, მისი ჩაცმის სტილი სრულიად აცამტვერებს მოსაზრებას, რომ ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერია.

ბრიტნი სპირსი

ბრიტნის ბიოგრაფია ყველამ იცის. მისი აღმაფრენები და დანარცხებები ჩვენს თვალწინ ხდებოდა.გვეხსოვს, როგორ დაიწყო ყველაფერი: ცეკვები შიშველი მუცლისთ და გულუბრყვილო სიმღერები სიყვერულზე. ამერიკის საყვარელ გოგონას დიდ წარმატებას უქადდნენ, მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა, კლასიკური ისტორიით - ალკოჰოლი, ნარკოტიკები, საეჭვო რომანები, რამდენიმე ორსულობა, თავის გადაპარსვა, ჩხუბი ფოტოგრაფებთან, მშობლის უფლების დაკარგვა.... სამწუხაროდ რა ხანია, ბროტნი აღფრთოვანებას არ იწვევს. ალბათ უფრო თანაგრძნობას.
რა აღარ უწოდებიათ ბრიტნისთვის მოდის კრიტიკოსებს. იგივე ბლეკუელი მის სამოსს ,, მადონას გამონაცვალს" უწოდებდა, თვით მომღერალს კი ,,მოხუც ლოლიტას" და ,,მოდის მთავარ საფრთხობელას" ბრიტნის საყვარელი ნივთებია ჯინსის შორტები და ტოპები, რომლებიც მისი არც ისე იდეალური ფიგურის ნაკლოვანებებს უსვამენ ხაზს.წითელ ხალიჩებზეც, კარგა ხანია, არ ბრწყინავს: უგემოვნო ნახევრად გამჭირვალეკაბები, მოკლე ქვედატანები, ბადე წინდები... ძნელია გაიხსენო მისი თუნდაც ერთი ნორმალური კოსტუმი. ხშირად ამბობენ რომ ქალი გამოცანა უნდა იყოს., ბრიტნის ერთადერთი გამოცანა ის არის, აქამდე როგორ ვერ მოახერხა კარგი სტილისტის დაქირავება.

ლინდსი ლოჰანი

მის შესახებ თითქმის ყველაფერია ცნობილი.ბავშვობიდან მოღვაწეობს კინოში და ადრე იგრძნო ვარსკვლავობის გემო.ასევე ადრიანად,- მოზარდობის წლებიდან შემოვიდა სკანდალები მის ცოვრებაში ნარკოტიკებთან, ალკოჰოლთან,ლესბოსე საყვარელთან თუ ციხეებთან დაკავშირებით.
ლინდსიც გიჟდება შორტებზე,ასევე ბოტფორტებსა და მაღალ ჩექმებზე, რომლებიც თითქმის ყოველთვის ჩაჩაჩული აქვს. ერთმანეთთან სრულიად შეუსაბამო სამოსი აცვია, ფერებით თუ წარმომავლობით და ხშირად ხვდებაყველაზე უგემოვნოთა რეიტინგში.როცა საბოლოოდ დაჭკვიანდება და სკანდალებს შეეშვენა, იმედია ელეგანტურად, ან სულ ცოტა, ვარსკვლავურად ისწავლის ჩაცმას...

კატეგორია: სასაცი.. / საინ.. | ნანახია: 955 | დაამატა: xattia | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
3 - ავტორი: ani_ani
(მასალა) თარიღი: (2011-04-26 1:13 PM)