დიდი ხნის წინ დაპირებული 1937 წლის მიუზიკლის „ვარსკვლავის დაბადების" (A Star Is Born) რიმეიკი, თითქოს უკვე ღებულობდა რეალურ მოხაზულობას, მაგრამ ისევ დაიშალა ბანქოს სახლივით: კლინტ ისტვუდის მიერ მოწვეულმა ლეონარდო დი კაპრიომ უარი განაცხადა მონაწილეობაზე. ახლა კი ქალის წამყვანი როლის შემსრულებელმა მომღერალმა ბიონსემ უეცრად გამოაცხადა ორსულობის შესახებ. ორიგინალური ფილმი ოდესღაც გახდა პირველი ფერადი ნომინანტი „ოსკარზე" და მიიღო პრემია საუკეთესო სცენარისთვის ( ცაკლე პრიზი- ფერებისთვის). კარიერის დაღმავლობის გზაზე მყოფი გალოთებული მუსიკოსის და იმედის მომცემი ახალგაზრდა მომღერლის სიყვარულის ისტორია შემდგომში ორჯერ გადაიღეს. ამასთანავე 1976 წლის როკ-ვერსიამ კრის კრისტოფერსონის და ბარბარა სტრეიზანდის მონაწილეობით მიიღო ამერიკული კინოაკადემიის ჯილდო საუკეთესო სიმღერისთვის და დამატებით ხუთი „ოქროს გლობუსი" სტუდიამ Warner Bros.გადაწყვიტა განაახლოს ძველი სიუჟეტი ახალი თაობის ვარსკვლავებით. ასე რომ, ბიონსეს „საინტერესო მდგომარეობა" ავტომატურად აუქმებს 2012 წლის თებერვალში დაგეგმილი გადაღებების დაწყებას, მაგრამ ამასთანავე იძლევა დამატებით შესაძლებლობას კაცის წამყვანი როლის შემსრულებელი მსახიობების მოსაძიებლად. სხვადასხვა დროს ამ ვაკანსიის დაკავებაზე ფიქრობდნენ უილ სმიტი, რობერტ დაუნი უმცროსი, ჯონ ჰემი და რასელ ქროუ.
|