ვამპირები – მითი თუ რეალობა? - 11 დეკემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 11 » ვამპირები – მითი თუ რეალობა?
6:36 PM
ვამპირები – მითი თუ რეალობა?

სისხლისმსმელი არსებების რწმენა, საზოგადოებაში უძველესი დროიდან არსებობს. ბოლო პერიოდი კი, შეიძლება ითქვას, „ვამპირული" კულტის აღორძინების ხანაა – მოდაში შემოვიდა გოთური სტილის ტანისამოსი და მაკიაჟი, ვამპირებზე მრავალი წიგნი დაიწერა და ასევე, უამრავი ფილმი გადაიღეს.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ არსებობს ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც ვამპირების არსებობას ამტკიცებენ. 1721 წელს, აღმოსავლეთ პრუსიაში გარდაიცვალა 62 წლის პიტერ ბლაგოევიჩი. როგორც მოსახლეობა ყვებოდა, ცოტა ხნის შემდეგ, გარდაცვლილი თავს ესხმოდა მეზობლებს, სვამდა მათ სისხლს, ბრეგოვიჩმა საკუთარი ვაჟიც კი მოკლა.

რამდენიმე წლის შემდეგ გარდაიცვალა სერბი არნოლდ პაოლე. სიცოცხლეში ირწმუნებოდა, რომ მინდორში სათიბზე გასულს, ვამპირი დაესხა თავს. არნოლდის შემდეგ, რამდენიმე მისი თანასოფლელიც გარდაიცვალა და გაჩნდა ჭორი, რომ პაოლე ვამპირი გახდა და ხალხზე ნადირობდა.

„ეპიდემია" სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. 1892 წელს, აშშ-ში, როდ-აილენდში, გარდაიცვალა 19 წლის მერსი ბრაუნი. შემდეგ, მისი ერთ-ერთი ნათესავი ტუბერკულიოზით დაავადდა. ჩათვალეს, რომ ამაში დამნაშავე მერსი იყო, მამამ გარდაცვლილი შვილის გული კოცონზე დაწვა…

ვამპირების დღესაც სჯერათ. 2002-2003 წლებში, აფრიკული ქვეყანა მალავი „ვამპირულმა ისტერიამ" მოიცვა. ადგილობრივებმა რამდენიმე „ვამპირობაში" ეჭვმიტანილის ჩაქოლვა სცადა. ერთ-ერთი გარდაიცვალა.

2004 წლის თებერვალში, გარდაცვლილი ტომ პეტრის ოჯახის წევრებმა, ეშინოდათ რა, რომ გარდაცვლილი ვამპირად არ გადაიქცესო, მისი გული დაწვეს, ფერფლი წყალში გაურიეს და მიღებული „კოქტეილი" გაინაწილეს…

პირველი მცდელობა, მეცნიერულად განემარტა „ვამპირის" ფენომენი, ეკუთვნის მკვლევარ მაიკლ რანფტს. 1725 წელს, გამოიცა მისი წიგნი De masticatione mortuorum in tumulis . სადაც იგი წერდა, რომ არ არსებობენ „მკვდრეთით აღმდგარი არსებები – ვამპირები" და ეს ყველაფერი გარდაცვლილის ახლობლების ილუზიებია.

მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევარში აღმოაჩინეს დაავადება, სახელწოდებით „პორფირია". იგი 100 ათასიდან ერთ ადამიანს აღენიშნება, თუმცა, ატარებს მემკვიდრეობით ხასიათს. პორფირიის დროს, ორგანიზმს არ შეუძლია გამოიმუშაოს სისხლის წითელი უჯრედები. შედეგად, სისხლში ჟანგბადისა და რკინის დეფიციტია, პიგმენტების გაცვლა ირღვევა, ულტრაიისფერი გამოსხივებისას, ჰემოგლობინი ეცემა – ამიტომაა, რომ ვამპირებს „ეშინიათ" მზის.

პორფირიით დაავადებულებს კანი ყავისფერი უხდებათ, მზეზე კი წყლულები და ნაწიბურები უჩნდებათ. კბილის მინანქარიც იცვლის ფერს და უფრო მუქი ხდება. პორფირიკები არ ჭამენ ნიორს, რომელიც სულფონიკის მჟავას შეიცავს და მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. ზოგიერთ შემთხვევაში, დაავადებას თან ახლავს ფსიქიკური აშლილობა.

არსებობს ვარაუდი, რომ ვლახეთის პრინცი ვლადი, მეტსახელად დრაკულა, დაავადებული იყო პორფირიით. იგი გახდა პროტოტიპი ბრემ სტოკერის რომანისა. გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით ათასი წლის წინ, პორფირია გავრცელებული იყო იმ სოფლებში, სადაც ნათესავებს შორის ქორწინებები ჭარბობდა.

ასევე, არსებობს ფსიქიკური აშლილობა, სახელწოდებით – „რენფილდის სინდრომი", რომლის თანახმადაც, დაავადებული ითხოვს ადამიანის ან ცხოველის სისხლის დალევას. ამ სენით იყვნენ დაავადებულნი სერიული მანიაკები: გერმანელი პიტერ კურტენი და ამერიკელი რიჩარდ ტრენტონ ჩეისი. ისინი კლავდნენ და სვამდნენ მსხვერპლის სისხლს.

ასეთი ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ სახელწოდებას, როგორიცაა „ვამპირი". მაგრამ რწმენა, უკვდავი არსებებისა, რომლებიც სიცოცხლეს სხვათა სისხლის დალევით იხანგრძლივებენ, რეალობას არ შეესაბამება.
კატეგორია: სხვა | ნანახია: 825 | დაამატა: zozi_1999 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 4
4 - ავტორი: mariko
(მასალა) თარიღი: (2011-12-12 3:11 PM)




0



პასუხი
mee sul mjerodaaa magram me kalenebis nairi vampirebi miyvaaars :D:D magari siaxleaaaa :*:*:*