მსახიობმა გადაწყვიტა საჩუქარი გაეკეთებინა თავისი ძაღლისთვის, თავი მარტოდ რომ არ ეგრძნო მისი არყოფნის დროს. "ახლა მე მყავს კიდევ ერთი ცხოველი. ამ კვირაში მე ვიყიდე სამი კვირის წინ გარდაცვლილი ცხენი, ეს მინიატურული ცხენია. მას ახლო მომავალში ჩამომიყვანენ ლოს-ანჯელესიდან. იგი იქნება ჩემი ძაღლის ახალი მეგობარი, თუ რა თქმა უნდა ფინი არ შეეცდება მის შეჭმას. ფიტული ძალიან კარგადაა გაკეთებული”, - განაცხადა ამანდამ. ფილმ "წითელქუდა”-ს პრემიერაზე ჩასულ მსახიობს თავისი ძაღლის ვიდეოებიც კი ჰქონდა თან წაღებული. სწორედ ლოს-ანჯელესში შეურჩია ამანდან საყვარელ ცხოველს საჩუქარი.
|