ათწლიანი შესვენების შემდეგ, ჰოლივუდის ლეგენდამ, უორენ ბიტიმ კვლავ გადაწყვიტა ეკრანზე დაბრუნება. მისი ბოლო ნამუშევარი იყო ფილმი ‘ქალაქი და სოფელი’, რომელმაც კინო-გაქირავებაში კრახი განიცადა. ჯერ არ არის ცნობილი თუ რომელ პროექტში მიიღებს ის მონაწილეობას: ფილმი ჰოუარდ ჰიუზზე, თუ ჯერ უსახელო კომედია. პარამაუნტის გენერალური დირექტორი ბრედ გრეი აცხადებს, რომ კომედიაში ბიტის როლი ზუსტად ერგება მის სტილს: ის ელეგანტურია და ამავე დროს გასართობი. ფილმის გამოსვლა იგეგმება მომავალ წელს.
‘დიკ ტრეისის’ გაგრძელებაც განიხილებოდა, მაგრამ ის ნაკლებად რეალურია.
უორენ ბიტი თანამშრომლობდა ჰოლივუდის მოწინავე რეჟისორებთან: რობერტ ალტმანი, ალან პაკულა, ჰელ ეშბი და ა.შ.
1967 წელს მას იღებენ მის საეტაპო ფილმში ‘ბონი და კლაიდი’, რეჟისორია არტურ პენი.
1978 წელს ეკრანზე გამოდის მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფილმი ‘heaven can wait’. 3 წლის შემდეგ ის ხდება ოსკარის მფლობელი დრამით ‘წითლები’. მას შემდეგ ის ცდილობს ფრთხილად შეარჩიოს პროექტები, რომლებზეც ის იმუშავებს. მას იღებენ კინო-კომიქსში ‘დიკ ტრეისი’ და ბარი ლევინსონის ფილმში ‘ბაქსი’. მას საკუთარი რეჟისორული ნამუშევარიც კი აქვს-‘ბულვორდი’.
|