ნამდვილად სკანდალური გამოდგა უილ სმიტისა და ჯადა პინკეტის გაყრის ამბავი.
ამ დღეებში პრესაში გაჩნდა ცნობა, რომ ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მყარი
წყვილი განქორწინებას აპირებდა.
ამჯერად კი მიზეზიც გამოაშკარავდა - როგორც აღმოჩნდა, ჯადა
პინკეტმა ქმარს ჯენიფერ ლოპესის ყოფილ ქმართან მარკ ენტონისთან უღალატა და
უფრო მეტიც, უილმა თითქოს თავისსავე საძინებელში შეუსწრო მოღალატეებს და
ცოლი მაშინვე სახლიდან გააგდო.
მარკისა და ჯადას რომანი სერიალ Hawthorne-ის
გადაღებებზე დაიწყო, რომელშიც ისინი შეყვარებულებს განასახიერებდნენ. ამის
მერე წყვილი დიდხანს ფლირტაობდა. სმიტმა კი მაშინ იეჭვა მათი რომანის
შესახებ, როცა ლოპესი და ენტონი ერთმანეთს დაშორდნენ.
არადა, ერთ დროს ჯენიფერი და ჯადაც მეგობრობდნენ და უილსა და მარკსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ...