გამოკითხვა 1 |
რამდენი წლის ხართ?
სულ ხმები : 369
|
გამოკითხვა 2 |
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
სულ ხმები : 304
|
გამოკითხვა 3 |
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10. 11.
სულ ხმები : 378
|
|
| | |
| მთავარი » 2011 » დეკემბერი » 8 » უილ სმიტი ცოლს შორდება
6:03 PM უილ სმიტი ცოლს შორდება |
ჰოლივუდის მსახიობი, უილ სმიტი 14 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ცოლს ეყრება. ''დაუსრულებელი გაუგებრობა, სხვა და სხვა ოთახში ძილი და უილის სხვა ქალებში გართობა, აი რა გახდა წყვილის დაშორების მიზეზი'' - იუწყება წყარო. ჯერ კიდევ აგვისტოში გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ ჯადა და უილი ერთმანეთს გაეყარნენ, თუმცა მაშინ წყვილმა ეს ინფორმაცია უარყო და ამ ჭორის შემდეგ მრავალჯერაც გამოჩნდა ერთად, თუმცა როგორც წყარო აცხადებს წყვილს მაშინ სკანდალი არ უნდოდა და ამიტომაც არ ადასტურებდნენ ინფორმაციას გაყრის თაობაზე, ამჯერად ორივეს მობეზრდა ტყუილში ცხოვრება... უილ სმიტი ცოლს შორდება
''ჯადა და უილი კვლავ იქცევიან ისე, თითქოს მათ ურთიერთობას არაფერი ემუქრება, რადგან არ უნდათ გაყრით თავიანთ კარიერას ავნონ, თუმცა მათ ერთად ყოფნას აზრი აღარ აქვს'' - წერს Star Magazine. ჟურნალი იმასაც აცხადებს, რომ წყვილის საერთო ქონება 520 მილიონი დოლარია, რაც კიდევ ერთი სადაო საგანია მათთვის.
აგვისტოში იყო საუბარი მათი დაშორების შესახებ, თუმცა ჯადა და უილი ცდილობდნენ ეს ინფორმაცია ყველანაირად მიეჩქმალათ. ''ისინი ცდილობდნენ ურთიერთობის მოგვარებას, მაგრამ ყველაფერი უფრო გაუარესდა ნოემბერში, როდესაც წყვილი ხელჩართულ ბრძოლაში გადავიდა. საზოგადოებაში ისინი მოსიყვარულე ცოლ-ქმრის იმიჯით ჩნდებიან, მაგრამ არავინ იცის რა ხდება მათ კარებს მიღმა, სადაც კატა-ძაღლივით ომობენ'' - წერს ჟურნალი.
''ჯადა და უილი ცალ-ცალკე ცხოვრებას ეწევიან. მათ არაფერი დარჩათ საერთო, გარდა შვილებისა. წყვილისთვის მნიშვნელოვანია ბავშვების ბედნიერება და ამიტომაც გაყრის თავიდან აცილებას ცდილობს, მაგრამ გაუთავებელი უთანხმოების დამალვა უკვე შეუძლებელი ხდება.'' ჟურნალი აღნიშნავს, რომ უილი 26 ნოემბერს დააფიქსირეს ალკოჰოლ-ბარში, სადაც ჯადას გარეშე შესანიშნავ დროს ატარებდა და მეტიც მას საქორწინო ბეჭედი არ ეკეთა...
|
კატეგორია: სხვა |
ნანახია: 717 |
დაამატა: ☆Anny★
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
| |
| |
| | |
|
|