"ცოტა რამ სიყვარულის შესახებ" - 1 დეკემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 1 » "ცოტა რამ სიყვარულის შესახებ"
11:19 PM
"ცოტა რამ სიყვარულის შესახებ"
‘’სიყვარული ეს ნიჭია, რომელიც ღმერთმა ადამიანს უბოძა და უბედურია ის ვინც ამ ქვეყნიდან ამ ნიჭის გარეშე წავა.’’ - ნოდარ დუმბაძე


როგორც ხედავთ, სიყვარული მრავალსახიანია და ვერავინ გეტყვით ზუსტად, თუ როდის და ვინ შეგიყვარდებათ და რ
აგრეთვე გაგიზიარებთ საინტერესო გამოკითხვას :) 
მკვლევარებმა 4-დან 8 წლამდე ბავშვებს ჰკითხეს, რა არის სიყვარულიო. 
აი რას ამბობენ პატარები:

6 წლის რებეკა: როცა ჩემი ბებო ართრიტით დაავადდა, ვეღარ იხრებოდა და ვეღარც ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა ლაქს და ყოველთვის ჩემი ბაბუ უსვამდა, მაშინაც კი, როცა თვითონაც დაუავადდა ხელები ართრიტით. ეს არის სიყვარული.

6 წლის კრისი: სიყვარულია, როცა შენი შემწვარი კარტოფილის უმეტეს ნაწილს ვინმეს აძლევ და სამაგიეროდ არაფერს თხოვ.

5 წლის ერიკი: სიყვარული გაიძულებს დაიღიმო, როცა ძალიან დაღლილი ხარ.

7 წლის დენი: სიყვარულია, როცა დედა ყავას უმზადებს მამას და მიტანამდე მოსვამს, რათა დარწმუნდეს, გემრიელია თუ არა.

7 წლის ნოელი: სიყვარულია, როცა ბიჭს ეუბნები შენი პერანგი მომწონსო და იგი ყოველდღე იცვამს ამ პერანგს.

5 წლის მერი-ენი: სიყვარულია, როცა შენი ლეკვი სახეს გილოკავს მაშინაც, როცა მთელი დღით შინ მარტო დატოვე.

7 წლის ბილი:
როცა ვინმეს უყვარხარ, შენს სახელს განსაკუთრებულად წარმოთქვამს და იცი, რომ შენი სახელი სამუდამოდაა დაცული.

6 წლის კარენი:
როცა ვინმე გიყვარს, შენი წამწამები მუდამ მაღლა მიფრინავენ და დაბლა ეშვებიან, ზემოთ, ქვემოთ, იქიდან კი ვარსკვლავები იფრქვევა.

8 წლის ჯესიკა:თუ არ გიყვარს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა მიყვარსო, და თუ გიყვარს, ეს გაუთავებლად უნდა იმეორო, თორემ ადამიანებს ავიწყდებათ სიყვარული.


და თქვენი აზრით, რა არის სიყვარული ? ოგორი სიყვარული გეწვევათ. მაგრამ იმაში, რომ ადრე თუ გვიან მოხდება ეს, ეჭვი ნუ შეგეპარებათ. სიყვარულზე ბევრი რამ თქმულა, ის ძალიან ლამაზი, ტკბილი, მრავალფეროვანი, ენით აღუწერელი გრძნობაა. 
ამქვეყნად არსებობს მრავალგვარი სიყვარული: დედა-შვილური, და-ძმური,ქალ-ვაჟის, სამშობლოს, სარწმუნოების და ა.შ.

ყველა ადამიანს თავისი მოსაზრება გააჩნია: ’’თუ რა არის სიყვარული’’. ზოგს სჯერა ერთი ნახვით შეყვარების,ზოგს-არა. სიყვარულს თან ახლავს: როგორც სიტკბოება-ისე სიმწარე . ის ხომ მართლაც ‘’მარადიული გრძნობაა’’. არ არსებობს ადამიანი, თუნდაც ბოროტი, რომელსაც გულში სიყვარულის ერთი ნაპერწკალი არ ჰქონდეს. 

სიყვარული არ არის თამაში, როცა მოგესურვება რომ დაიწყო და დაამთავრო. იგი ადამიანის გულს დაუპატიჟებლად ესტუმრება და როცა ჩასახლდება , იმწამსვე დაიწყებს მბრძანებლობას. ‘’თუ ვინმე გიყვარს-ადამიანი ხარ, თუ ვინმეს უყვარხარ კი ღმერთი-ო’’- ნათქვამია ბრძენი ადამიანების მიერ, რომელთა მოსაზრებების ჩვენ გვჯერა. სევდა, მწუხარება, სიხარული, ბედნიერება, თვალზე ცრემლი - სახეზე ღიმილი, ეს ყველაფერი სიყვარულის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებია. 

‘’სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ მოდის... ეს გალაკტიონის სიტყვებია... როცა ეს გრძნობა იბადება გულში მთელს შენს ცხოვრბას, ფიქრებს, აზრებს იპყრობს... მთელი შენი ცხოვრება მხოლოდ საყვარელ ადამიანს უკავშირდება... მასთან რაღაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს აღარ გაძლევს... ‘’ნამდვილი სიყვარული მარადიულია’’... ის არასდროს ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში...


დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო იმისთვის, რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების, მძაფრი განცდების და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე... ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება, რომ ჩვენი ცხოვრების მანძილზე აღარ გვრჩება დრო იმისთვის, რომ ხელახლა შეგიყვარდეს.

’’ სიყვარული ყოველდღე იზრდება, არასოდეს კარგავს თავის პირველმდგომარეობას, არ წყდება, არ უფერულდება, არ ხუნდება..." პირველი სიყვარული ამქვეყნად ყველაზე ლამაზია, ის ყველასაგან და ყველაფრისაგან განსხვავდება, არ აქვს მნიშვნელობა როდის გეწვევა-რა ასაკში. 


ყველაზე ლამაზი-სიყვარული ალბათ გარდატეხის ასაკშია. ამ დროს ყველაფერს განიცდი, უფრო რომანტიკული და მეოცნებე ხარ, ვიდრე საერთოდ. პირველი სიყვარულის დავიწყება უზომოდ ძნელია, თითქმის შეუძლებელი და სანამ ცოცხალი ხარ ის ბუდობს შენს გულში.


ყველაფერი ახალია შენთვის: პირველი ცრემლი, პირველი სიხარული, პირველი სითბო, პირველი კოცნა... ის ყოველთვის შენში რჩება! ყველა ადამიანის ფიქრებში ტივტივებს აზრი ‘’მარადიული სიყვარულისა’’ და ყველა იმ დასკვნამდე მიდის, რომ ის მარადიულია. 

გავიხსენოთ შექსპირის ‘’რომეო და ჯულიეტა’’, მათი უსაზღვრო სიყვარული, მართლაც ხომ მარადიული იყო. ის რომ ჩვენ ამის შესახებ დღეს 21 ს-ში ვსაუბრობთ, სწორედაც რომ ‘’მარადიული სიყვარულის’’ შედეგია. მეცნიერები მრავალი წლის მანძილზე იკვლევდნენ თუ რა იყო ‘’სიყვარული’’, მაგრამ მაინც ვერ ახსნეს. ყველა ამ გრძნობას თავისებურად ხსნის.


კატეგორია: News - სიახლეები | ნანახია: 763 | დაამატა: mmaRi-JeLeNa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
1 - ავტორი: nini21
(მასალა) თარიღი: (2011-12-02 10:49 AM)