''ცხოვრება ოცნებებში'' Miley To Go - 13 მაისში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » მაისი » 13 » ''ცხოვრება ოცნებებში'' Miley To Go
5:14 PM
''ცხოვრება ოცნებებში'' Miley To Go
''მე არ ვმღერი და ვთამაშობ ჯილდოებისთვის. არ ამირჩევია ეს საქმიანობები ფულისთვის! მართალია დიდ მოგებას ვნახულობ, მაგრამ ეს ჩემთვის ბევრს არ ნიშნავს!

სიმღერა და თამაში-ეს ჩემი სიამოვნებაა. მიხარია როდესაც ხალხს ვახარებ ჩემი სცენაზე და გადააღებ მოედანზე დგომით. სტიუ ვანდერ (ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მომღერალი) ბრმაა, და ვერ ხედავს ვერცერთ ჯილდოს. არ აინტერესებს ისინი ბრილინატებია თუ არა მაგრამ მას თავისი საქმიანობა უყვარს! ბეთხოვენი დაყრუებიშ შემდეგაც ქმნიდა მუსიკას! ეს ორი ადამიანი თავისი საქციელით ამტკიცებს, რომ მთავარია გიყვარდეს შენი საქმიანობა და შენ ყველაფერს შეძლებ! ''

''არაფერი ხდება შემთხვევით''




''
როდესაც დედაჩემი ჩემზე ფეხმძიმედ იყო, მამამ მას ტურიდან დაურეკა და უთხრა, რომ სიზმარში ხილვა ჰქონდა. მან დედას უთხრა, რომ ბავშვი, რომელსაც ის გააჩენდა, სხვისგან გამორჩეული იქნებოდა თავისი ბედით. შემდეგ დაამატა : იცი რას ვფიქრობ ეს ბავშვი იქნება DESTINY HOPE CYRUS (მაილის სრული სახელი,რომელიც ამგვარად ითარგმნება:იღბალი, იმედი საირუსი) მამა თავისი ინტუიციით გამოირჩევა და მას ყველა ვენდობით, ამიტომ დედაჩემმა უპასუხა;''სწორედ ექ იქნება ჩვენი გოგონას სახელი'' მაგრამ როდესაც დავიბადე მაშინვე შემარქვეს სახელი SMILEY რომელიც შემდეგში SMILEY-MILEY საბოოლოდ კი მხოლოდ მაილი გახდა. უკვე აღარავინ მეძახის დესტინს, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩემი ოფიციალური სახელი მაილი გამხდარიყო.
ჩემმა მშობლებმა იმიტომ შემირჩიეს სახელი-დესტინი, რომ ფიქრობდნენ კარგი იღბალი მექნებოდა. ეს ასეც აღმოჩნდა, ახლა მე მას მივყვები, და ჩემი ოცნებები სრულდება! მამაჩემს პატარაობაში უნდოდა ბოქსიორი გამოსულიყო, შემდეგ კალათბურთელობა მოინდომა, მაგრამ საბოლოოდ ჩამოაყალიბა ჯგუფი, სადაც გიტარაზე მარცხენა ხელით უკრავდა!
ჩემი აზრით არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ ჩაგივარდება გეგმები, მთავარია იმედი გქონდეს და წარმატების მთავარი ინგრედიტი შენი ძველი დამარცხებები იქნება, რომლებიც ბევრს გასწავლის!


ხშირად მეკითხებიან, თუ მწყინს, რომ ბავშვობა გადაღებებზე გავატარე და დიდად გართობა ვერ მოვასწარი. ეს მეც მაინტერესებს, საინტერესოა როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება, თუ დისნეიში არ მივიდოდი!

მე მჯერა, რომ ძალიან სასიამოვნოა იყო ჩვეულებრივი თინეიჯერი გოგონა, მაგრამ მე ეს არასდროს გამომიცდია და ვერც გამოვცდი! ხანდახან არ მინდა ავდგე დილას 6 საათზე, რადგან სტუდიაში ვარ წასასვლელი, მინდა ძილი! ხანდახან გადასაღები მოედანი ციხედაც მეჩვენება!

მაგრამ ძალიან მიხარია, როდესაც ჩემს ფილმს შემდეგ ტელევიზორში ბავშვებთან ერთად ვუყურებ ან ჩემს დისკს საადმყოფოში ავადმყოფ ბავშვს ვჩუქნი! ეს დიდ ბედნიერებას მანიჭებს! ''




კატეგორია: BooK ★ | ნანახია: 649 | დაამატა: -LiiiZz | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz