თეონა კოროშინაძე საქართველოს ბანკის ფავორიტი გახდა და მათი ხუთეულის ფინალური შეჯიბრის შემდეგ
ფინალისტობა მოიპოვა! ის განსხვავებული იმიჯის და გამორჩეული ხმის ტემბრის გამო, თავიდანვე
ყურადღების ცენტრში მოექცა.
იცოდა, რომ საქართველოში უფრო პოპულარული ტრადიციული სტილია და თავადაც არ მოელოდა, რომ ასე
კარგად შეხვდებოდა და მიიღებდა მას მაყურებელი. გახარებულია, რომ ფინალშია და კიდევ ერთხელ მიეცა
საშუალება, რომ "ნიჭიერი”-ს სცენაზე იმღეროს!
როგორც იცით, პროექტის ფორმატი ითვალისწინებს მომღერლებისთვის, რომ ფინალში ის უნდა
შეასრულონ, რაც ქასთინგზე, ან ნახევარფინალში იმღერეს. თეონამ არჩევანი -you know i’m no good-
ზე შეაჩერა. მართალია გამარჯვების იმედი არ აქვს, მაგრამ მისთვის ისიც ბევრს ნიშნავს, რომ ამდენი
ხალხის სიყვარული დაიმსახურა თავის სამშობლოში. როდესაც ამერიკაში სწავლას დაასრულებს, უნდა
სამუდამოდ აქ დაბრუნდეს!
თვალ-ყურს აქტიურად ადევნებს ფეისბუქზე და ბლოგზე გამოხმაურებებს და დიდ მადლობას უხდის
ყველას, ვინც ამხნევებს კომენტარებში.
ახლა კი მისი ნამღერი ნიჭიერის ფინალში,
|