თბილისში მომღერალი ჯული მასინო ჩამოდის - 3 აგვისტოში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » აგვისტო » 3 » თბილისში მომღერალი ჯული მასინო ჩამოდის
4:40 PM
თბილისში მომღერალი ჯული მასინო ჩამოდის


2011 წლის 4 აგვისტოს თბილისში ცნობილი ამერიკელი მომღერალი და ვოკალის პედაგოგი ჯული მასინო ჩამოდის. ჯული მასინოს ევროპაში „ვარსკვლავების მასწავლებლის" ტიტულით იცნობენ. ამერიკაში გაკეთებული მომღერლის კარიერის შემდეგ ბოლო წლებია იგი სწორედ ამ საქმიანობით არის დაკავებული და უკვე მრავალი ახალგაზრდა ვარსკვლავი გამოზარდა. მას ცნობილმა გაზეთმა "Variety” "ოქროს ხმაც” კი უწოდა მისი ხმის გასაოცარი ტექნიკური შესაძლებლობების გამო.
მასინომ კარიერა 15 წლის ასაკში 70იანი წლების ამიერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო. წლების განმავლობაში იგი ევროპაშიც პოპულარული გახდა. იგი სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა ცნობილ ამერიკულ ჯგუფებთან, ჯენის ჯოპლინთან, ფრენკ სინატრასთან, სტივ ვანდერთან და ა.შ.

20 წლის წინ მომღერალმა პედაგოგობაც შეითავსა. დღეს ევროპაში საკუთარი ვოკალის აკადემია და ტანსაცმლის ხაზი აქვს. გამოშვებული აქვს რამდენიმე სოლო ალბომი, რომელთაც ევროპაში ოქროსა და პლატინის სტატუსი აქვთ. ლონდონის ერთ-ერთმა სტუდიამ შარშან მასინოზე ფილმის გადაღება დაიწყო, რომელიც ევროპის 9 ქვეყანამ უკვე შეიძინა. მომღერალი ბოლო წლებია საბერძნეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს...
ჯული მასინომ საქართველოს შესახებ რამდენიმე წლის წინ შეიტყო. 2008 წელს ქართველების მხარდასაჭერად საბერძნეთში ერთ-ერთ კონცერტზე სიმღერა შეასრულა, მაყურებელს კი წუთიერი დუმილით ქართველი დაღუპული ჯარისკაცებისთვის პატივის მიგება სთხოვა.
ბოლო დროს ჯული მასინომ საბერძნეთში ბევრი ქართველი მეგობარი გაიჩინა და ქართული კუტურის გასაცნობად საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა. მომღერალი ქართველ მსმენელს 6 აგვისტოს "ქალაქურის" ლაუნჯ ბარში შეხვდება და რამდენიმე სიმღერას აჩუქებს მათ. მასინოსთან ერთად ცოცხალი ბენდის თანხლებით ახალგაზრდა მომღერლები ნინი შერმადინი, გვანცა ზაქარეიშვილი და მარკუს მეტრეველიც იმღერებენ. პროგრამას ცნობილი ბერძენი დიჯეი ალექსი დაასრულებს, რომელიც ჯული მასინოსთან ერთად ჩამოდის თბილისში.
„Julie Massino welcome party” დახურული წვეულებაა და მასზე მხოლოდ მოსაწვევებით იქნება მოხვედრა შესაძლებელი. ღონისძიებას აქტიურად გააშუქებს პრესა და ტელევიზია.
კატეგორია: ვარსკლავები ★ | ნანახია: 623 | დაამატა: ✿◠‿◠)TaT(◕‿◕✿ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz