ფილმში ბოროტი მონათმფლბელის როლს ლეონარდო დიკაპრიო თამაშობს.
რეჟისორს ჯერ კიდევ ‘უსახელო ნაბიჭვრებში’ სურდა მსახიობთან მუშაობა
მისთვის განკუთვნილი იყო პოლკოვნიკ ლანდის როლი, რომელიც
შემდეგ კრისტოფ ვალცს ერგო. ბედის ირონიით
რეჟისორის ახალ ფილმშიც, სწორედ ვალცმა მიიღო ექიმი შულცის
როლი, რომელიც ლეონარდოს ეკუთვნოდა, მაგრამ
როდესაც მან აური განაცხადა, რეჟისორმა მიწერა მას, რომ გერმანულ ენაზე დაამატებდა დიალოგებს…
მოკლედ როლები სხვანაირად გადანაწილდა… დიკაპრიოს და კვენტინს შორის
მოლაპარაკებებეი, სავარაუდოდ შედგა და მსახიობი ტარანტინოს ახალ ფილმში
მონათმფლობელის როლს ითამაშებს.
ფილმში მონაწილე სხვა მსახიობები არიან ჯეიმი ფოქსი, იდრის ელბა და კრის ტაკერი.
სიუჟეტის მიხედვით ჯანგო არის განთავისუფლებული მონა, რომელიც თავის ცოლს
(ასევე მონას) ეძებს. მას ეხმარება გერმანელი დაქირავებული, ექიმი კინგ შულცი,
რომელსაც კრისტოფ ვალცი შეასრულებს.
თუ დიკაპრიო დათანხმდება როლზე,
მას ისეთივე სახასიათო როლზე უშაობა
მოუწევს, როგორიც იყო ვალცის როლი ‘უსახელო ნაბიჭვრებში’: კევინ კენდი
ქარიზმატული და მომხიბვლელი
მონათმფლობელია, რომელიც თავისთან
აკავებს ჯანგოს ცოლს. ასე რომ, მთავარ
გმირს მოუწევს მასთან პირისპირ შეჯახება. კელვინის
ერთ-ერთი საუკეთესო მონა არის სტივენი(სამუელ ლ. ჯექსონი); ის პატრონის დიდი
ნდობით სარგებლობს და შესაბამისად დიდ გავლებას ფლობს.
დიკაპრიობ ახლახანს დაამთავრა მუშაობა კლინტ
ისტვუდთან დრამაში ‘ჯ. ედგარი’, სადაც ის უშიშროების სამსახურის მთავარს
თამაშობს.
|