ტრანსფორმერები მთვარის ბნელი მხარე ყველაზე აქტუალური ფილმი იყო ამ პერიოდში და შედეგიც სახეზეა,მან უიქენდზე დაახლოებით 97.4მლნ დოლარი გამოიმუშავა. ფილმის ჩვენება ამ დროისთვის 9300 ეკრანზე მიმდინარეობს. ფილმის შემოსავალი პირველი 5 დღის შესაბამისი ჩვენებით 162.1 მლნ დოლარია,ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა "ადამიანი ობობა 2"-ს,რომლის შემოსავალიც იმავე პერიოდისთვის 152.4მლნ დოლარი გახლდათ.(ეს უკანასკნელი კი მე-9 ადგილზეა უმაღლესი შემოსავლების მქონე ფილმთა სიაში). ამ დროისთვის "ტრანსფორმერების" მსოფლიო შემოსავალი 372.125.000 მლნ დოლარი გახლავთ და მოთხოვნა ისევ ძალიან დიდია.დაველოდოთ, კიდევ რა ციფრებს შემოგვთავაზებენ...
|