როგორც უკვე ცნობილია ივნისის ბოლოს,გამოვა ფილმი "ტრანსფორმერები მთვარის ბნელი მხარე",იქამდე კი გთავაზობთ ინფორმაციას თამაშზე,რომლის შემქმნელიც შონ მილერი გახლავთ.მისი სახელწოდებაც იგივეა:"ტრანსფორმერები მთვარის ბნელი მხარე".
შონ მილერი ერთ-ერთი ინტერვიუს დროს აცხადებს:"ვინც ამ თამაშზე მუშაობდა,ყველა ტრანსფორმერების დიდი გულშემატკივარი გახლავთ,ამიტომაც ჩვენ მოგვეცა საშუალება შეგვექმნა ის,რაც ძალიან გვივარს.იმისდამიუხედავად,რომ მე წესით შეზღუდვები უნდა მქონოდა,ანუ უნდა დავყრდნობოდი ფილმს და ნაკლები თავისუფლება მექნებოდა მოვლენების განვითარების მხრივ,ეს სცენარი ჩემს სახელმძღვანელოდ ვაქციე.სწორედ ამაზე დაყრდნობით შევქმენით კარგი თამაში,ასე რომ, შეზღუდვები ამ მხრივ ნამდვილად არ ყოფილა.თამაშს ისე მივუდექით,რომ უნდა შეგვექმნა პროდუქტი,რომლის თამაშის სურვილიც ჩვენ თვითონ გვექნებოდა,ამიტომაც მოვლენების განვითარება ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავია.თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ითამაშოთ ისე,რომ თქვენთითონ გახდეთ საყვარელი ტრანსფორმერი."
"ტრანსფორმერები მთვარის ბნელი მხარე" თამაშის სახით 2011 წლის 14 ივნისს გამოვა "Xbox 360" და " PlayStation 3"-ზე.
|