ცნობილი მსახიობი ტორი სპელინგი, რომელიც რამდენიმე კვირაში იმშობიარებს,
პაპარცებმა ლოს-ანჯელესის ქუჩებში სეირნობისას შენიშნეს. სპელინგს მაკიაჟი
არ ჰქონდა, რითაც საზოგადოება გააოგნა.
როგორც ჩანს, ორსულ ტორის გარეგნობა ნაკლებად აღელვებს. არადა, წითელ ხალიჩაზე ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება.
ახლახან
მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში დაიჩივლა, რომ შვილების მოვლა ბევრ დროს
ართმევს და ძალიან უჭირს ერთდროულად თავის მოვლაც და ბავშვების პატრონობაც.
მესამე ორსულობა მისთვის საკმაოდ მძიმედ გადასატანი აღმოჩნდა.