ტარანტინოს ახალი გუნდი
ოსკარის ლაურეატი ჯეიმი ფოქსი დაამტკიცეს მთავარ როლზე, ქვენტინ ტარანრინოს ახალ ფილმში ‘ჯანგოს განთავისუფლება’. ამ როლზე ერთ-ერთი კანდიდატი იყო უილ სმიტი, მაგრამ მის შემცვლელთან უკვე დამთავრდა მოლაპარაკებები.
ფოქსი თამაშობს მონა ჯანგოს, რომლის ცოლი დატყვევებული ყავს ‘ბოროტ პლანტატორს’, კელვინ კენდის(ლეონარდო დიკაპრიო). ცოლის გასანთავისუფლებად ჯანგო კოალიციას ქმნის გერმანელ დაქირავებუკლთან(კრისტოფ ვალცი).
ჭკვიანი და ფრთხილი მონის როლს ასრულებს სამუელ ელ ჯექსონი.
თავიდან კრისტოფ ვალცის როლი ლეონარდო დიკაპრიოს უნდა შეესრულებინა, მაგრამ თავად მოწინააღმდეგის როლი აირჩია.
‘უსახელო ნაბიჭვრებში’ ასევე დიკაპრიოს გადაღება უნდოდა რეჟისორს, მაგრამ შემდეგ პოლკოვნიკი ლანდის გმირი ვალცის მიხედვით გადაწერა. ეს როლი მსახიობისთვის დიდი წარმატება იყო, მან ოსკარიც კი მიიღო.
როგორც ცნობილია გადაღებები უკვე იწყება და ფილმის გამოსცლა ეკრანებზე იგეგმება 2012 წლის დეკემბერში.
|