ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტრომ მუსიკალური ჰიტების ”შავი სია” შეადგინა, რომლებიც ჩინეთის მუსიკალურ საიტებზე აღარ უნდა ისმოდეს.
სიაში 100 მუსიკალური კომპოზიცია მოხვდა, ისინი ჩინურმა ვებგვერდებმა 15 სექტემბრამდე არქივიდან უნდა ამოიღონ. სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ეს სიმღერები "ჩინეთის ნაციონალურ-კულტურულ უსაფრთხოებას" ზიანს აყენებენ.
ჩინეთში ინტერნეტს ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებს - კონტენტი, რომელსაც ადგილობრივი მთავრობა პოლიტიკურად არასაიმედოდ მიიჩნევს, დაუყოვნებლივ ქრება ქსელიდან.
ჩინეთის კულტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 100-მა სიმღერამ ოფიციალური შესარჩევი პროცესი ვერ გაიარა.
სიის სათავეში ლედი გაგაა, აკრძალვა მის 6 სიმღერას შეეხო. აიკრძალა ბიონსეს, კეტი პერის, Backstreet Boys და Take That-ის რამდენიმე კომპოზიციაც.
|