ეპატაჟური მომღერალი ლედი გაგა (Lady Gaga) დარწმუნებულია, რომ მის შემოქმედებას ცნობილი დიზაინერი და მეგობარი ალექსანდრ მაკქვინი (Alexander McQueen) ზეციდან აკონტროლებს. "მაკქვინის დაღუპვის შემდეგ სიმღერა "Born This Way" ჩავწერე, ვფიქრობ, ის სამოთხეშია და წარმატების მიღწევაში იქიდან მეხმარება. ასე მგონია, ჩემი ცხოვრება მისი დაწერილი სცენარით მიდის", - ამბობს გაგა.
სკანდალებით ცნობილმა ლედი გაგამ "Born This Way" დიზაინერის გარდაცვალების წლისთავს მიუძღვნა.
|