პირველად საქართველოში, 15 სექტემბრიდან ქართველ მაყურებელს ეძლება საშუალება იხილოს ფილმი "4D" ფორმატში.ეს გახლავთ მძაფრსიუჟეტიანი, სათავგადასავლო,კომედია "ჯაშუში ბავშვები 4".
ამ კონკრეტულ შემთხვევაში,მეოთხე განზომილება (4D) არომატის შეგრძნებას ითვალისწინებს.
ფილმის,"ჯაშუში ბავშვების” შემთხვევაში,მაყურებელს სპეციალურ ბარათებს ურიგებენ,რომელზეც სხვადასხვა არომატის მქონე სტიკერი გახლავთ დაკრული.გარკვეულ მომენტში,ეკრანზე გამოჩნდება ციფრი და მაყურებელმა სწორედ ამ ციფრის შესაბამისი სტიკერი უნდა ააძროს ბარათს და შეისუნთქოს არომატი.ამ სიახლეს "არომასკოპი” ეწოდება.
ფილმის რეჯისორი რობერტ როდრიგესი გახლავთ.
მთავარ როლებში არიან:
ჯესიკა ალბა
ჯოელ მაკჰეილი ალექსა ვეგა
როუენ ბლანჩარდი
მეისონ კუკი
ჯერემი პივენი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ჯაშუში ბავშვების”ნახვა 4 D-ში,ქართველი მაყურებლისთვის 15 სექტემბრიდან "ამირანში”,”რუსთაველსა” და "აპოლო” ბათუმში იქნება შესაძლებელი.
|