სკოლა - 12 წლიანი ''სროკი'' ? - 13 სექტემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 13 » სკოლა - 12 წლიანი ''სროკი'' ?
2:46 PM
სკოლა - 12 წლიანი ''სროკი'' ?

-ჩიგოვიძე!
-ვარ მასწავლებელო!
-კალანდაძე!
-აგერ ვარ მასწავლებელო!
-სიხარულიძე!
-ავად გახდა, მასწავლებელო, და ჭყონიამ, ცენტრაძემ, ბურჭულაძემ, ქორიძემ, ნინიძემ და ღლონტმა გააცილეს სახლში.
-მთელი კლასი ვერ გაყევით ? იკითხა გულჩვილმა მასწავლებელმა.
-ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ დარჩა, თორემ მივყვებოდით.


მგონი დღესაც ასე იწყება სკოლაში გაკვეთილი. კითხულობენ სიას მაგრამ ასეთი პასუხი ძალიან იშვიათია. მოსწავლეების უმრავლესობას ერთი სიტვის გამეტება ეზარება, ზოგი კი ერთი სიტყვის თქმით - ''ვარ'' კმაყოფილდება...

-ვაშალომიძე, ვაშალომიძე, ვა-შა-ლო-მი-ძე! ყვირის მასწავლებელი და ხელს მაგიდზაე ურტყავს.
-აქ ვარ, პატივცემულო მასწავებელო!
-მასეთი ყოფნა და არ ყოფნა ერთი და იგივეა !
-ყოფნა არყოფნა, საკითხვაიც აი ეს არის! - ამბობს რომული პათეტიკურად. 

დღეს მოსწავლის ყოფნა-არყოფნა უკანა მერხზე ჯდომით და ტელეფონზე თამაშით განისაზღვრება .

-რომული კალანდაძე, გაბრძანდი გარეთ!
-სიცივეა მასწავლებელო !
-გაეთრიე გარეთ - მხარს ვუჭერ მასავლებელს.
რომული გადის

აი ეს კი ნაცნობი სიტუაციაა. ალბათ ყველას გვეყოლება კლასელი, რომელიც გაკვეთილზების უმრავლესობას კარებთან ატუზული ატარებს. ახლა ბავშვების უმრავლესობა მასწავლებელს ამ საკითხში არ ეწინააღმდეგება, არც სიცივეს უჩივის და უმეტეს შემთხვევაში მომღიმარი სახით ტოვებს საკლასო ოთახს. 

მე კი უბედურება მატყდება თავს. 
-რა გვქონდა გაკვეთილად ვაშალომიძე ? 
-სოლვეის ხერხით სოდის მიღება!
-აბა გამოდი დაფასთან !

აბა გამოდი დაფასთან - ყველა დროის ყველაზე საშინელი სიტყვები. რომელსაც ჩვენი თაობა ''აი სად დამერხათი'' მოიხსენიებს. დაფასთან უმრავლესობა მეგობრისგან კარნახს ელის. ''ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო''


მათემატიკის მასწავლებელი : 
''ვაშალომიძე ჩემთვის ასუცნობიანი განტოლებაა და სანამ მასში ადამიანს ამოვიცნობ, ალბათ სულ ამომხდის!''

დღევანელი მოზარდის ლოგიკა : რაში მჭირდება მათემატიკა, როდესაც არსებობს კალკულატორი ?! 


ფიზიკის მასწავლებელი :
''არ არსებობს ბუნებაში ენერგია. რომელსაც შეეძლოს ვაშალომიძის მოძრაობაში მოყვანა. ეს არის სითხეში ჩაშვებული სხეული. რომელზედაც არ მოქმედებს არავითარი ამომგდები ძალა'' 

ქიმიის მასწავლებელი ;
''არავითარი რეაქცია, ზის და მთელი დღე მშლის. იგი რაღაც განსაკუთრებული ლაკმუსია, რომელზედაც არაფერი არ მოქმედებს, იგი არასოდეს წითლდება''

რუსულის მასწავლებელი :
''по моему он просто идиот ''

გეოგრაფიის მასწავლებელი :
''ვაშალომიძეს აქვს ერთობ რელიეფური ცოდნა. იგი ან შექანებულია, ან გამოფიტული. ვფიქრობ, მას სჭირდება ზომიერი სარტყელი, რომ სიგრძედი დ განედი ერთი ჰქონდეს.''

ისტორიის მასწავლებელი :
''იგი უფრო ქვის ხანის ადამიანის, ვიდრე მეოცე საუკუნის ცივილიზირებული მოქალაქე. ძნელია დავათარიღოთ მომენტი, როდესაც იგი გაკვეთილზე წყნარად ზის. არავითარი პროგრესი, იგი არცხვენს საკუთარ კლასს''

ნაცნობი სიტუაციები


-მას რვეული სახლში დამრჩა !
-რატომ თავი არ დაგრჩა ?!

-რატომ არ უსმენ ? 
-როგორ არ ვუსმენ მას
-აბა გაიმეორე ! 

რა ჯობია იმ შეგრძნებას, რომელსაც გრძნობ მაშინ, როდესაც ზარი ირეკება და 5 წუთიანი თავისუფლება გაქვს. ამ დროს კი მასწავლებეი გეუბნება
-მოგეცი ადგომის უფლება ? ზარი ირეკება ჩემთვის და არა თქვენთვის !


-შენ შენი ოჯახის სარკე ხარ!

-სახლსიც ასე ხატავ კედლებზე ? 

-სახლში სტუმარი რომ მოდის ფეხზე არ დგები ? 

-მითხარით რაზე იცინით და ერთად ვიცინოთ ! 

მოსწავლის ფიქრები გაკვეთილზე : '' ოღონდ ახლა არ გამომიძახოს და შემდეგისთვის ძალიან კარგად ვისწავლი! მთავარია ახლა გადავრჩე'' ამის შემდეგ არსებობს ორი ვარიანტი
1) მასწავლებელი შენ გვარს კითხულობს და სულ მალე ჟურნალში შენი გვარის გასწვრივ ჩნდება 2
2) მასწავლებელი არ გიძახებს მაგრამ შემდეგი გაკვეთილისთვის საერთოდ არ ემზადები და იგივე ფიქრებში ხარ

--------------------------

სკოლის მოსწავლეთა უმრავლეოსბა ფიქრობს : ''როდის მორჩება ეს სკოლა ! 12 წლიანი ''სროკი'' . მაგრამ რატომღაც ავიწყდებათ, რომ შემდეგ სწავლა უმარლესში უნდა განაგრძონ ! ეს სიტუაცია გვახსენებს გამოთქმას : ''ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო''. მაგრამ იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომლებმაც სკოლა უკვე დაამთავრეს სულ იმის ნატვრაშია ნეტავ სკოლაში ვსწავლობდეო. ნეტავ რატომ ? ადამიანს მუდამ სურს ის რაც იმ დროისთვის არ აქვს ?!


კატეგორია: სხვა | ნანახია: 856 | დაამატა: -KeTii | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
3 - ავტორი: -KeTii
(მასალა) თარიღი: (2011-09-13 3:30 PM)




0



პასუხი
Lizii ანგელიდან არ დამიკოპირებია smile http://ninibestquotes.blogspot.com/ აი აქ ვნახე და მინდოდა დამედო smile