სიურეალიზმი - 30 ივლისში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ივლისი » 30 » სიურეალიზმი
11:09 AM
სიურეალიზმი
სიტყვა "სიურეალიზმი", ფრანგული წამოშობისაა და მისი ქართული თარგმანი ასეთია "ზერეალობა". ეს არის მიმდინარეობა ხელოვნებისა რომელიც XX საუკუნის შუა წლებში ჩამოყალიბა. ოფიციალურად, ამ მიმდინარეობის ჩამოყალიბება უკავშირდება ფრანგი მწერლის ანდრე ბრეტონის სახელს, რომელმაც საფრანგეთში, 1924 წელს სიურრეალისტური მანიფესტის გამოქვეყნება. იგი თავის მანიფესტში წერს: "სიურეაიზმი ვერბალურად, წერით თუ ნებისმიერი სხვა სახით გამოხატავს ფიქრის რეალურ ფუნქციონირებას". 
სიურეალისტების მიზანი იყო ჭეშმარიტი ცხოვრების გამოხატვა, რომელიც არც რეალობაშია და არც იდეალობაშია, იგი არაცნობიერში მდებარეობს. ამიტომაც, მათ შემოქმედებაში სწორედ ეს არაცნობერია წინ წამოწეული. ამისათვის კი მოხსნილია გონების, ლოგიკისა თუ მორალის მხრივ ყოველგვარი კონტროლი. სიურელიზმი, ესაა შემოქმედის უკონტროლო სულიერი მდგომარეობის გამოხატვა და გადმოცემა ნახატის ან ჩანაწერის სახით. ხელოვნების ამ მიმდინარეობის მიმდევრები, თავისი ემოციებისა და სულიერი მდგომარეობის გადმოსაცემად ხშირად მიმართავენ სიზმრებს, მითიურ ელემენტებს, შეშლილობას, იუმორსა და ირონიას, რაც არაცნობიერის შეცნობაში ეხმარება ადამიანს. 
სიურეალიზმისთვის ხელოვნება თავისთავადი მიზანი არაა, ის არის ადამიანის გათავისუფლების საშუალება. იგი უარყოფს ტრადიციულ ხელოვნებას, ყოველივე ჩვეულებრივს, არსებულს. 
სიურრეალიზმის უშუალო წინამორბედად ითვლება დადაიზმი, რომელმაც პირველმა გაუღო კარი არაცნობიერს ხელოვნებაში. თავიდან ბრეტონი და მომავალი სიურრეალისტები (არაგონი, სუპო) დადაისტებთან ერთად მოღვაწეობენ, მაგრამ 1922 წელს მათ შორის განხეთქილება ხდება. სიურრეალისტები, მართალია, ეთანხმებიან დადაისტების პროვოკატორულ დამოკიდებულებას, მაგრამ მათგან განსხვავებით, პროვოკაციას აძლევენ კონკრეტულ მიზანს, რაც სამყაროს შეცვლაში მდგომარეობს. 
მათი აზრით მართალია შემოქმედება მოდის არა რეალობიდან არამედ ქვეცნობიერიდან და არის სრულიად თავისუფალი, მაგრამ შემოქმედს აკისრია მორალური პასუხისმგებლობა, ამიტომ მან აუცილებლად უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია. მარტალია სიურეალიზმის წინამორბედი დადაიზმია, თუმცა ეს ორი მიმდინარეობა ერთმანეთისგან დიდად განსხვავდება. სიურეალიზმი მიიჩნევა ხელოვნების ერთ-ერთ დარგად, დადაიზმს კი ანტი-ხელოვნებასაც უწოდებენ. 
როგორც ვნახეთ, სიურრეალისტური მიმდინარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ვიზუალურ ხელოვნებაში. ისევე როგორც ლიტერატურაში, აქაც სიურრეალიზმი იკვლევს ქვეცნობიერს და მიზნად ისახავს სურვილისა და ოცნების გათავისუფლებას ყოველგვარი ჩარჩოებისგან. 
მხატვრობაში სურეალიზმის ყველაზე ცნობილი მიმდევრები იყვნენ: ივ ტანგი, მან რეი, ჟოან მირო, სალვადორ დალი და ა.შ. მთავარი მახასიათებელი სიურეალისტი მხატვრების შემოქმედებისა, ისაა რომ მათი ნახატების ცალკეული ელემენტების შერწყმა სიზმრისეულ სურათებს წარმოადგენს. 
კატეგორია: სხვა | ნანახია: 1065 | დაამატა: LiiK | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz