მშვიდობით, კარგად აღარ მჭირდები. მე ეს სიტყვები გულში მესობა, როგორც ისრები. წადი ჩემგან შორს, იქ სადაც მე არ ვიქნები და ალბათ მერე დაგავიწყდები. ეს სიტყვები და გოგონა მიდის. მზე დაბნელდა,ღრუბელი გამოჩნდა,წვიმა წამოყვა. მოიცა. ჩუ,ჩუ... რაღაც ხმა ისმის. არა, არა ეს ხმა არ არის, გოგონა ტირის, ტირის და ეს ხმა ცამდე მიდის, დაღონებული ფეხზე წამოდგა და ტაძრისკენ მიუყვება ბილიკს, ნელ-ნელა მიდის და კვლავ ტირის, ტაძარში შესული ისევ აგრძელებს ტირილს. ხატთან მივიდა და ისევ ტირის, წმინდაო მარიამ, შენ მაინც მითხარი რისთვის. პასუხი არაა და გოგონა ისევ აგრძელებს ტირილს, წმინდაო მარიამ კიმაგრამ რისთვის. ხელში უჭირავს წითელი ვარდი და ისევ ტირის, ხელში ვარდით და ხატთან დაჩოქილი უფალთან სამოთხეში მიდის.
|