სელის ინტერვიუ - 8 მაისში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » მაისი » 8 » სელის ინტერვიუ
4:56 PM
სელის ინტერვიუ
-თქვენი ფილმი ''მონტე კარლო'' ძირითადად ზრდასა და აქტიურ მოგზაურობაზეა. გრეისისთვის ეს
პირველი მოგზაურობაა. თავს თქვენც თქვენი გმირივით თავისუფლად გრძნობთ?

-დიახ. ამ ბოლო დროს, მართლაც ბევრი ვისწავლე გრეისისაგან. პირველად მშობლების გარეშე
სამოგზაუროდ ახალი წლის არდადაგებზე წავედი ჩემს მეგობრებთან ერთად. ჩვენ საოცრად მოვილხინეთ.

-მეგობრებთან ერთად მოგზაურობა ცხოვრების მართლაც გამორჩეული ეტაპია. თქვენ ვისთან
ერთად ისურვებდით მოგზაურობას პარიზში (ან თუნდაც მონტე კარლოს გადაღებებზე?)

-მე სიამოვნებით ვიმოგზაურებდი ტეილორ სვიფტთან ერთად. მე გადავფრინდი ნეშვილში მის
სანახავად; ისიც ახერხებს ხოლმე ჩამოვიდეს ლოს ანჯელესში, რათა ერთმანეთს შევხვდეთ.
მე მას უკვე 3 წელია ვიცნობ და ამ ხნის განმავლობაში მივხვდი, რომ მასთან ერთად ყოფნა ძალიან მსიამოვნებს.

-ტეილორი თქვენი საუკეთესო მეგობარია?

-მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ ცნება ''საუკეთესო მეგობარი'' სასაცილოდ ჟღერს. თუ ცხოვრებაში იპოვე
3 ადამიანი, რომელსაც შეგიძლია ბოლომდე ენდო, შეგიძლია ჩათვალო, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი
ყველაზე იღბლიანი ადამიანი ხარ. მე უამრავი არაჩვეულებრივი ადამიანი მახვევია გარს, 5 ყველაზე
ახლო ადამიანი, რომელთაც შემიძლია ნებისმიერი რამ მოვუყვე. ისინი არიან: ჯენიფერ სტოუნი,
ჩემი მეგობარი ეშლი, ტეილორ სვიფტი და ჩემი ორი ბიძაშვილი.

-თქვენ ყოველთვის კარგად ეწყობოდით მეგობრებს? თუ როდესმე იყავით მათთან ნაჩხუბარი?

-არსებობენ ადამიანები, რომლებთანაც ახლოს იყავით, თუმცა შემდეგში გითქვამთ: ''როგორ მოვუშვი
ის ჩემთან ახლოს?'', მაგრამ ესა თუ ის ადამიანი შენს ცხოვრებაში ბევრი მიზეზის გამო ჩნდება და
თიოთეული მათგანისგან ცხოვრებისეულ გაკვეთილს სწავლობ. შენ იზრდები და იცვლები და
შესაძლებელია უცბად გაგიჩნდეს გრძნობა, რომ უამრავი მეგობრიდან შენიანი არცერთი არ არის.
საბედნიეროდ, ამ მომენტში თავდაჯერებული ვარ და მიხარია, რომ გარშემო მყავს ადამიანები, რომელთაც
ასი პროცენტით შემიძლია ვენდო.

-თუ ადამიანი გულს გტკენს, აძლევთ თუ არა მას მე-2 შანსს?

-მე ვაღიარებ მე-2 შანსს, თუმცა არა მე-3 და მე-4-ს. თუ ადამიანს აპატიებ და ის იმავე ქმედებას გააგრძელებს,
ე.ი ის ვეღარასდროს გამოიცვლება. შენ არ შეგიძლია სრულად შეცვალო ვინმე. ჯენიფერ სტოუნს
1000-ჯერ უთქვამს ჩემთვის: ''ემეგობრე იმას, ვინც გავსებს და არა იმას ვინც შუაზე გყოფს''

-მეგობრებში ცვლილება ან გულის ტკენა შენ გამოგიცდია დემი ლოვატოსთან ერთად.
თქვენ ისევ ახლოს ხართ?

-დიახ, რა თქმა უნდა. არსებობს სიყვარული, რომელიც რაც არ უნდა მოხდეს არასდროს ქრება.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც შენ ყოველთვის, სულ ყოველთვის გეყვარებიან. ჩემმა სიტყვებმა
კიდევ ერთხელ შემახსენა, თუ როგორ მიყვარს დემი.

-სიყვარული საოცარი გრძნობაა. გამოგიცვდიათ ეს განცდა საპირსპირო სქესის მიმართ?

-არ ვიცი. მე მეწვია პირველი სიყვარული და ამასთან - პირველი გულისტკენა. დღევანდელი გადმოსახედიდან
არა მგონია, ეს სიყვარული ყოფილიყო. ალბათ ეს უფრო 15 წლის ასაკის ბრალი იყო, როდესაც
ამბობ: ''მე მიყვარს ის! ჩვენ დავქორწინდებით!''. ვფიქრობ რაც უფრო გავიზრდები და რაც უფრო
თავდაჯერებული გავხდები, მით უფრო მივხვდები თუ რა არის ნამდვილი სიყვარული. ამ მომენტში,
სიმართლე გითხრათ არ ვიცი ოდესმე მყვარებია თუ არა.

-როდესაც გეგონათ, რომ მართლა გიყვარდათ, როგორ შეეგუეთ ამ ყოველივეს დასასრულს?

-მე ძალიან ემოციური ვარ. როდესაც პირველი გულისტკენა გამოვცადე, მეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა,
მეგონა, რომ მოვკვდებოდი თუ ის ჩემს გვერდით არ იქნებოდა. ეს რა თქმა უნდა ძალიან, მტკინვეულია,
მაგრამ არაფრის გადალახვაა შეუძლებელი. როდესაც გიყვარს, ყოველი დღე უკეთესია შენთვის, რადგან
ამ დროს ცდილობ საყვარელ ადამიანს ყოველმხრივ ასიამოვნო და ამით შენც ბედნიერი ხარ.

-თავდაპირველად ჯასტინთან ურთიერთობაზე არაფერს ამბობდით, შემდეგ კი უკვე ღიად დაიწყეთ
საუბარი, მეტიც ოსკარის ცერემონიაზეც მასთან ერთად გამოცხადდით.

-ვიცი. ეს იყო ჩვენი გეგმა.

-არის მიზეზი, რის გამოც გადაწყვიტეთ, რომ ჯასტინთან ურთიერთობასთან დაკავშირებით გახსნილი იყოთ?

-მე არ მიყვარს მალვა. რა თქმა უნდა, რამდენიმე რაღაცას პირადულად ვიტოვებ, თუმცა მე 18 წლის
ვარ და ეს ჩვეულებრივი ადამიანია, თუ ვინმე შემიყვარდება. ასეთ ასაკში, მე ყოველთვის გავერთობი
მეგობრებთან ერთად, გამიტაცებს ადამიანები და ვთვლი, რომ ეს სავსებით ნორმალურია.

-რაც უფრო ღიად ჩნდები ჯასტინთან ერთად საზოგადოებაში, მით უფრო მჭიდრო კავშირი გაქვს
მის ფანებთან. გაგონდებათ შემთხვევა, როდესაც თავად გყოლიათ კუმირი და მისი ფანის მოკვლა გდომებიათ?

-თქვენ მე დამცინით? მე კვლავაც ვფიქრობ ზაკ ეფრონის ცოლობაზე!

-ჩვენ ვიცით, რომ ის თავისუფალია.

-არა. მე მას არ ვეხები. მე ვანესა ჰაჯენსიც ძალიან მიყვარს.

-არის რაიმე რასაც ჯასტინის ფანებს ეტყოდი?

-მე შევდივარ ამ გოგონების მდგომარეობაში და მე მათ ვუგებ.



კატეგორია: ვარსკლავები ★ | ნანახია: 731 | დაამატა: -LiiiZz | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
1 - ავტორი: ani_ani
(მასალა) თარიღი: (2011-05-08 5:08 PM)




0



პასუხი
tu ambobs rom magisi sauketeso megobaria taylori da vigaceebi demize ?? :(:(:(:(: chemi azrit taylorz emetad seles demi ugebs !