მალე ხალხის მაგივრად რობოტები მოემსახურებიან ყველაფერს
ბრიტანულმა კომპანიამ – Concept Shed – შექმნა საქორწინო ავტომატი, რომელიც 1 გირვანქა სტერლინგად წყვილის დაქორწინება შეუძლია. ავტომატში ფულის ჩაგდების შემდეგ მანქანა საქორწინო მარშის დაკვრას იწყებს და მომხმარებელს ქორწინების ტიპის არჩევანს სტავაზობს. სასიძო-საპატარძლომ ორიდან ერთ-ერთ ღილაკს უნდა დააჭიროს ხელი 1 – "დიახ”-ს ნიშნავს 2 კი "გამოსვლას”.
ამის შემდეგ ავტომატი ქორწინების მოწმობას და ორ პლასტმასის საქორწინო ბეჭედს გაძლევს. მას შემდეგ, რაც ეს აპარატი გამოჩნდა სხვადასხვა ინტერნეტ სივრცეებში მასზე ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდა სხვადასხვა ქვეყნებში, კომპანიამ ავტომატზე შეკვეთები უკვე მიიღო.