სასიყვარულო ჩანახატი♥ - 4 სექტემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 4 » სასიყვარულო ჩანახატი♥
1:55 PM
სასიყვარულო ჩანახატი♥
რ მეგონა, საქმე აქამდე თუ შეტრიალდებოდა. რას ვიფიქრებდი, ჩემი დიდი ხნის ოცნება ერთ საათში თუ ამისრულდებოდა... არადა, რამდენი წელი ველოდებოდი ამ დღეს. მე კი არ მიხარია, სრულებით არ მიხარია. რაღაც მამძიმებს, ძალიან ძალიან მამძიმებს. ვიცი რაც არის ის რაღაც, სინდისის ქენჯნაა, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად შემაწუხებს, რადგან მას სახელად თათა ქვია...
ჩემი დიდი ხნის ოცნება კი მამუკაა. ხუთი წელია, ერთმანეთს ვიცნობთ, ანუ პირველი კურსიდან. ჯგუფელები ვართ. გაცნობის დღიდან ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს. მაშინვე მომეწონა. ასე ვთქვათ გულში ჩამივარდა. რაც დრო გადიოდა, მით უფრო ძლიერდებოდა ჩემი სიყვარული. ის კი ვითომც არაფერი, ჩემში მხოლოდ დაქალს ხედავდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში სამი შეყვარებული მაინც გამოიცვალა, თუმცა, თუ მას დაეჯერება, სერიოზულად არც ერთი უყვარდა. სამი ჩვეულებრივი გატაცება და მორჩა. არადა რა ბიჭია რო იცოდეეთ! Mმაღალი, სპორტული აღნაგობის, წყალბურთელი, შავგვრემანი, შავთვალება, გრუზთმიანი. ამასთან, საოცრად თბილი ბუნებისაა- ხალასი, იუმორით სავსე. ერთი სიტყვით, ყველაფერი გააჩნია, რაც იდელურ, ოცნების მამკაცს უნდა ქონდეს. ამიტომაც დასდევს შეყვარებულ ქალთა არმია. მეც მათ რიცხვში ვარ, მაგრამ არ ვიმჩნევ. აზრი არ აქვს და იმიტომ. წლინახევრის წინ როცა ვეღარ მოვითმინე და მთვრალმა სიყვარული ავუხსენი, ასე მითხრა, ჩემსა და ჩენს ჩორის რომანი გამორიცხულია, იმიტომ, რომ დასავით მიყვარხარო. რა უნდა მეთქვა? არ მინდა შენი ძმობა-მეთქი? ენა მუცელში ჩავიგდე და ბედს შევეგუე. სამაგიეროდ სხვა ხერხს მივმართე. ყველა ქალთან, ვისთანაც ის გაივლიდა, იდეალურ ურთიერთობას ვამყარებდი, ვედაქალებოდი და ყველაფერს ვიგებდი მასზე. რა უყვარდა, რა არ მოსწონდა, რა მოსწონდა, რას პატიობდა და რას არ პატიობდა, რა თვისება ხიბლავდა ქალში და როგორ შეიძლებოდა მისი გულის დაპყრობა.
ასე გრძელდებოდა ბოლო პერიოდამდე, მანამ სანამ თათას არ გავიცნობდი. თათა მამუკას მორიგი გულის ვარდია, ძალიან ლამაზი, ძალიან კეთილი, ძალიან სათნო, ფაქიზი სულის პატრონი. ფარვასავითაა-მსუბუქი, ჰაეროვანი, ისე დაფარფატებს, თითქოს მიწაზე ფეხს არ ადგამსო. წელწვრილი, წვივმაღალი, შვლის ნუკრივით მომზირალი... დიდრონი ცისფერი თვალები.
საოცრება მოხდა. ტუკი მამუკას წინა სიყვარულები'გულის სიღრმეში მძაგდა მათ მხოლოდ პირადი გამორჩენის მიზნით ვემეგობრებოდი, თათასთან ეს არ გამომდიოდა. სხვებში მუდამ მეტოქეს ვხედავდი, მასში კი- ერთ დაუცველ უმწეო ლამაზ გოგონას, რომელსაც მფარველად მე მოვევლინე. თათაც ჩვენთან სწავლობს, უნივერსიტეტში, ოღონდ სხვა ფაკულტეტზე. იგი პირველი კურსის სტუდენტია, ჩვენ კი წეკლს ვამთავრებთ. რაღაც ერთი თვე დარჩა გამოცდებამდე.
Mმე და მამუკამ თათა უნივერსტეტის წინ, კაფეში გავიცანით. Eერთხელ ყველა ადგილი დაკავებული იყო და უცნობი, გამხდარი თეთრი გოგონა ჩვენს მაგიდას მოუახლოვდა ყავის ფინჯანით, ხელს თუ არ შეგიშლით, თქვენთან დავჯდებიო. Mმერე ერთმანეთი გავიცანით. მერე კიდევ ვნახეთ ერთმანეთი, მერე კიდევ, მერე კიდევ და მგონი, ეგ გოგო მიყვარსო, ‘’მახარა’’ ჩემმა ძმაკაცმა. თურმე დროს ტყუილად არ კარგავდა. იმ წუთში გულზე შემომენთო, ისეთი ტკივილი ვიგრძენი, როგორც მაშინ, ჩემი სიყვარული რომ უარყო. ქალები კარგად გამიგებენ ამ შემთხვევაში. ჩვენ ხომ ყოველთვის ვიტოვებთ იმის იმედს, რომ როცა ‘’ის’’ აღარ ეყვარება, იქნებ მაშინ მაინც შეგამჩნიოს. Mმე ამ იმედით ვსულდგმულობდი თათას გამოჩენამდე. Mან კი ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ვიცოდი,ისედაც უიმედოდ შეყვარებულს, არაფერი გამომივიდოდა. თათას ნამდვილად ვერ შევედრებოდი. იგი ყველაფრით ჩემზე უკეთესი იყო. Mმას ვერ შეიძულებდი, ძალიან რომ მოგენდომებინა. Mმისი შინაგანი ბუნება არ მოგცემდა ამის საშუალებას. Mმე, როგორც ყოველთვის, ახლა მასთან ვცადე ‘’მიახლოება’’. Mმალე დავმეგობრდიით და მეც მისი გულის პირველი მესაიდუმლე გავხდი.
Mმამუკა და თათას ყველა ნაბიჯი ზეპირად ვიცოდი. როდის ხვდებოდნენ ერთმანეთს, რამდენ ხანს იყვნენ ერთად, სად იყვნენ, როგორ აკოცა, რა უთხრა… რა თკმა უნდა, თათა უფრო გულახდილი იყო ჩემთან, ვიდრე მამუკა. მამაკაცები ხომ ცოტა სიტყვაძუნწბი არიან, როცა საქმე ინტიმურ საკითხებს ეხება.
Aასე გადიოდა დღეები. ცალკე მამუკას ვარიგებდი ჭკუას, ცალკე-თათას. Mმეცოდებოდა იგი. პირველ რიგში იმიტომ, რომ ქალი იყო, თანაც შეყვარებული ქალი. ვინ იცის, ბედი რას უმზადებდა. ხანდახან საკუთარ თავს წარმოვიდგენდი მის ადგილას… სულ მეეგონა, რომ მათ შორის იმაზე მეტი ხდებოდა, ვიდრე ჩანდა. აგმოჩნდა, რომ ამაში არ შევმცდარვარ. Bბოლო ხანებში თათას მოწყენილობა დაეტყო, თითქოს მხრებშიც მოიკუნტა, თვალები ჩაუშავდა, გულჩათხრობილი გახდა. მამუკასგან ხომ წესიერად ვერაფერს გაიგებ. ცოტა ხანს მაცალე, საკუთარ თავში უნდა გავერკვეო, მითხრა. იშვიათად ვხედავდი მათ ერთად, მერე თათამ ლექციების გაცდენა დაიწყო.Mმამუკამ კი უფრო და უფრო მოუხშირა ჩემთან სიარულს, შინ თუ გარეთ, თითქმის არ მშორდებოდა გვერდიდან. რაღაც გაუგებარი სიტუაცია შეიქმნა…
Aამასობაში მაისიც დაიწყო…იმ დღესაც, ლექციების შემდეგ, მამუკა მომიახლოვდა, მკლავში ხელი ჩამავლო და მითხრა.
-შენთან საქმე მაქვს. Pპეროვსკაიაზე გავიდეეთ, ბარში.
Mმივხვდი რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა. მაშინვე დავთანხმდი. Pფეხით გავედით იქამდე. გზაში ხმაა არ ამოუღია…
როგორც ყოველთვის, სოკო, ვისკი და ლუდი შეუკვეთა. Eეს ჩვენი საყვარელი მენიუა, ჩემი და მისი. შინაგანად ვთრთოდი. მეგონა, რაღაც საშინელება უნდა ეთქვა. კარგა ხანს ვისხედით. რატომღაც, საუბარი არ აეწყო. ყველაფერზე ილაპარაკა იმის გარდა, რისთვისაც მომიყვანა. ბოლოს ვეღარ მოვითბინე.
- მამუკა, აქ ამ სისულელეების სალაპარაკოდ მომიყვანე? –გავაწყვეტინე სიტყვა.
- არა,- დაიბნა არ მოელოდა.
- მერე? რატომ მთავარს არ მეუბნები, რა არის ამისთანა? –უფრო ამაკანკალა.
- მოდი ჩვენს სიყვარულს გაუმარჯოს –თქვა და ჭიქა ჩემს ჭიქას მიუჯახუნა.
ცუდად მენიშნა ‘’ჩვენი სიყვარული’’. თვალი მოვხუჭე და ინტერესით გავხედე
- რომელ ჩვენს სიყვარულს, რაღაც ვერ გავიგე- სახე შემეცვალა.
- რომლითაც შენ გიყვარს ერთი, -მითხრა და თვალი თვალში გამიყარა.
- გაუმარჯოს- ცალყბააწეულმა ვთქვი და სუნთქვა შევიკაარი და ჯერ ვისკი დავლიე, მერე ნახევარი კათხა ლუდი მივაყოლე. Aასე არასდროს გამიკეთებია. Yყოველთვის ცოტა-ცოტას ვწრუპავდი ხოლმე.
- დადა მე შენ მიყვარხარ… ამას გვიან მივხვდი… მაგრამ რაც მთავარია, ხომ მივხვდი, - მოულოდნელად დაიწყო მამუკამ.
ვიფიქრე მომესმა მეთქი. შუბლშეკრულმა ავხედე. თვალს არ მაშორებდა.
- რა თქვი?
- მიყვარხარ, ყველა ქალზე მეტად, ყველაზე უფრო, ყველაზე ძალიან…
- საიდან მოგაქვს ეს სისულელე, მამუკა? – ჩემთვის იმდენად ძნელი დასაჯერბელი იყო მისი სიტყვები, ყოველივე სიზმარი მეგონა.
- ეს სისულელე არ არის, დადა, ეს სინამდვილეა.
ხმას ვერ ვიღებდი. ჩავფიქრდი. რა უნდა მეთქვა? ასეთ დროს როგორ იქცევიან ქალები? წარმოდგენა არ მქონდა.
- კიმაგრამ თათა?
- თათა მხოლოდ გატაცება იყო.
- მორიგი გატაცება?- ავიფოფრე.
- ასე გამოდის.
- იმიტომ დადის ასე გაუბედურებული? Uუკვე დაშორდი?
- Aარა, ჯერ მისთვის არაფერი მითქვამს.
- რატომ ჯერ ჩემგან ელი პასუხს? მე თუ დაგთანხმდები, იმ შემთხვევაში თათას ‘’აუცვამ’’? თუ არდა, ჩვეულებრივ გააგრძელებ ურთიერთობას, არა? ალბატ, ეს გინდოდა გეთქვა.
- ცდები. ნუ ამბობ ასე. პირიქით რამდენი ხანია, თავს ვარიდებ თათასთან შეხვედრას, სულ რაღაცას ვიმიზეზებ, რომ პაემანი არ დავუნიშნო. იქნებ თვითონაც გაუაროს…
- მაოცებ, მამუკა… საიდან მოიტანე ასე უცებ…
- რა საიდან მოვიტანე?
- საიდან დაასკვენი, რომ მე გიყვარვარ. აკი ჩემი და ხარო? შენ არ იყავი, შარშან ჩემს სიყვარულს აინუნშიაც რო არ აგდებდი?
- არ ვიცი… თავისით მოვიდა. ვერც ვიგრძენი, მეც ვერ წარმომედგინა… ორი კვირაა, ტანჯვად გადამექცა ცხოვრება. შენ გგონია, ადვილი იყო ჩემთვის ამის თქმა? იცი, როგორ გამიჭირდა? კინაღამ მოვკვდი კაცი.
- მე, - მოულოდნელად გამეცინა, - შენ შემთხვევით ამ ორი კვირაში ‘’დავით კოპერფილდიი’’ ხოარ წაიკითხე? - აშკარად დავცინოდი, - დიკენსის გავლენას ხოარ განიცდი, საყვარელო?
- არ გინდა ასეთი ლაპარაკი, ნუ ახურებ, - შეცვლილი ხმით მითხრა.
- რა, მაინც საინტერესოა, თათას ჩემით შენაცვლება რატომ გადაწყვიტე, რამ გაგიადვილა? Hო, თუმცა მეც რა მიუხვედრელი ვარ. ჩვენს სახელებში ხომ მხოლოდ ერთ ასოშია განსხვავება. თ შეიცვალა Dდ-თი, მორჩა და გათავდა, - სარკასტურად გავიცინე.
- ახლა თავი არ მაცემინო, - ზამბარასავით გაიჭიმა.
- სხვათაშორის მე პასპორტით დარეჯანი მქვია, - არ ვჩერდებოდი.
Uუცებ შეირხა, ჩემსკენ გადმოიხარა, მაჯაში მწვდა, მარწუხივით მომიჭირა თითები და კბილებში გამოსცრა.
- ცხოვრებაში პირველად გეკითხები და უკანასკნელად.Gგინდა, ვიყოთ ერთად?!
- არა, - ანგარიშმიუცემლად წამომცდა, - კი, - ‘’გამოვასწორე’’ შეცდომა და ბოლოს – არ ვიცი, არა, - ამით დავასრულე.
Mმამუკა მიხვდა, ასე ერთბაშად, ასე გაუაზრებლად გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი. მართალია, მისგან საპასუხო სიყვარული ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო მაგრამ… სრულიად დაუჯერებელი რამ ხდებოდა. ოთხი წლის უპასუხო სიყვარულს ახლა, მეხუთე წელს ‘’ეხმაურებოდა’’, თანაც რა დროს!Mმერამდენე თვეა, თათაზეა გადართული! რა უნდა დავუჯერო!
- მოდი, შევეშვათ ახლა ამაზე საუბარს. ხვალ-ზეგ შეგხვდები და მერე ვილაპარაკოთ, კარგი? - დამრიგებლური ტონით მითხრა და ხელი გამიშვა.
Mმე მხოლოდ თავი დავუქნიე. პასუხის გაცემის თავიც არ მქონდა…
***
Mმთელი ღამე არ მიძინია. გაბრუებული ვიყავი. თან მიხაროდა, თან არ მიხაროდა. არა, უფრო სწორედ, არ ვიცოდი, გამხარებოდა თუ არ გამხარებოდა, დამეჯერებინა თუ არ დამეჯერებინა. ნუთუ ასეთი არამდგრადია? ნუთუ არ შეუძლია, ერთგული იყოს? ხომ ამბობდა თათაზე, მიყვარსო. მეც რომ ასე მომექცეს?
Aესე მომექცეს? რას დავეძებ… მე ხომ მიყვარს. ჩემთვის მთავარია, ვიყოთ ერთად. მერე რა თუკი აღარ ვეყვარები, ერთად ხომ მაინც ვიქნებიით? მერე თათა? იმან რა უნდა ქნას? რა-ა? რა და სხვას შეიყვარებს. ბიჭების მეტი რა არის. სავსეა თბილისი. თანაც მისნაირ გოგოზე ვინ იტყვის უარს. არც არავინ.
Aარა არა . სინდისის ქენჯნა მომკლავს. თუმცა რა ჩემი ბრალია? ჩვენ ახლა დავამთავრებთ, მერე შეიძლება თათას ვერც ვერასდროს შევხვდე ცხოვრებაში. თანაც, თუკი მამუკას აღარ ენდომება მასთან, რა ცას ხო მარ გამოეკიდება/? ხომ უნდა შეიყვაროს ვინმე? მამუკამაც ვიღაც ხომ უნდა შეირთოს ცოლად? თათასთვის რა მნიშვნელობა ექნება, ვინ იქნება ის ‘’ვიღაც’’?
Aაი, ასე ვიმშვიდებდი მთელი ღამე თავს, თან ოცნებაში ლამაზ ლამაზ კოშკებს ვაწყობდი. ის კი არ ვიცოდი, რომ მეორე დღეს ჩემი აშენებული კოშკები ხუხულასავით თავზე დამენგრეოდა.
***
Mმეორე ლექციის შემდეგ თათა მესამე სართულის დერეფანში შემეფეთა. თითქოს დაფრთხა ჩემს დანახვაზე, თითქოს თვალი ამარიდა. ეს ამბავი არ მომეწონა. გუშინდელი ხომ არაფერი იცის? – გამკრა გულში.
- პრივეტ, როგორა ხარ?
- აბა რა გითხრა, ვარ რა, - მხრები აიჩეჩა და საცოდავად, მოიკუნტა.
- რატომ ასსე ნაღვლიან ნოტაზეE? – მხრებში ხელი ჩავავლე და თვალებში ჩავხედე, - მოხდა რამე?
Gგანზე გაიხედა. ქვედა ტუჩი კბილებს შუა მოიქცია, ნიკაპი აუკანკალდა.
- შენ რა, ტირი? რა გემართება? – შევანჯღრიე.
- არაფერი, - სლუკუნით თქვა და ხელით მოიწმინდა ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი.
Aარ დავუჯერე. ეზოსჰი გავიყვანე. თვალისგან მოფარებულ ადგილზე დავდექით.
- ჰე, დაიწყე ახლა! – არ მოვეშვი.
- ორსულად ვარ, - ჩაიჩურჩულა.
თითქოს ურო ჩამარტყესო თავში, კინაღამ ვიკივლე.
- ვისგან? – მეც ჩურჩულზე გადავედი, რომ არ მეყვირა.
- იცი შენ, ვისგანაც.
- ღმერთო… - აგმომხდა, ახლა რომ მამუკა მენახა, შუაზე გავგლლეჯდიი, - იცის?
თავი დამიქნია.
- მერე?
- მერე არაფერი.
- არაფერი რას ქვია?
- აბორტი უნდა გავიკეთო.
- გაგიჟდი? გესმის, რას ამბობ?
- ჰო, მას ასე უნდა.
- მიზეზი? ესე უნდა რას ნიშნავს? – აღვშფოთდი.
- ჯერ მზად არ ვარ ცოლის მოსაყვანადო.
- თუ ყველა ქალს ასე მოექცევა, არც არასდროს იქნება მზად, - გავცხარდი, ბრაზი მახრჩობდა, კარგი, მე ვნახავ მამუკას და დაველაპარაკები…
- არა, არა გეხვეწები, არ გინდა. ეგ უკვე გადაწყვეტილი ამბავია. მე მაწყობს ასე.Aახლა მაინც ვერ გავაჩენ ბავშვს, - მკლავზე ჩამომეკიდა თათა
- მაშინ რაღა გატირებს?
- აბორტის მეშინია, თან მრცხვენია – თავი ჩაქინდრა.
კარგა ხანს უცახცახებდა მხრები. უხმოდ ტიროდა. ძალიან შემეცოდა, მაგრამ რას გავაწყობდი? არც კი უნდოდა დავხმარებოდი.
- შენთან ერთი თხოვნა მაქვს – მითხრა ტირილით გული რომ მოიოხა.
- მიტხარი, ყველაფერში დაგეხმარები, - თავი გამოვიდე.
- შენც წამოდი ხვალ, წამომყევი.
- მამუკა მოდის?
- აბა
- კი ბატონო, შენ თუ ასე გინდა, წამოვალ, აბა რას ვიზამ.
***

წარმომიდგენია, რა დღეში ჩავარდებოდა მამუკა, როცა თათა ეტყოდა, დადას ყველაფერი მოვუყევი და ისიც მოდის ჩვენთან ერთადო. ისე ვიყავი გაცოფებული, მისი დანახვაც არ მინდოდა. რა უნამუსო კაცია! ქალი დააორსულა და მის ცოლად შერთვასაც არ კადრულობს! ახლა რომ რამე ვუთხრა, ალბატ მეტყვის მისი პირველი მამაკაცი არ ვყოფილვარო. Dდარწმუნებული ვარ ასე იტყვის. ეს კაცების თავის გამართლების ნაცადი ხერხია. თათაც კარგი ვინმეა! როგორ შეტოპა აქამდე.Aახლა ხო ნანობს? აბორტი! აბორტი რა გამოსავალია? წინ რატომ არ იყურება? გათხოვება და შვილის ყოლა არ უნდა?Gგადამრევენ ეს ქალები! ესეც შენი ‘’ამერიკანიზაცია’’!
ის ღამეც თეთრად გავათენე.Aან კი რა ჯანდაბა დამაძინებდა! ნეტავ რას იზამს მამუკა, მე რომ დამინახავს?Eერთი როგორ შემომხედავს თვალებში, მაგასაც ვნახავ!...
Dძალიან მშვიდად შემომხედა. ნერვიც არ შეტოკებია. გოროზად გავხედე, არც მივსალმებივარ. კარგია, გუშინ რომ არ შევხვდი, რომ არაფერი ვუთხარი. მისი დამოძღვრა შედეგს მაინც არ გამოიღებდა. მით უმეტეს, ახლა თურმე ჩემზეა შეყვარებული. Hჰმმმ!
- ვინ უნდა გაგიკეთოს? – თათას მივუბრუნდი.
- მამუკას დედამ, - ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა. ენა ჩამივარდა გაოცებისგან. თავხედობასაც ხომ აქვს საზღვარი!! სხვა ვერავინ ნახა? ბოღმა ყელსჰი მომებჯინა.
- კარგად მოგიფიქრებია საღოლ! – დავგესლე ‘’იდეალური მამაკაცი’’ – კაზანოვასაც კი შეშურდებოდა შენი!
- მორჩი რა, - აგდებულად მესროლა ზურგი შეგვაქცია.
- შემომყვები? – თათას საცოდავი სახე ჰქონდა, ტუჩები გაჰფითრებოდა.
- მაგას რა კითხვა უნდა, აბა რისთვის მოვედი. ნუ გეშინია, მე აქ ვარ.
Mმხარზე ხელ გადავხვიე და ლოყაზე ვაკოცე.
- წავედით.
Dდა წავედით…
Lლია დეიდას ჩემ დანახვაზე თვალები გაუფართოვდა.Gგანზე გამიყვანა.
- შენი მეგობარია? - ჩუმად მკითხა.
- კი
- მერე რატომ არ მითხრა მამუკამ? – გაუკვირდა.
- რა უნდა ეთქვა? – კიტხვა შევუბრუნე. მაინტერესებდა, თუ იცოდა, საკუთარ შვილიშვილს რომ უსპობდა სიცოცხლეს.
- შენი ამხანაგი თუ იყო. დიტოს შეყვარებულიაო, მიტხრა.
- დიტო ვინ არის?
- მე რა ვიცი. ისე მითხრა, დიტო ვიფიქრე ძმაკაციათქო.
- მაგის ძმაკაცს დიტოს მე არავის ვიცნობ. ასეტი არავინ ვიცი, არ ვიცნობ, - როგორ მინდოდა ყველაფერი დამეფქვა, ყველაფერი მომეყოლა დედამისისთვის, რომ მამუკა გამემწარებინა, მაგრამ… არაფერსაც არ ვამბობდი.
- ალბათ, შენი სახელის ხსენების მოერიდა და იმიტომ. რა სხვანაირი ბიჭია, არა? – კმაყოფილებით გაიღიმა ლია დეიდამ
- კი ნამდვილად სხვანაირია. თავისი ორიგინალური ქმედებებით პირდაპირ მაოცებს ხოლმე, - ირონიულად შევნიშნე, რასაც რა თქმა უნდა, დედამისი ვერ მიხვდა.
- ჩემი გოგო, ცოტა ხანს შემოდი ჩემთან – ხელით ანიშნა თათას, -ზუსტად ათ წუთში იარაღები მოიხარშება და დავიწყებთ, რატომ კანკალებ?
- მეშინია, - თქვა თათამ და უფრო მოიბუზა, მთლად დაპატარავდა.
-Nნუ გეშინია, საშიში არაფერია, - მხარზე ხელი მოუთათუნა მამუკას დედამ და კაბინეტში შეუძღვა, - წამო, ისტორია გავაფორმოთ იქამდე.
-Gგარეთ გავალ და ათ წუთში შემოვალ, - მივაძახე თათას და ეზოში ჩავედი, რათა მამუკა მენახა.
Mმრავლისმთქმელად შემომხედა. ვითომ დარცხვენილი იყო, ისეთი სახით იყურებოდა.
- რაო? – ვეღარ მოითმინა.
- ჯერ ისტორიას აფორმებენ, - უკმეხად ვუპასუხე
- როგორ მოახერხე? – გამჭოლი მზერა ვესროლე.
- იცოდე, ახლა ნოტაციების კითხვა არ დამიწყო! – გამაფრთხილა.
- ეგღა მაკლია! შენნაირებთან არ ღირსს ნოტაციების წაკითხვა, - თვალები დავუბრიალე.
- გაჩუმდი რა!
- არ გავჩუმდები, თუნდაც იმიტომ რომ მეც ქალი ვარ და ერთ მშვენიერ დღეს Aშეიძლება მეც თათასავით მომექცნენ… შენნაირები, - დავაყოლე.
-Mმე შენ ასე არასდროს მოგექცევი.
- მართლა?რა იცი? ორი თვის წინ თათასაც ასე ეტყოდი, ხომ ვიცი.
- არ მიცნობ?Aამ დროს, მგონი, სულ სხვანაირი წარმოდგენა გაქვს ჩემზე. სხვაგვარად შენ არ შემიყვარებდი, - მამუკამ ნამუსზე შემაგდო.
- სიყვარული ბრმაააა, - ბოლო მოვუღე ჩემი გამოტანილი დასკვნით.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა…..
- დედაშენს რატომ არ უთხარი. სინამდვილეში რაც ხდება? - კვლავ შევუტიე.
- ვერ ვხედავ ამის აუცილებლობას.
- რატომ გეშინია არ გადაგაფიქრებინოს?
-Mმე ვერავინ ვერაფერს გადამაფიქრებინებს. ჩემი საქმისა მე ვიცი.
- მაშინ ისიც გეცოდინება, მერე რა იქნება?
- როდის მერე?
- თაღა რომ აქედან გამოვა. რა არ იცი?
- ეგ შენზეა დამოკიდებული, - ყრუდ ჩაილაპარაკა.
- ჩემზე? მე რა შუაში ვარ?
- არ იცი?
- წარმოდგენა არა მაქვს.
- დაგავიწყდა, გუშინ რაც გითხარი?
- გუშინ? A-ა-ა, ეგ როგორ არ მახსოვს, მაგას რა დამავიწყებდს. მე რომ შეგიყვარდი, იმაზე ამბობ, არა? Dა მერე მეც იმავეს გამიკეთებ, ხომ? ასე არ არის?
- გეყოფა, დადა. აქამდე მთელი ცხოვრება უაზროდ ვიქცეოდი. საკუთარ ადგილს ვერ ვპოულობდი.Aახლა ყველაფერი დალაგდა.Aახლა უკვე ვიცი, რაც მინდა.
- მაინც რა? - ამრეზით შევხედე.
- შენთან ყოფნა, შენი სიყვარული მინდა და მეტი არაფერი. თუ გინდა დაგიმტკიცებ.
-Dდამიმტცკიცებ? როგორ დამიმტკიცებ?
- ჩემთან წაგიყვან, შინ.
- გინდა თქვა ცოლად შემირთავ?
- ჰოო. თათა რატომ არ შეირთე? – ხმას ავუწიე
- რით ვერ გაიგე, ადამიანო, არ მიყვარს ის გოგო!
- თუ არ გიყვარვარდა, რას მოიწვინე გვერდში, რისთვის გააუბედურე?? - თავს ვერ ვიკავებდი.
- ჯერ ერთი, მე არავინ გამიუბედურებია. მე რა, ძალა დავატანე? შევაცდინე? რაც თვითონ უნდოდა, ის გავაკეტე.Dდა მეორეც, მე სულაც არ ვარ მისთვის…
- გაჩუმდი! თუ ღმერთი გწამს, გაჩუმდი. ეგ ზღაპრები შენ ძმაკაცებს მოუყევი, ჩემთან არ გინდა! წავედი! Dდავხედავ ერთი, რა ხდება, - აცახცახებულმა ავირბინე კიბის საფეხურები. ნუტუ ეს კაცი მიყვარდა!
თათასთვის თეთრი ნაჭრის ფაჩუჩები და ხავერდის ლურჯი ხალათი ჩაეცვათ. საპროცედუროში თავჩაღუნული ჩამომჯდარიყო ზეწარგადაფარებულ ნარზე.
- რას შვები?
- ველოდები, -
- დაგაძინებენ? – თანაგრძნობით განვისჭვალე მის მიმართ.
- არა, ექიმა პირველ აბორტზე ნარკოზი არ შეიძლებაო.
- ისე მაინც გაგიყუჩონ!
- არ გეტკინებაო, დამამშვიდა.Mმინი მტკივნეული არ არისო.
- რახან გითხრა, ალბათ ასეა. ნუ ნერვიულობ, მე აქ ვიქნები.
- მამუკა სად არის?
- გარეთ დგას, ქუჩაში.
- დაგველოდება?
- არ დაგველოდება და მისი აჯობებს.
-Dდედამისი ისე მელაპარაკება ვითომ არაფერი იცის, - ამოიოხრა თათამ – შეიძლება ადამიანი ასეთი უგულო იყოს?
- იმან მართლა არაფერი იცის, დედას გეფიცები.
- შენ რა იცი?
- შენგან რომ გამიყვანა, მაშინ მკითხა.
- რა გითხრა?
- ვიღაც… - ენას კბილი დავაჭირე, მეთქვა თუ არა?
- თქვი, თქვი, დამალვას რაღა აზრი აქვს, - ნაწყვეტ-ნაწყვეტ, სვენებ-სვენებით ლაპარაკობდა თათა.
- დიტოს შეყვარებულიაო, ლიასთვის უთქვამს
- ეგ ვინღაა?
- არ ვიცი. ვინმე მაგის ნაცნობი იქნება ალბათ.
-Mმე კი მითხრა დედაჩემმა ყველაფერი იცის და ისე მოაგვარებს ყველაფერს, პრობლემა არ იქნებაო.
- წარმოგიდგენია? სუფთა ნაძირალაა!!!!!
-Nნუ ამბობ ასე. ჩემი ბრალია ყველაფერი, მამაკაცს არ გაემტყუება.
- ვითომ რატომ, მამა აბრამის ბატკანია?
- არა უბრალოდ, მამაკაცია და მორჩა.
- იმდენი თავი გაუხმეს მაგას! ცოტა უკლია მამაკაცობამდე.Nნამდვილი მამაკაცი ესე არ იქცევა.
- დღეს ყველა ასე იქცევა. სად არის ის ქალი ამდენ ხანს, დავიტანჯე.Eერთი საათის მერე ყველაფერი კარგად იქნება, Aარა? – ამომხედა თათამ, - უკვე ჩავლილი იქნება ყველაფერი.
-Mმე შენს ადგილას, დავიტოვებდი ბავშვს ჯინაზე გავაჩენდი.
- ვის ვეჯინო დადა? საკუტარ თავს? მერე ვინ გამაზრდევინებს ამას? – მუცელზე დაიდო ხელი, - მამაჩემს რა ვუთხრა, უკანონო შვილს ვაჩენ-მეთქი? ‘’კატოკივით’’ გადამივლიან, - სიმწრით ჩაიღიმა.
- აბა როგორ არის ჩვენი გოგო? – ხელების ფშვნეტით შემოვიდა მამუკას დედა და ღიმილით დაგვხედა. თან ორი თეთრხალათიანი ქალი შემოყვა.
- ძალიან მეტკინება? – ძლივს ამოთქვა გაფითრებულმა თათამ
- დედა შეხედეთ რა ფერი ადევს სახეზე. რისი გეშინია, შვიილო, დანით კი არ გჭრი, ორ წამში მორჩება ყველაფერი, - დააიმედა ქალმა და საოპერაციოში შევიდა.
- ვაიმე დედა, - ამოიკვნესა ცრემლმორეულმა, როგორც ჩანდა, იარაღების ჩხაკუნის ხმაზე კიდევ უფრო დაფრთხა.
- თავიდან რომ გეფიქრა ამაზე, ხო მარ ჩავარდებოდი ამ დღეში? ახლა რაღა დროსია? მაშინ ხომ კარგი იყო, ლოგინში რომ უწვებოდი? – ხუმრობანარევი კილოთი თქვა ლია დეიდამ და გაიცინა. ექთანიც აჰყვა და დამხმარე ქალიც.
- სამაგიეროდ, აწი მეცოდინება, - სინანულით ჩაილაპარაკა თათამ.
-Aაბა შენ იცი, არ შემარცხვინო, - გამამხნევებელი ღიმილით შევხედე თათას.
- რომ იცოდე, როგორ მეშინია. ღმერტო მიშველე, - ძლივს გავიგონე მისი სიტყვები.
Mმედდამ კარი ცხვირწინ მომიხურა. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.
- ნუ ხარ დაძაბული, მოეშვი! – გავიგონე ლიას მბრძანებლური ტონით ნათქვამი და რაღაც ააპარატი ჩართო.
უეცრად არაადამიანური შეკივლება გაისმა. იმდენად სხვა ხმა იყო, თავდაპირველად ვერც მივხვდი, თათა რომ იყო. ვიგრძენი როგორ დამასხა ოფლმა. მუხლმოკვეთილი იქვე ნარზე ჩამოვჯექი და ზურგით ცივ კედელს მივეყრდენი. კივილის ხმა არ წყდებოდა. თათა საშველად ‘’დედა, დედიკოს’’ უხმობდა.
- ნუ ტირი, კაცო, ხელიმეშლება!Dდავიჯერო, ახლა ასე გტკივა? – დაუცაცხანებდა შიგადაშიგ ლია დეიდა.
მოულოდნელად ხმა მიწყდა. სმენა დავძაბე, გული ხო მარ წაუვუდა?
- აჰა, მორჩა, ეს იყო სულ, - კვლავ მოისმა იარაღების ჩხარუნის ხმა,- აბა. შემომხედე, ცუდად ხომ არა ხარ? A? ცუდად ხარ? Lლიდა, ცყალი შეასხურე, ერთი თუ ქალი ხარ, წნევა დაუვარდა ალბათ. შუბლი დაუზილეთ. წვეთებიც მიეცით.
- ფერი მთლად დაკარგა, ლია ექიმო, - ყველას ხმა მკაფიოდ აღწევდა ჩემამდე, თათას გარდა. გული გამალებით მიცემდა.
Uუცებ კარი გაიღო და ლიაც გამოჩნდა.
- დადა , რა იყო შენც ცუდად ხო მარ გახდი? – ღიმილი მოერია ჩემს დანახვაზე, თან რეზინის ლურჯ წინსაფარს იხსნიდა, - შედი, შენც დაგალევინებენ ვალეერანის წვეთებს.
-Gგაუჭირდა? – ვიკითხე მხოლოდ იმიტომ, რომ რააღაც მეკითხა.
- უჰ , - ხელი ჩაიქნია, - პირველად ყველა ასე განიცდის. რაგაც სასწაული ჰგონიათ. არა, ადვილად არ არის. ესეც ხომ გარკვეული ოპერაციაა. უბრალოდ, ცოტა მეტი უნდა მოითმინო ადამიანმა, ემოციებს არ უნდა აჰყვე.. ნახევარი საათი მაინც დაწვეს ტკივილმა გაუაროს ცოტა.
- შეიძლება სახლში წასვლა?
- კი კაცო, თავისუფლად.. Oოღონდ ერთი ორი დღე თუ დაწვბა, ცუდი არ იქნება. Mმე დანიშნულებას დავუწერ.
- მადლობთ, ლია დეიდა, - დავდევნე მიმავალ ექიმს.
- მეტი აღარ გნახო აქ მოსული, - ღიმილით თითი დამიქნია და ოთახიდან გავიდა.
Eექთანის მკლავზე დაყრდნობილი, სახეგაფითრებული თათა ძლივს მოლასლასებდა. მეც მივეშველე და მეორე მხარეს ამოვუდექი. ნარზე წამოვაწვინეთ – თვალები ცრემლით ავსებოდა.
- ძალიან გეტკინა? - ჩურჩულით ვკითხე
- ნუ მკითხაავ, ასე მეგონა არასდროს დამთავდებოდა ჩემი ტანჯვა, - ჩურჩულითვე გამცა პასუხი და ქვედა ტუჩი მოიკნუტა სატირლად დამზადებულმა.
ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ღაწვებსა და საფეთქლებზე. მის გვერდით ჩამოვჯექი და სათუთად შევუმშრალე სახე.
- ნუღა ტირი, ყველაფერი დამთავრდა, - ვუთხარი, მაგრამ ლამის იყო, მეც მეტირა მისი საცოდაობით გული მეცურებოდა.
- მართალი ხარ ყველაფერი დამთავრდა, - ძალად გამიღიმა და ღრმად ამოისუნთქა, თითქოს რათაც შვება მოჰგვარა.
- ხომ არ გცივა შვილო? – ხანში შესულმა სანიტარმა ნაჭრის ფაჩუჩები გააძრო თათას და ფეხის თითები მოუსინჯა, - უი, უი მთლად გაყინვია, ახლაავე საბანს დააგაფარებ.
- იცით, როგორ მტკივა? – შესჩივლა ტკივილისგან გადაცჰყანებულმა სანიტარს.
- რა უშავს, მალე გაგივლის, - ანუგეშა ქალმა და შალის გადასაფარაბელით წელს ქვემოთ გულმოდგინედ შეფუთნა.
Kკარგა ხანს ჩუმად ვისხედით. Aარც ერთი ხმას არ ვიღებდით. თათას თვალები დაეხუჭა და თავისთვის ფიქრობდა. ნეტავი რაზე? რას აპირებს? რა იქნება ხვალ? იმ დეგენერატმა ამ დღეში ის გოგო რო მიატოვოს, ხომ გაგიჟდება კიდევაც? იმდენს მაინც მიხვდებოდეს, რომ ცოტა ხანს არ გაწყვიტოს თათასთან ურთიერთობა, თორემ ეს მთლად ბოლოს მოუღებს, სამუდამოდ გააცამტვერებს მის ცხოვრებას. მიხვდება კი მამუკა? წესით, უნდა მიხვდეს. მაინც გადავწყვიტეეეე მისი გაფრთხილება. თათას თვალები მიელულა და მძიმედ სუნთქავდა.
- ცოტა ხნით გავალ, - ვუთხარი და გარეთ გასვლა დავაპირე.
- არ წახვიდე, ძალიან გთხოვ, - თვალები გაახილა და თავი წამოსწია.
- სსსულ ერთი წამით, შენ დაისვენე. ეგრევე მოვბრუნდები, - დავამშვიდე შეშინებული და ქუჩაში გავედი.
Mმამუკა კვლავ აკაციის ხის ქვეშ იდგა.
- ვსო, არა? – მკითხა.
- ჰო.
- რამდენ ხანში გამოუშვებენ?
- შენ უკეთ გეცოდინება, - გამომცდელად შევხედე
ჩრდილმა დაურბინა სახეზე.
- ვერ გავიგე.
- ეს პირველი Aშემთხვევააა?
- გაგიჟდი? აბა მერამდენე უნდა იყოს, ვერ ნახე, რა დღეში იყო?
- თათაზე არ გეუბნები, შენს ცხოვრებაში პირველი შემთხვევა იყო, რომ დედაშენს საკუთარ შვილიშვილი მოაკვლევინე?
Mმივხვდი, რომ მეტისმეტი მომივიდა. მამუკა გაფითრდა, კბილი კბილს დააჩირა და მომუშტული ხელი აკაციიის ხეს მთელი ძალიტ დაარტყა.
- მორჩი! გეყოფა! რა გინდა, გამაგებინე, ბოდიში მოგიხადო? ვიცი, რომ დამნაშავე ვარ შენ წინაშე, მაგრამ შეცდომა ვის არ მოსვლია? – მთელი ხმით ღრიალებდა.
- ჩემ წინაშე კი არა, იმის წინაშე ხარ დამნაშავე. შენ ამას ვერ ხვდები და საერთოდ, ხმას დაუწიე, თუ შეიძლება, ნუ ღრიალებ, - მშვიდად მივეცი შენიშვნა.
Aარა, ამასთან არ ღირს არაფერზე ლაპარაკი. რაც მალე დამთავრდება მათი ურთიერთობა, მთტ უკეთესი თათასთვის, გავივლე გუნებაში.
- ახლა რას აპირებ? – ვკითხე და თვალი ავარიდე.
- რაზე მეკითხები? – ხმა შეეცვალა.
- რას უპირებ იმ გოგოს, უნდა მიატოვო?
- ……………..
- არ გესმის? – კიტხვა გავუმეორე.
- მაგას ისედაც ვაპირებდი, - ყრუდ ჩაილაპარაკა.
- იქნებ ცოტა ხანს მაინც გაგეგრძელებინა შეხვედრები, ცოდვაა.
- მე ვიცი, როგორც გავაკეთებ. ეგ შენ არ გეხება.
- შენც მართალი ხარ, - ირონიულად შევნიშნე და კვლავ შენობაში შევტრიალდი.
თათა უკვე ექიმის კაბინეტში იჯდა და მის რჩევა-დარიგებებს ისმენდა.Mმალე გამოვიდა. ის იყო, წასვლას ვაპირებდით, რომ ლია დეიდამ დამიძახა, ერთი წუთით ჩემთან შემოდიო
შევედი.
- დადა, კიდევ რომ მოუწიოს ამ გოგონას მსგავსი რამის გაკეთება, იცოდე უშვილოდ დარჩება, - თითი დამიკაკუნა მაგიდაზე.
- მესმის… ლია დეიდა, იმედია, ეს აღარ მოხდება. ერთი რაღაც მინდა გკითხოთ. მამუკას ადრეც მოუყვანია აქ ვინმე აბორტის გასაკეთებლლად?
ის იყო, ქალმა პირი გააღო პასუხის გასაცემად, რომ თითქოს რაღაცას მიხვდაო, შეყოყმანდა. სახე აშკარად შეეცვალა.
- ადრე? A-არა… არ მახსოვს ასეთი შემთხვევა. რატომ მეკითხები? – სათვალე ცხვირზე ჩამოიწია და ზემოდან გადმომხედა.
- რა ვიცი, ისე… - მიხვდა რაც ვიგულისხმე.
- ეს შეუძლებელია! რას ამბობ! მამუკა ამას არ იზამდა, შენ მაინც იცნობ. არ იცი რანაირია? – წამოჭარხლდა სახეზე. როგორც ჩანს, დიდად არ ეპიტნავა ჩემი სიტყვები, თუმცა მას რას ვერჩოდი…
- ვიცი, როგორ არა.Eეს, უბრალოდ, ისე ვთქვი. მაპატიეთ და კიდევ ერთხელ მადლობა ყველაფრისთვის.
Eესეც ასე! Uუდავოა, საღამოს ყველაფერს გამოკითხავს თავის ‘’იდეალურ ბიჭუნას’’. რას დასცხებენ ერთმანეთს?! მამუკაზე ახიც იქნებ. იქნებ ჭკუას აწი მაინც მოუხმოს!
Mმზის შუქზე გავედით თუ აარა, თათას თავბრუ დაეხვა და წაბარბაცდა. მაშინვე ხელი შევაშველე. მამუკამაც უცებ მოირბინა და გვერდით დაუდგა. თათამ ცივად
გააშვებინა ხელი.
- არააფერია, სინათლემ თვალი მომჭრა უბრალოდ, - ხმადაბლა თქვა, - მე წავალ, კარგად იყავით. Gმადლობ დადა.
- მოიცა, ერთად წავიდეთ, ახლავე გავაჩერებ მანქანას, - დაფაცურდა მამუკა.
- არა ჩვენ ერთად ვერ წავალთ იმიტომ რომ სხვადასხვა გზა გვაქვს, - გამჭოლი მზერა ესროლა თათამ, გატრიალდა და ტროტუარს გაუყვა.
თათას საქციელით იმდენად ნასიამოვნები დავრში, კმაყოფილების ღიმილი ვერ შევიკავე. ცოტა ხან ვუყურებდი მიმავალს, მერე ჩემს ‘’ახდენილ ოცნებას’’ მოვუტრიალდი.
- მეც წავედი. აბა შენ იცი, - ხელი დავუქნიე და მრავალმნიშვნელად შევხედე.
- ერთი წუთით დედაჩემთან შევირბენ და მერე ერთად წავიდეთ, მეც მოვდივარ.
- ჩვენ ერთად ვერ წავალთ, იმიტომ რომ სხვადასხვა გზა გვაქვს, - თუთიყუშივით გავიმეორე თათას სიტყვები და ნიშნის მოგებით შევღიმე ‘’ იდეალურ მამაკაცს’’. შევხედე და მივხვდი, რომ აღარ მიყვარდა. იმდენად გაუბრალოვდა ჩემს თვალში, მის გვერდით გავლის სურვილიც არ მქონდა. Gგანსაკუთრებით იმ წუთებში, რადგან, რადგან საოცრად უსუსური, უმწეო და საცოდავი მეჩვენა. Aან კი როგორ უნდა მყვარებოდა - მან ხომ სულ ახლახან, არც მეტი არც ნაკლები, ორი ადანმიანი მოკლა!
Dდავშორდი. Nნელი ნაბიჯებით დავუყევი ქუჩას…

Mმითი იდეალურ მამაკაცზე საბოლოოდ გაქარწყლდა

კატეგორია: Love ისტორ.. ★ | ნანახია: 708 | დაამატა: anushkebi98 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2 - ავტორი: anushkebi98
(მასალა) თარიღი: (2011-09-04 2:09 PM)




0



პასუხი
Xoo aRc cHeeMtViis: DD