სასაცილო ფაქტები – რას ვსწავლობთ ჰოლივუდის ფილმებიდან? - 8 ოქტომბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 8 » სასაცილო ფაქტები – რას ვსწავლობთ ჰოლივუდის ფილმებიდან?
11:15 PM
სასაცილო ფაქტები – რას ვსწავლობთ ჰოლივუდის ფილმებიდან?


უზარმაზარი ბინები ნიუ-იორკში (მანჰეტენზე) აქვს ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად იმისა, სად მუშაობს, ან, თუნდაც, უმუშევარს

იდენტური ტყუპებიდან მინიმუმ ერთი აუცილებლად ბოროტია

როდესაც ბომბის გაუვნებელყოფას დააპირებთ, ნუ იდარდებთ, რომელი მავთული გადაჭრათ – აუცილებლად სწორს აირჩევთ

ლეპტოპების უმეტესობა საკმარისად მძლავრია, რომ თავდამსხმელი უცხოპლანეტელების საკომუნიკაციო სისტემა გამოიყვანოს მწყობრიდან

მნიშვნელობა არა აქვს, რამდენ ადამიანს ეჩხუბებით. მოწინააღმდეგეები ადგილზე იხტუნებენ და იცეკვებენ (საშიშად, რა თქმა უნდა), სანამ თქვენ მათ “წინამორბედებს” გაუსწორდებით.

როდესაც ოთახში შუქს გამორთავთ დასაძინებლად, ყველაფერი ისევ კარგად სჩანს, უბრალოდ, ცოტა ლურჯი ფერი გადაჰკრავს

თუ ქერა და ლამაზი გოგონა ხარ, შესაძლებელია ატომური ფიზიკის ექსპერტი გახდე 22 წლის ასაკში

პატიოსან და მშრომელ პოლიციელებს ტრადიციულად კლავენ პენსიაზე გასვლამდე სამი დღით ადრე

ტყვიების დახარჯვის ნაცვლად, მანიაკები თავის მსხვერპლებს კლავენ ძალიან რთული მექანიზმების დახმარებით, რომლებიც შეიცავს დამცველებს, ბერკეტებს, ხარიხებს, მომწამლავ გაზებს, ლაზერებს და კაციჭამია ზვიგენებს. რაც მთავარია, მექანიზმი 20 წუთს მაინც აძლევს მსხვერპლს გასაქცევად.

ყველა ლოგინს აქვს სპეციალური, L-ის ფორმის საბანი. როცა ქალი და მამაკაცი ერთი საბნის ქვეშ წვანან გვერდიგვერდ, საბანი ქალს კისრამდე წვდება, ხოლო კაცს – წელამდე.

პროდუქტების მაღაზიიდან მოტანის ნებისმიერ ქაღალდის პარკში დევს ერთი მაინც “ბატონი” პური.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თვითმფრინავის დასმა, თუ ვინმე ეხმარება საკონტროლო ანძიდან.

პომადა არასოდეს შორდებათ წყალქვეშა ყვინთვისასაც კი.

ბრძოლაში აუცილებლად გადარჩები, თუ არ შეცდი და ვინმეს შენი შეყვარებულის სურათი არ აჩვენე.

ცურვისას თმა ყოველთვის იდეალურადაა დავარცხნილი.

როდესაც ბოროტმოქმედი გმირს დაიჭერს, პირველ რიგში დეტალურად აუხსნის, როგორ მოკვდება გმირი, შემდეგ, დეტალურად აუხსნის თავისი ბოროტმოქმედების სტრატეგიულ გეგმას. შემდეგ სასიკვდილოდ მიატოვებს გმირს ის კი, სასწაულებრივად, დაიღწევს თავს.

თუ გინდა, რომ გერმანელ ან რუს ოფიცრად მიგიღონ, თვითონ ენის ცოდნა არაა აუცილებელი. გერმანული ან რუსული აქცენტით ინგლისურად საუბარი საკმარისია.

პარიზში ეიფელის კოშკი ნებისმიერი ფანჯრიდან სჩანს.
კაცი ტკივილს გმირულად იტანს როდესაც სასტიკად სცემენ, მაგრამ კვნესის,როდესაც მეგობარი გოგონა უმუშავებს ჭრილობებს.

თუ კადრში შუშის დიდი ვიტრინა სჩანს, მას, ცოტა ხანში, ვინმე გამოანგრევს

მოჯადოებულ სახლში ყოფნისას ქალმა უნდა გამოიკვლიოს საეჭვო ხმები და ამ დროს ყველაზე “გულახდილი” საცვლები უნდა ეცვას

ტექსტურ რედაქტორებს კურსორი არა აქვთ და გახსნისას ამბობენ: “შეიყვანეთ პაროლი ახლა!”

მაშინაც კი, როდესაც სრულიად სწორ გზაზე მიდიხართ მანქანით, აუცილებლად უნდა ამოძრავოთ საჭე აქეთ-იქით

ყველა ბომბი აღჭურვილია წითელი მანათობელი ცოფრებიანი ტაიმერით, რომელიც ყოველთვის აჩვენებს, როდის აფეთქდება

ბომბს ვერასდროს აუვნებელყოფენ ბოლო წამზე ადრე
გამომძიებელს საქმის გახსნა მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია, რაც საქმეს ჩამოაშორებენ
პოლიციის დეპარტამენტები თავის თანამშრომლებს ფსიქოლოგიურ ტესტებს უტარებენ, რომ პარტნიორებად სრულიად საპირისპირო ხასიათის ადამიანები შეარჩიონ

როდესაც მარტო რჩებიან უცხოელი (არა-ამერიკელი) სამხედროები ერთმანეთში მაინც ინგლისურად საუბრობენ

ძალიან მარტივია ბუნდოვანი სურათის გადიდება და მასში ახალი დეტალების აღმოჩენა

გმირს ერთი წამიც არ ეკარგება, რომ 150 თავდამსხმელიდან თითოეულს სძლიოს, მაგრამ, როცა სუპერ-ბოროტი მოვა, მასთან ბრძოლა 10-15 წუთს აუცილებლად გასტანს
კატეგორია: სხვა | ნანახია: 713 | დაამატა: tako♥♥♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz