არაერთი ვარსკვალავი ამაყობს, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არ გაუხდიათ. მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორია ბექჰემია, რომელსაც ცოტა ხნის წინ ხერხემალთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები შეექმნა. სწორედ მსგავსმა ფეხსაცმელმა იმსხვერპლა სარა ჯესიკა პარკერის ფეხების სილამაზე. გასულ კვირას, ნიუ-იორკში, პოლ მაკარტნის ბალეტის Ocean’s kingdom-ის პრემიერა გაიმართა. სარა ღონისძიებაზე სტელა მაკარტნის სპილოსძვლისფერი კაბით მივიდა, მაგრამ ფოტორეპორტიორების ყურადღება, მხოლოდ მსახიობის ფეხებისკენ იყო მიმართული. თავად სარას არაერთხელ დაუწუწუნია, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მის ჯანმრთელობას ზიანს აყენებდა.