გამოკითხვა 1 |
რამდენი წლის ხართ?
სულ ხმები : 369
|
გამოკითხვა 2 |
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
სულ ხმები : 304
|
გამოკითხვა 3 |
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10. 11.
სულ ხმები : 378
|
|
| | |
| მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 26 » როგორ ხატავთ ადამიანს?
6:27 PM როგორ ხატავთ ადამიანს? |
ფსიქოლოგთა აზრით, ნახატის მიხედვით, მხატვრის ხასიათის გამოცნობაა შესაძლებელი. სცადეთ, დახატეთ კაცუნა და ამოიცანით საკუთარი თავი. თუ უკვე დახატეთ შეგვიძლია დავიგოთ
• კაცუნას თავზე თმის რამდენიმე ღერს ანალიტიკურად მოაზროვნე `მხატვარი~ უხატავს, ხვეულ თმას - შემოქმედი. თუ მხატვარმა კაცუნა თმის გარეშე დატოვა, მას კარგი მეხსიერება აქვს.
• დიდპირიან, გაღიმებულ კაცუნას ოპტიმისტი და გარშემო მყოფებისადმი კეთილგანწყობილი პიროვნება ხატავს. თუ მხატვარმა პატარაპირიანი, გაღიმებული კაცუნა დახატა, იგი კეთილი და მოწყალეა.
პესიმისტი კაცუნას პირის გარეშე დატოვებს. პირის ადგილას ტირეს რეალისტი დახატავს. იგი გარშემო მყოფებისგან მუდმივად ითხოვს ყურადღებასა და დახმარებას.
• მორიდებული ადამიანი კაცუნას თვალების ადგილას წერტილებს მიუხატავს. მრგვალთვალებს ემოციური `მხატვარი~ ხატავს, რომანტიკოსი ლამაზად გამოყვანილ თვალებს წამწამებსაც უკეთებს.
• კეთილშობილი ადამიანი კაცუნას რკალისებრ წარბებს უხატავს, მკაცრი, კონსერვატორი კი წარბის ადგილას სწორ ხაზს გაავლებს.
• კაცუნას მრგვალ ტანს კეთილი ადამიანი უხატავს, ოვალურს - შრომისმოყვარე. ტანის ნაცვლად სწორ ხაზს კი ეგოისტი და ჯიუტი პიროვნება გაავლებს. კაცუნას ტანზე ჭიპს იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ტიპაჟი უხატავს.
• თუ კაცუნას სქელი ხელები აქვს, მხატვარი მხოლოდ ფულის გამო მუშაობს. კონსერვატორი ხელების ნაცვლად სწორ ხაზებს ავლებს. გარდა ამისა, ის კარგი თანამშრომელია და დაწინაურებას შრომით მოიპოვებს.
სხარტად მოაზროვნე, შემოქმედი ადამიანი კაცუნას ხელებს მოძრაობაში უხატავს.
• მოკრძალებული და ზრდილობიანი ადამიანი კაცუნას ტანსაცმელს დეტალებით დაამშვენებს. მფლანგველი ადამიანი კაცუნას შიშველს დატოვებს, პუნქტუალური, მაგრამ საკუთარ თავში ჩაკეტილი, საათითა და სამკაულებით შეამკობს.
• აქტიური ტურისტი კაცუნას ფეხსაცმელს მოარგებს, ოჯახურ სიმყუდროვეს მოყვარული კი ფეხშიშველს დატოვებს.
• მხიარული, აზარტული პიროვნება პერსონაჟს სქესის გარეშე არ დატოვებს.
|
კატეგორია: ტესტი |
ნანახია: 811 |
დაამატა: nat125
| რეიტინგი: 4.6/5 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
| |
| |
| | |
|
|