გამოკითხვა 1 |
რამდენი წლის ხართ?
სულ ხმები : 369
|
გამოკითხვა 2 |
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
სულ ხმები : 304
|
გამოკითხვა 3 |
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10. 11.
სულ ხმები : 378
|
|
| | |
| მთავარი » 2011 » მაისი » 13 » როგორ იკერებოდა ქეით მიდლტონის კაბა
9:17 PM როგორ იკერებოდა ქეით მიდლტონის კაბა |
კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონის საქორწილო კაბის შექმნის დეტალები
მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 29 აპრილს პატარძალმა წითელ ხალიჩაზე
დადგა ფეხი.
დღემდე უცნობია, როდის შეიტყო Alexander McQueen-ის
მოდის სახლის კრეატიულმა დირექტორმა - სარა ბარტონმა იმის შესახებ, რომ ამ
ისტორიულ სამოსზე მუშაობა სწორედ მას მოუწევდა. დიზაინერთან კონტრაქტი ისე
გაფორმდა, რომ მისი გუნდიდან ვერავინ მიხვდა, თუ ვის კაბაზე მუშაობდა ის.
დამტკიცებული დიზაინის ესკიზებზე ხელი არავის მიუწვდებოდა.
კაბის
თითოეული დეტალი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მზადდებოდა. მაგალითად,
მაქმანები, რომელიც სამოსის ზედა ნაწილს ამშვენებდა, ხელსაქმის სამეფო
სკოლა Hampton Court Palace-ში დამზადდა. მკერავებმა არ იცოდნენ, ვისთვის
ასრულებდნენ ამ სამუშაოს. კაბის სხვადასხვა აქსესუარი უელსში და ინგლისში
შეიკერა.
კონსპირაციული გეგმის მიხედვით, სამოსის სხვადასხვა
დეტალზე სხვადასხვა ადამიანი მუშაობდა და არცერთ მათგანს კაბის მთლიანი
ესკიზი ნანახი არ ჰქონდა.
ბერტონი
და ქეითი Alexander McQueen-ის მოდის სახლის შტაბ-ბინაში რამდენჯერმე
საიდუმლოდ შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრები შენობის იმ ნაწილში იმართებოდა,
სადაც შესვლა მხოლოდ დირექტორსა და რამდენიმე სანდო პირის შეუძლია. Daily
Mail-ის ინფორმაციით, დიზაინერი და მომავალი პრინცესა ერთმანეთს ინკოგნიტოდ
ხვდებოდნენ ასევე Hampton Court Palace-ის რეზიდენციაში.
ქეითის კაბა საბოლოოდ ბუკინგემის სასახლეში სპეციალურად ამ მიზნით აღჭურვილ ოთახში შეიკერა.
კონსპირაციული
ზომების მიღებამ 100%-ით გაამართლა - საბოლოო შედეგი ამად ღირდა. წითელ
ხალიჩაზე ქეით მიდლტონის გამოჩენამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა არა
მხოლოდ მაყურებლებზე, არამედ მოდის გურუებზეც, რომლებმაც სამეფო საქორწილო
კაბა დადებითად შეაფასეს.
საკუთარი ნამუშევრით კმაყოფილი დარჩა თავად სარა ბარტონიც.
"ქეით
მიდლტონის საქორწილო კაბაზე მუშაობა მთელი ცხოვრება დამამახსოვრდება,
მუშაობის დროს თითოეული წუთით ვტკბებოდი. ჩემთვის ეს ძალიან დიდი პატივი
იყო და ვამაყობ იმით, რაც Alexander McQueen-ის გუნდმა შექმნა, - ნათქვამია
მოდის სახლის ოფიციალურ განცხადებაში, - ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კაბა
ბრიტანელი ოსტატების პროფესიონალიზმის განსახიერებაა".
|
კატეგორია: სასაცი.. / საინ.. |
ნანახია: 769 |
დაამატა: BasTi
| რეიტინგი: 5.0/1 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
| |
| |
| | |
|
|