როდესაც გტკივა ♥ - 20 სექტემბერში 2011 - iFunStar.Tk- iFun2.Tk-ს ახალი მისამართი


თქვენ შემოხვედით როგორც Guest | ჯგუფი "სტუმარი
მთავარი ჩემი პროფილი გამოსვლა
საიტის მენიუ

Block title

ჩატი =]

გამოკითხვა 1
რამდენი წლის ხართ?
1. 12–13
2. 14–16
3. 9–11
4. 16–ზე მეტი
5. 5–9
სულ ხმები : 369

ატვირთე ფაილი

ონლაინ თამაში 1

გამოკითხვა 2
რამდენად ხშირად სტუმრობთ iFunStar.Tk-ს
1. დღეში რამდენჯერმე
2. პირველად ვარ
3. დღეში ერთხელ
4. თვეში ერთხელ
5. კვირაში რამდენჯერმე
6. კვირაში ერთხელ
სულ ხმები : 304

ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა 3
რომელი ვარსკლავი მოგწონს ? : )
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
სულ ხმები : 378

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 20 » როდესაც გტკივა ♥
7:28 PM
როდესაც გტკივა ♥
შეიძლება ძალიან გვიანია 
მაგრამ უნდა დამედო ჩემი 
თემა ხატიას კონკურსისათვის. 
ყველაზე საყვარელი 


უბრალოდ ძალიან მინდოდა მასზე 
დამეწერა იმედია გამიგებთ.



ყველაზე საყვარელი 




მას ყავისფერი თვალები ჰქონდა და შევერცხლილი თმები.

ასაკში შესულს სახეზე ღრმა ნაოჭებს ვუძებნიდი,მაგრამ 

უშედეგოდ… ვერ ვპოულობდი. ვეუბნებოდი შენნაირი მოხუცი 

მინდა ვიყო-თქო. იღიმოდა და მეუბნებოდა -”ჩემს ასაკამდე 

ტკბილად გაგეტარებინოს ცხოვრება,ბებიო”.

ის ჩემი ბებია იყო,მხოლო ჩემი. სიკვდილის წინაც ვუყვიროდი 

ამას-შენ მხოლოდ ჩემი ბებია ხარ-თქო. აღარ სუნთქავდა,მაგრამ თვალებიდან 

ცრემლები ღვარად მოსდიოდა.განიცდიდა-მე რომ განვიცდიდი…. 

მკვდარიც კი…..

მთელი ბავშვობა მის საწოლში გავატარე.მოვექცეოდი კედელსა და

 ბებიას შორის,შემოვხვევდი წელზე ხელს,ზურგზე მივადებდი ლოყას და 

ასე ვიძინებდი. როცა არ მეძინებოდა ვაღვიძებდი მძინარეს,არ მეძინება-თქო… 

ცხვრები დაითვალე ბები,აბა ნახე,რამდენი ცხვარი გყავს ფერმაშიო და 

წარმოვიდგენდი მინდორზე გაშლილ ცხვრებს და ვითვლიდი და 

ვითვლიდი დაძინებამდე….

ვერ ავუსრულე ოცნებები,ვერა….. იმდენი იმედი და ოცნება 

ჰქონდა ჩემთან დაკავშირებით და მე ვერაფერი გავაკეთე,ვერაფერი 

შევძელი… ალბათ არ ველოდი მის სიკვდილს 24 საათში და 

არ ვჩქარობდი…

ჩამიკრავდა გულში,მაკოცებდა ლოყებზე,თვალებზე,კისერზე და ყურში

 მეჩურჩულებოდა – "ჩემი ჟანგბადი ხარ,ჩემი სუნთქვა,ჩემი იმედიო”-ო.

 მე კი ამ დროს სულ დუმბაძის ოლღა ბებია მახსენდებოდა და მეცინებოდა…. 

თუმცა ვფიქრობდი,რომ ჩემი ბებია,ოლღა ბებიაზე საყვარელი იყო,ყველაზე

 საყვარელი-საყვარელ ბებიებს შორის…  აგებდა ჩემზე ოცნების კოშკებს და 

მეორე დილით მაცინებდა ამაზე. მეტი საფიქრალი არ მაქვს,წუხელ კიდევ

 თითქმის არ მეძინაო მეუბნებოდა…

სულ ვკამათობდით,ვჩხუბობდით,ვეჯიბრებოდით ერთმანეთს…. 

თუმცა არასდროს აუწევია ხმისთვის,არასდროს.ისეთი თვალებით 

იცოდა ამ დროს გადმოხედვა,ნაწყენი,სევდიანი,ყავისფერი თვალებით…. 

ლაწირაკი ხარ და ვერ ხვდებიო მეუბნებოდა და გაბუტული 

თავის ოთახში უჩინარდებოდა. მერე ვნერვიულობდი,რომ ვაწყენინე….. 

ბევრჯერ უმიზეზოდ…. ბევრჯერ მხოლოდ იმის გამო,რომ ხასიათზე 

ვერ ვიყავი და არ მინდოდა ვინმესთან ლაპარაკი. შევიდოდი ოთახში 

მერე ,პატიებას ვთხოვდი და ახლა მე ვუკოცნიდი ლოყებს,

თვალებს… ის კი ძველებურად,სიყვარულით მიკრავდა გულში 

და რატომ ხარ ასეთი ჯიუტიო მეუბნებოდა.

მივუწვებოდი გვერდით,მის ხელისგულს ლოყაზე მივიდებდი და 

ასე ვჭორაობდით…. ათასგზის მოყოლილი ისტორიებს ისე მიყვებოდა,

თითქოს პირველად ყვებაო….. მეც ისეთი სახით ვუსმენდი,

თითქოს პირველად ვისმენდი.ბოლოს ვეუბნებოდი,ეს ისტორია 

ვიცოდი-თქო და ბრაზდებოდა,აბა რას მაქაქანე ამდენ ხანსო .

picsandquotes:

More Awesome Posts here!!

იცით რა მყავდა? არ იცით! არც მე ვიცოდი…. არც ახლა ვიცი… 

ალბათ მერე გავიგებ,დრო რომ გავა!


ჩემი იყო რა,მხოლოდ ჩემი….

ჩემი ტკივილიანი ბებია….

ჩემი კოხტა და მოწესრიგებული…

ჩემი მასწავლებელი ….

ჩემი კეთილშობილი….

ჩემი მზრუნველი…..

ჩემი მეოცნებე…..

ჩემი იმედიანი….

ჩემი უტკბილესი….

ჩემი გულშემატკივარი …

ჩემი დიდი ტკივილი….

მოხუცი,რომელიც ყველაზე ნერვიულობდა…

მოხუცი,რომელსაც ერთი შვილი ჰყვადა და ერთი შვილიშვილი

მოხუცი,რომელიც განიცდიდა საქართველოს ბედ-იღბალს და 

ლოცულობდა ხალხზე….

მოხუცი,რომელიც ბევრს კითხულობდა და სიკვდილამდე სწავლობდა….

მოხუცი,რომელიც ახალგაზრდებმა გულით დაიტირეს….

 

მენატრება…. ტკივილამდე მენატრება!




poppingdaze:

Posted on TumTum ♻

poppingdaze:

whiteplanesoldbooks:

lovequotesrus:

Photo Courtesy: loveyourquotes

Discovered on TumTum ♻
Posted with TumTum ♻

poppingdaze:

whiteplanesoldbooks:

Reblogged with TumTum ♻

Tumbled on TumTum ♻


ალბათ გამიგეთ რაა..

ნამდვილად არ მინდა რომ ვინმეს თავი შევაცოდო მაგრამ 

ამაზე უკეთესი მე არაფერი არ ვიცი!

კატეგორია: სხვა | ნანახია: 1743 | დაამატა: Takusha1999 | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 141 2 »
14 - ავტორი: ✿◠‿◠)TaT(◕‿◕✿
(მასალა) თარიღი: (2011-09-23 9:02 PM)




0



პასუხი
vtiri <3 sad